კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ათეულ ათასი ლარი აქვთ მიღებული ირაკლი აბესაძესა და მის მეუღლეს ბიუჯეტიდან #13

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, ირაკლი აბესაძე, თუმცა აწ მშობელ პარტია-ფრაქციას გამიჯნული და ფრაქციის „ევროპული საქართველოსთვის“ წევრი, 1982 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2003 წელს დაწყებულა შპს „სამგორი ჯგუფში“, სადაც მან იურისტის თანაშემწედ 2004 წლამდე იმუშავა. 2004-ში თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის,  თბილისის კორპუსის საორგანიზაციო განყოფილების ჯერ უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსიც იყო (სულ რაღაც, 22 წლისა). 2005-2007 წლებში თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსად მუშაობდა; 2007-2008 წლებში – თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ. 2008 წელს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსიც გახდა. იმავე წელს  თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს, შეთავსებით კი, თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიულ სამსახურსაც უფროსობდა (2011 წლამდე). 2011-2013 წლებში თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს ედგა სათავეში. 2013-2014 წლებში თბილისის მერის მოადგილეც გახლდათ, 2014-ში თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს, ხოლო 2016 წლიდან კი უკვე ხალხის რჩეულიცაა.
ირაკლი აბესაძის მიერ პირველად შევსებული დელარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც თბილისის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე, 1986 წელს დაბადებული ქეთევან მანგოშვილი. წყვილს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნდა, თუმცა ქეთევან მანგოშვილი ბანკში, ანაბარზე, 42 555 ლარს ინახავდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ირაკლი აბესაძემ, როგორც თბილიის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა, 63 300 ლარი აიღო, როგორც თბილისის საკრებულოს მიწის ნაკვეთბზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, 18 000 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა, 38 680 ლარი. ქეთევან მანგოშვილმა 2012 წელს ამხანაგობა „ათიანთან“ ერთად მიწის ნაკვეთი შეიძინა ბინათმშენებლობისთვის, რისთვისაც იმავე წელს 20 900 ლარი გადაიხადა.
შემდეგი დეკლარაცია ირაკლი აბესაძემ 2014 წელს შეავსო, აწ უკვე, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. მის მეუღლეს მიწის ნაკვეთი შეუძენია 11 000 კვ. მ. ფართობის ამხანაგობა „ათიანთან“ ერთად სოფელ დიღომში და ანაბრიდანაც 22 000 ლარი დარჩენია.  თუმცა ნაღლ ფულად, დეკლარაციის შევსების მომენტში, ირაკლი აბესაძეს 3 000 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ირაკლი აბესაძემ, როგორც  თბილისის მერიის  იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა, 42 929 ლარი აიღო, როგორც მერის მოადგილემ, 47 656 ლარი; მისმა მეუღლემ კი, კვლავ, როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა,  44 248 ლარი. 2015 წელსაც ირაკლი აბესაძემ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის რანგში შეავსო დეკლარაცია. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა და ქონების ოდენობა. ქეთევან მანგოშვილს ანაბარზე მხოლოდ 5 000 ლარი ჰქონდა, ირაკლი აბესაძეს კი, ნაღდ ფულად, 4 000 ლარი. 2014 წლის განმალობაში ირაკლი აბესაძემ, როგორც თბილისის მერის მოადგილემ, 50 954 ლარი აიღო, როგორც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, 16 143 ლარი; მისმა მეუღლემ კი, კვლავ, როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა, 38 850 ლარი. იმავე წელს ქეთევან მანგოშვილმა ბინით სარგებლობის უფლების სანაცვლოდ, 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ირაკლი აბესაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან, ასევე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის რანგში შეავსო. ანაბრებზე ცოლ-ქმარი 6 000 ლარს ინახავდა, ნაღლი ფული კი ისევ ირაკლი აბესაძეს ჰქონდა: 5 000 ლარი და 1 500 ევრო. 2015 წელს დასაქმებული მხოლოდ ირაკლი აბესაძე ყოფილა და მან, როგორც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, 49 920 ლარი აიღო. მისმა მეუღლემ კი კვლავ 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა იპოთეკაში.

скачать dle 11.3