კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეამცირა უსამართლოდ დასჯილთა რიცხვი საბჭოთა კავშირში სტალინის ინიციატივამ #13

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთელი ისტორიოგრაფები სტალინს დაუნდობელ, უგულო და შეუბრალებელ, ცივსისხლიან დიქტატორად ხატავენ, რაც ძირითადად, საბჭოთა მმართველის დისკრედიტაციას ემსახურება, კომპეტენტური კვლევები ყოველთვის არ შეესაბამება ამას. პროფესორი კონსტანტინ როგოვეცკი წერს: „სტალინი, რა თქმა უნდა, მკაცრი იყო და ასეთი პიროვნული თვისების გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს მართვა. საბჭოთა ბელადი დაუნდობელიც იყო, თუმცა მხოლოდ მტრების მიმართ და თანაც, საკითხში კომპეტენტურად, სიღრმისეულად გარკვევის შემდეგ. ხოლო აღქმისა და ანალიზის უნარი  სტალინს არ აკლდა... ნიშანდობლივი შემთხვევაა პოლკოვნიკ კორშუნოვის ამბავი, რომელიც სწორედ სტალინის ობიექტურობამ და სამართლიანობამ  იხსნა გარდაუვალი სიკვდილისაგან.
1943 წელია. გაგანია სამამულო ომი მძვინვარებს და ასეთ დროს გენერალურ შტაბში საიდუმლო რუკა გაქრა. მტრისთვის ეს შეუფასებელი მონაპოვარი იყო, რადგან მასზე საბჭოთა სტრატეგიული შეტევის მიმართულებები გახლდათ აღბეჭდილი. ვიტალი კორშუნოვს კი, როგორც გენშტაბის საპასუხისმგებლო დავალებათა მორიგე ოფიცერს, რუკების შენახვა ევალებოდა. ამიტომ, სამხედრო კონტრდაზვერვამ სწორედ მასზე აიღო ეჭვი, დააპატიმრა და მიუხედავად სასტიკი წამებისა, მაინც ვერ ათქმევინეს, რომ, რუკა მან „გააქრო“... მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ როგორც გაირკვა, რუკა შემთხვევით მარშალ (მაშინ ჯერ კიდევ არმიის გენერალს) კონევს გაჰყვა თან სხვა საიდუმლო დოკუმენტებთან ერთად. მაგრამ, ეს გაცხადდა ერთი კვირის შემდეგ, მაშინ, როცა კონევი ფრონტიდან დაბრუნდა და თავადვე დააბრუნა სეიფში საიდუმლო სტრატეგიული რუკა. ვიტალი კორშუნოვი კი, კონტრდაზვერვის ჯურღმულებში ღაფავდა სულს და ეს ინფორმაცია სტალინს კორშუნოვის დამ, იულია ბუტენკომ (ის, ქმრის, პროფესორ პავლე ბუტენკოს გვარს ატარებდა) მიაწოდა სვეტლანას (სტალინის შვილის) მეშვეობით... იულია ბუტენკო-კორშუნოვა 1979 წელს წერდა: „მე და სვეტა ერთად ვსწავლობდით. ჩემი ძმის შესახებ ჩემს ქმარს მისმა კონტრმზვერავმა ძმამ შეატყობინა, მე კი სვეტას მეშვეობით – ამხანაგ სტალინს. თუმცა, არანაირი იმედი არ მქონდა, რომ ვიტალის გამოუშვებდნენ. მეტიც, ჩემი ძმა უკვე მკვდარი მეგონა. მაგრამ, მოხდა სასწაული და ერთ კვირაში ჩემი ძმა ოჯახში დაბრუნდა. თუმცა, ისეთი ნაწამები იყო, ფეხზე დგომა უჭირდა. ამხანაგმა სტალინმა ის სამი კვირით სოჭში სამკურნალოდ და დასასვენებლად გაუშვა.“
ვიტალი კორშუნოვის შემთხვევით სტალინი პირადად შესაძლოა, იმიტომ დაინტერესდა, რომ საქმე სტრატეგიულ საიდუმლო რუკას ეხებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ მან არა მარტო სამართლიანობა აღადგინა, უდანაშაულო ადამიანი გამოაშვებინა და სამკურნალოდ გაგზავნა, არამედ სახელოვან კონევს უმკაცრესი საყვედური გამოუტანა პირადად მან. ჯალათი კონტრმზვერავები კი არაკომპეტენტურობისა და არაადამიანურობისთვის 5-5 წლით ციხეში ჩასვა... კორშუნოვის შემთხვევა, ერთი შეხედვით, სათვალავში ჩასაგდებიც არ იყო და ჭკვიან, დიპლომატ სტალინს შეიძლება, არც კი უღირდა ძლევამოსილი სამხედრო მეთაურის (კონევის) გადაკიდება გაგანია ომის დროს. თუმცა, საბჭოთა ბელადი სამართლიანად მოიქცა, ტყუილუბრალოდ დასჯილი და სიკვდილის პირას მიყვანილი პოლკოვნიკ კორშუნოვის მიმართ. ბელადის დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი თავის მემუარებში ამ ეპიზოდს ასე იხსენებდა: „თავს დავდებ, რომ ამხანაგი სტალინი კორშუნოვის ბედით საიდუმლო რუკის გარეშეც დაინტერესდებოდა, თუკი ასეთ ინფორმაციას შეიტყობდა და დასასჯელებსაც აუცილებლად დასჯიდა. საერთოდ, იოსებ ბესარიონოვიჩი ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო და ზერელედ არასდროს არაფერს აკეთებდა. კონტრდაზვერვაში ნაწამები პოლკოვნიკი მან პირადად მიიღო კუნცევოში. ოცდახუთი წუთი ესაუბრა და აიძულა, რომ სოჭში გამგზავრებულიყო. სწორედ ამ შემთხვევის მერე დაავალა სტალინმა თავის პირად მდივან პოსკრებიშევს, მსგავსი „ჩეპეების“ შემკრები ორგანო შეექმნა, სადაც ობიექტურად განიხილავდნენ ასეთ შემთხვევებს...“
სტალინის ამ ინოვაციამ ძალიან გაამართლა და სახელმწიფო ორგანოები და ჩინოვნიკები დასჯის შიშით, უფრო სწორად კი, იმის შიშით, რომ მათ უსამართლო საქციელს თავად ბელადი გაიგებდა, ბევრად უფრო სუფთად და ეფექტურად ამუშავდნენ. ზემოაღნიშნული შემთხვევების რიცხვიც მინიმუმამდე დავიდა... სტალინი მსგავსი ინიციატივით „გაეროშიც“ გამოვიდა და ბელადის ეს მოსაზრება სესიაზე საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა წარადგინა. შეიქმნა ჯერ უშიშროების საბჭო, შემდეგ ამ საბჭოსთან არსებული კონფლიქტების განხილვის კომისია, რომელიც სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიშალა.
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინი, ჯერ კიდევ 1940 წლის ივლისში, ახალარჩეულ ბრიტანელ პრემიერს, უინსტონ ჩერჩილს სთავაზობდა, რომ შეექმნათ ევროპის უსაფრთხოების კომიტეტი,  რომელშიც ყველა ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენელი შევიდოდა და კოორდინაციას გაუწევდა მშვიდობას. მაშინ, ჩერჩილმა კატეგორიულად უარყო საბჭოთა ბელადის ეს ინიციატივა და სარკასტულად თქვა: წითლებთან ერთად მშვიდობის დაცვა იგივეა, რომ ცხვრებმა და მგლებმა ერთად იძოვონო... სტალინმა ბრიტანელ პრემიერს საპასუხი ფრაზით უპასუხა და თქვა: ჩემთვის ნათელია, რომ თქვენ ცხვრის ტყავში გახვეული მგლები ხართ და მგლობას ჩვენ გვაბრალებთ, მაგრამ გარწმუნებთ, ამ შეცდომის აღიარება მალე მოგიწევთო... მართლაც, თეირანის კონფერენციის დროს, როცა სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი უკვე მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე მსჯელობდნენ, ჩერჩილმა ღიმილით აღნიშნა: სამწუხაროდ, პრემიერი სტალინი ჯერ კიდევ ორმოცი წლის მაისში მთავაზობდა ასეთი ევროპული სისტემის შექმნას და სწორად ვერ განვჭვრიტე მისი საჭიროებაო. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „როდესაც ჩერჩილმა სტალინის ინიციატივა გაიხსენა და ფაქტობრივად, მოინანია თავისი შეცდომა, სტალინმა მას ჰკითხა:
– ბატონო პრემიერო, გულახდილად მიპასუხეთ, ხომ არ გეხამუშებათ წითლებთან ერთად უკვე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაო?
ჩერჩილს უხერხულად გაეცინა და თქვა:
– არა. ნამდვილად არა. უთქვენოდ ფაშიზმს, ალბათ, ვერ გავუმკლავდებითო.
სტალინს კმაყოფილებით ჩაეცინა, ხოლო საბანკეტო სუფრაზე კი, მოულოდნელად, მგლებისა და ცხვრების სადღეგრძელო შესვა და სიტყვა ჩერჩილს გადაულოცა.
სხვათა შორის, თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურული გეგმა პირადად სტალინის გაწერილია 1943 წელს და ჯერ კიდევ მაშინ იმედოვნებდა დიდი საბჭოთა ბელადი, რომ კოლექტიური უსაფრთხოებით, დედამიწა მესამე მსოფლიო ომის კატასტროფას თავიდან აიცილებდა.“

скачать dle 11.3