კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 დედის დაქალი შემიყვარდა და ამის გამო ვიტანჯები

აჩი, 25 წლის.


ინტიმური საუბრები 


ისე გავხდი 25 წლის, არავინ მყვარებია, ყოველ შემთხვევაში, ისე სერიოზულად, რომ მის გამო დავტანჯულიყავი. პირიქით, სულ გოგონების ყურადღების ცენტრში ვარ. არც მიკვირს – ვმუშაობ, მანქანა მყავს, ახალგაზრდა დედ-მამა არაფერს მაკლებს დედისერთა შვილს და ფუფუნებაში ვარ. ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. თუმცა, ხუთი თვეა, ვიტანჯები, მიზეზს ვერავის ვუმხელ და იმაზეც მიფიქრია, თავს მოვიკლავ-მეთქი. დედა ექიმია და საკმაოდ ცნობილ კლინიკაში მუშაობს. ხუთი თვის წინ, მისი თანამშრომელი ქალი მოვიდა ჩვენთან. დაქალობენ და არ ვიცი, რა თვალზე შევხედე და რა დამემართა, რომ მის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. იმ საღამოს, მე წავიყვანე მანქანით სახლში. გვიანი იყო და თავად შევთავაზე. კი იუარა, ტაქსის გამოვიძახებ და არ შეგაწუხებო, მაგრამ თავი გავიგიჟე. ჩემმა მშობლებმაც უთხრეს, ნუ გეშინია კარგად ატარებს მანქანას და უსაფრთხოდ მიგიყვანს, თუ მაგაზე ნერვიულობო. გვერდით რომ მეჯდა და მის სურნელს ვგრძნობდი, გავითიშე. ისე გავიარე გზა ჩემი სახლიდან მის სახლამდე, არც კი გამიგია. დროის შეგრძნება დავკარგე. მეორე დღეს ვფიქრობდი, რა დამემართა, ასე ერთი ნახვით როგორ გადავირიე, როცა უამრავი გოგო მეხვეწება-მეთქი, ჩემს თავს ვუბრაზდებოდი. თუმცა, გული სხვანაირად ძგერდა. მშობლებს რომ ვუთხრა, ჩემზე ოცი წლით უფროსი ქალი მიყვარს-მეთქი, გადამერევიან. ზუსტად ვიცი, რა სკანდალიც მოხდება. ძმაკაცებთან, სხვათა შორის ჩამოვაგდე თემა და დავიწყე ლაპარაკი უფროს ქალებზე. ისეთები თქვეს, არც კი მინდა იმის გახსენება. არადა, მართლა ვერ შევხედავ ნატას სხვა თვალით. ვგრძნობ, მართლა მიყვარს და ისე ვერ გავაკეთებ, მასთან დავწვე და მერე მივატოვო. ცოლადაც ვერ მოვიყვან. სამსახურშიც მივაკითხე დედას. გაუკვირდა, როდის იყო, აქ მაკითხავდი, ხომ კარგად ხარო. რას წარმოიდგენდა, ეჭვადაც არ დაუშვებდა, რომ იქ მის გამო კი არა, ნატას სანახავად მივედი. თავად, ნატა ხვდება, რაც მჭირს და თავს მარიდებს. ღამეებს თეთრად ვათენებ მასზე ფიქრით, სამსახურში გაშტერებული დავდივარ, აღარც საძმაკაცოსთან მინდა გართობა და სხვა ქალებზე ფიქრი ხომ, ზედმეტია. ჩაკეტილი და გულჩათხრობილი გავხდი. ამას წინათ, მამამ გაიხუმრა, რომ გაკვირდები, მგონი, შეყვარებული ხარ და რას იბოღმები, პირიქით, უნდა გიხაროდეს. მეც მინდა, ახალგაზრდა ბაბუა ვიყო, მოიყვანე ცოლი და არაფერს მოგაკლებთო. ამაზე, სულ გადავირიე. რა საშინელება ყოფილა, გიყვარდეს და ვერავის უმხელდე. როგორც ვიცი, ნატა ადრე გათხოვილი იყო და არ გაუმართლა. უფრო სწორად, შვილი არ ეყოლა და ამის გამო მიატოვა იმ არაკაცმა. მე კი, იმაზეც თანახმა ვარ, ოღონდ მის გვერდით ვიყო და არ მყავდეს შვილი. თავის ასაკთან შედარებით, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ისეთი დახვეწილი და ნაზია, მგონია, რომ შევეხო, ხელში ჩამაკვდება. ზუსტად ისეთი ქალია, მე რომ მომწონს და მხიბლავს.
აჩი, 25 წლის.

скачать dle 11.3