კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ფიქრობდა ჯასპერ ბლექი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხოლოდ ჭამაზე და აქვთ თუ არა მისი გულის მოგების შანსი ქართველ გოგონებს #12

„ეს არის ყველაზე საოცარი თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადამხდენია“ – ასე გამოეხმაურა მეექვსმილიონე  ტურისტი, ჯასპერ ბლექი ქართველების მიერ მისთვის მოწყობილ თავგადასავალს. ის მეგობართან ჩამოდიოდა სტუმრად, როდესაც მისი გეგმები მოულოდნელად შეიცვალა. მას ქართველები აეროპორტიდანვე სიურპრიზებითა და დიდი პატივით დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა და  მასთან ერთად ივახშმა. ვინ არის ჰოლანდიელი ჯასპერი ბლექი და რა თავგადასავლები გადახდენია, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ. ინტერვიუერები არიან ჯასპერი და მისი მასპინძელი და მეგობარი ნინუცა ნანიტაშვილი.
ჯასპერ ბლექი: წელიწად-ნახევარია, ვცხოვრობ ესპანეთში, ბარსელონაში. დავიბადე და გავიზარდე ჰოლანდიაში. ვარ ჟურნალისტი და ვმოგზაურობ, როგორც ჟურნალისტი. გადავწყვიტე, არ დავხარჯო ფული ბოლო თაობის ტელეფონში, ტექნიკაში და ნაცვლად ამისა, როცა ფული მაქვს, ვყიდულობ ბილეთებს და ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო.  რეალურად, ეს არის ჩემი ორი, ყველაზე დიდი ვნება – მოგზაურობა და ვიდეოების მომზადება. მსოფლიოს დიდი ნაწილი უკვე ნანახი მაქვს. გასული ექვსი თვის განმავლობაში მე ვნახე ოთხი კონტინენტი, ეს არის ის, რისთვისაც ვცხოვრობ. რადგან ამდენს ვმოგზაურობ, არ მინდოდა, ეს ისტორიები დაკარგულიყო. მინდოდა, მქონოდა ადგილი, სადაც ამ ყველაფერს შევაგროვებდი და შევინახავდი. ამიტომ, ორი თვის წინ გავაკეთე მოგზაურის ბლოგი, სადაც ვათავსებ ამ ისტორიებს ვიდეოების სახით. ასევე, ვწერ ყოველდღიურ ამბებს თუ რა ხდება ჩემს თავს.
– როგორ გაიგე საქართველოს შესახებ და რატომ გადაწყვიტე აქ ვიზიტი?
– დაახლოებით, სამი წლის წინ, როცა ჰოლანდიაში ვცხოვრობდი,  ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია ყველა ეროვნების სტუდენტებისთვის. მე მათ ვაჩვენებდი ყველაფერს საუკეთესოს, რესტორნებს, საპორტო ადგილებს. ამ სტუდენტთა ჯგუფში იყო ერთი ქართველი გოგონა – ნინუცა, რომელიც სასწავლებლად გახლდათ ჰოლანდიაში ექვსი თვით. ჩვენ დავმეგობრდით. მან  ორი წლის წინ დამპატიჟა თავის ქორწილში, მაგრამ ვერ ჩამოვედი. ახლა მოვდიოდი სტუმრად ნინუცასთან. ვაპირებდი, დავრჩენილიყავი მასთან და მის ქმართან. ისინი უნდა დამხვედროდნენ აეროპორტში და ნაცვლად ამისა, ყველაფერი სხვანაირად მოხდა – დავინახე ვიღაც კაცი ფურცლით ხელში, რომელზეც ჩემი ნამდვილი სახელი  ეწერა და არა ფეისბუქსახელი. კი ვიფიქრე, ნეტავ, ვინ იცის ჩემი ნამდვილი სახელი, ალბათ, ეს ნინუცას მოწყობილია-მეთქი. გავყევი ამ ბიჭს და ჩავჯექი მანქანაში.
– რას ფიქრობდი, როგორი იყო შენი ემოცია, როცა მეგობრის მაგივრად, უცხო ადამიანი დაგხვდა. მან კი მანქანაში ჩაგსვა და ესკორტი მიგაცილებდა?
– ცოტა არ იყოს გამიკვირდა. უცნაური იყო ეს ყველაფერი, რადგან ის კაცი, ვინც მე აეროპორტიდან წამომიყვანა, არაფერს ამბობდა. ჩავჯექი მანქანაში და ორ წუთში, მთელი პოლიციის ესკორტი გამოჩნდა. ჩემთვის ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. არანაირი იდეა არ მქონდა, არ ვიცოდი, რა მეფიქრა, რა შეიძლებოდა, რომ ხდებოდეს?! – რაც მე ვიცოდი, იყო ის, რომ ჩემი მეგობარი უნდა დამხვედროდა და წავეყვანე. ნაცვლად ამისა, მე ვიყავი მანქანაში პოლიციით გარშემორტყმული. დასაწყისში ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მძღოლმა მალევე გადმომცა წერილი მათგან და დავწყნარდი. თან, პოლიციის ესკორტი რომ დავინახე, მივხვდი, ცუდი არაფერი ხდებოდა. მაგრამ, ვფიქრობდი: ნეტავ, ვინ არის ნინუცა? ნუთუ ის ასეთი მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში? მისი ქმარი პოლიციელია თუ რა ხდება? სანამ პრემიერ-მინისტრი შემხვდებოდა, ხელს ჩამომართმევდა და მეტყოდა, რომ მე ვიყავი ბოლო იმ ექვსი მილიონი ტურისტიდან, ვფიქრობდი, რომ ეს მოაწყო ნინუცამ. თუმცა, ის არ მიფიქრია, რომ ვინმემ იხუმრა, რადგან ეს ხდებოდა მთელი ოფიციალური სცენარით. ეს არც ილუზია იყო და არც არავინ ხუმრობდა.
ნინუცა: ჯასპერს ვხვდებოდით, მაგრამ ვინ დაგვაცადა. ჩემი მეუღლე სამსახურში იყო იმ დროს და მხოლოდ მე წავედი. თვითმფრინავი რომ დაეშვა, ჯასპერი აღმოჩნდა იღბლიანი ტურისტი. სანამ ბარგს აიღებდა ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იკითხეს, ვინმე ხომ არ ელოდებოდა ჯასპერს. მითხრეს, რომ ჯასპერი გახდა მეექვსმილიონე ტურისტი და რაღაც განსაკუთრებულ სიურპრიზს უწყობდნენ. მთხოვეს, არ დავნახვებოდი. ჯასპერი გამოვიდა, დახვდა მძღოლი და ჩასვეს მანქანაში. მერე კი იცით, რაც მოხდა. მე მითხრეს, რომ ფუნიკულიორზე ავსულიყავი. ძალიან გაკვრივებული დავრჩი. იქ დამხვდა მზადება, ბევრი კამერა, სუხიშვილები, უამრავი ორგანიზატორი... მერე გავიგე, რომ პრემიერი მოდიოდა. ნამდვილად ვერ წარმომედგინა, ასეთი ამბავი თუ დაატყდებოდა თავს ჩემს მეგობარს. პრემიერი რომ მოვიდა, შორიდან ვუყურებდი. შემდეგ გვერდით ავიდნენ და პრემიერის წასვლის შემდეგ, როცა სიურპრიზი ასე თუ ისე დასრულდა, მეც გამოვედი – ბოლოს და ბოლოს, ვნახე ჩემი მეგობარი.
– როგორ გახსენდება შენი და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის სცენა და რაზე ისაუბრეთ?
ჯასპერი: მათ მომატარეს მთელი ქალაქი და  ამიყვანეს მთაწმინდაზე. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სენდვიჩი მქონდა  ნაჭამი. ძალიან მშიერი ვიყავი და ყველაზე სასიხარულო მომენტი იყო, როცა დავინახე ლამაზი სუფრა, ყველაფრით სავსე. არაფერს ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მეჭამა. მაგრამ, პრემიერ-მინისტრის წინ ვიდექი და ყურადღების ცენტრში ვიყავი – ყველა კამერა მომართული იყო ჩემკენ. ღვინო დავაგემოვნეთ. ვისაუბრეთ ჩვენს ოჯახებზე. პრემიერი თავის ოჯახის შესახებ მიამბობდა, მე – ჩემი ძმების შესახებ. მე და ჩემი ძმები ყოველ წელს სადმე ვხვდებით ერთმანეთს. შარშან ეს იყო ინგლისში, ამ წელს ბარსელონაში უნდა შევხვდეთ. როდესაც ერთად ვართ, მივირთმევთ სხვადასხვა საკვებს, ვსვამთ ლუდს, დავდივართ კინოში და ათასნაირ სიგიჟეს ჩავდივართ. ცოტა ბარსელონაზეც ვისაუბრეთ.
–  საქართველო მოიარე, გაგვიზიარე შთაბეჭდილებები. რა მოგეწონა ყველაზე ძალიან, რა არ მოგეწონა?
– საერთო ჯამში, მე დავყავი 6-7 დღე საქართველოში. თბილისში მხოლოდ ორი დღე ვიყავი. შემდეგ  ბათუმში წავედით ახალი მატარებლით – თბილისი-ბათუმი, რაც ძალიან მომეწონა. საერთოდ, მიყვარს მატარებლით მგზავრობა. ბათუმიდან – გოდერძის უღელტეხილზე მოვხვდი, ბოლოს კახეთში და იქიდან თბილისში დავბრუნდით. ულამაზესი ქვეყანაა, საოცარი ველური ბუნება. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ლანდშაფტითა და მთებით. მე ჰოლანდიიდან ვარ და ჩვენ არ გვაქვს მთიანი ბუნება. პატარა გორაკსაც რომ ვნახავ, ძალიან მიხარია. ძალიან ბევრ რესტორანში ვიყავით მთელი კვირის განმავლობაში და ყოველთვის, ყველა რესტორანში ნებისმიერ დროს სუფრა სავსე იყო საჭმელებით. როდესაც დანაყრებული ხარ, მერე ხედავ სხვა, სამ-ოთხნაირ კერძს, რომელიც მანამდე ვერ შეამჩნიე. ბევრი კერძი გავსინჯე და ყველაზე მეტად ნიგვზიანი ბადრიჯანი მომეწონა. წარმოუდგენლად ბევრს ვჭამდი ყოველდღე და საერთოდ არ მომბეზრდა. მე მგონი, საქართველოში ყოფნის პერიოდში წონაში მოვიმატე. მომეწონა ხინკალი, რომელიც სახიფათო საჭმელია, მაგრამ მაინც გავუმკლავდი.  ერთდროულად სიყვარული და სიძულვილი მაკავშირებს  ჭაჭასთან, რადგან რომ დავლევდი, მთვრალი ვიყავი  მეორე დღემდე. პროდიუსერი კი მეუბნებოდა, კიდევ დალიე და უკეთესად იქნებიო.
– საქართველოში უამრავი ფანი გაგიჩნდა. გოგონებს აინტერესებთ, გყავს თუ არა ცოლი, შეყვარებული, როგორი გოგონები მოგწონს და აქვთ თუ არა ქართველ გოგონებს შენი გულის მოგების შანსი?
– სერიოზულად ამბობ? არ მეგონა. ბედნიერი, გონებაგახსნილი, თავდაჯერებული, სოციალური, ტკბილი, ემოციურად სტაბილური გოგონები მომწონს. საქართველოში კი ძალიან ლამაზი, თბილი და გახსნილი გოგონები არიან და აქვთ თუ არა შანსი ჩემთან? ვინ იცის... რატომაც არა... ვაპირებ, ვესტუმრო საქართველოს ზაფხულში ან ცოტა მოგვიანებით. მე და ჩემი ძმები ვგეგმავთ, ერთი შეხვედრა საქართველოშიც მოვაწყოთ. იქნებ ჩამოვიდე საქართველოში ერთი ან ნახევარი წლით საცხოვრებლად, სანამ საინტერესო სამსახურს ვიშოვი. როგორც აღვნიშნე, ჟურნალისტი ვარ, მიყვარს ცვლილებები და  ღია ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის.

скачать dle 11.3