კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გაუსაჯაროვა შეყვარებულმა თათა ჯაშს და როდის მოეგნენ ისინი გონს #12

თათა ჯაშმა და გიორგი ბარნაბიშვილმა ერთმანეთი „იმედში,“ პროექტ – „შენ შეგიძლია ცეკვის“, დროს გაიცნეს. დღეს ისინი შეყვარებულები არიან და ერთად თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ.
თათა ჯაში: გიორგი ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი მხატვარია. უშულოდ, პროექტის დროს გავიცანით ერთმანეთი, პირველ ქასთინგზე.
გიორგი ბარნაბიშვილი: მანამდე თათა ერთხელ მყავდა ნანახი და მის მიმართ ინტერესი მქონდა.
თათა: მე სულ სხვანაირად მითხრა: 6 წლის წინ რომ დაგინახე პირველად, მაშინ გავგგიჟდიო.
გიორგი: გავგიჟდი და დღემდეც ვგიჟდები, მაგრამ აცდენაში ვიყავით. რომ დავემთხვიეთ ერთმანეთს, მერე ყველაფერი დალაგდა. სურვილი კი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ მაშინ თათას სხვა ინტერესები ჰქონდა და არც კი დამელაპარაკა.
თათა: ვიცეკვე „კარმენი“ და დავაფრქვიე მთელი ჩემი კარმენული ეშხი, მოვხიბლე. არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი სუსტი წერტილი. მოვიდა დიდი, ტკბილეულით სავსე პარკით და მივხვდი: რა მაგარი ბიჭი იყო. ვერ ვიტყვი, რომ რამე მოხდა, რამაც ერთმანეთს დაგვაკავშირა. უბრალოდ, მივხვდი, ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანია.
– როგორი იყო პირველი ემოცია, როცა თათა ცეკვის დროს ნახე?
გიორგი: რეპეტიციაზე ვნახე პირველად, თან იმ დროს, ჩვენც სამუშაო გვქონდა. აქეთ-იქით დავრბოდით. ამ დროს თათა გამოვიდა სცენაზე,. ვიღაც ტიპი მელაპარაკებოდა და ხელით გავწიე: მაცადე-მეთქი. ერთ-ერთი მოძრაობისას მივხვდი, რომ დამინახა და ისეთი გავხდი, ძალიან ბედნიერი რომ ხარ... ეს რომ დავინახე, სხვა ვეღარაფერს ვხედავდი, გამოვშტერდი.
– როგორ განვითარდა შემდეგ თქვენი ურთიერთობა?
თათა: მსგავს პროექტში პირველად მოვხვდი, შესაბამისად, ბევრი ახალი ემოცია მქონდა. თავიდანვე იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ უკვე ვიცოდი, ეს ადამიანი ვინ უნდა ყოფილიყო ჩემთვის. გოგონებმა რომ იციან, ისე არ მიწვალებია. თავი დავიფასე და ასე შემდეგ... არ ყოფილა.
გიორგი: ასეც ნუ იტყვი. ვისთვის – როგორ... არა, იჭერდა თავს. მაგრამ, მერე ერთ თვე თათა იყო „კასტილებით“. ძალიან სასაცილო ფენომენი იყო კასტილებიანი თათა ჩვენს ურთიერთობაში. დადიოდა ორი ჯოხით, თან მაკიაჟით, მე მეპრანჭებოდა – გაურკვეველი არსება მოდიოდა ხოლმე. მე ახლა კი მეცინება, მაგრამ თათა მთლად ბედნიერი ვერ იქნება ამ ყველაფრის გასაჯაროებით.
თათა: არც ვიცოდი, თუ დამცინოდა. ისე არ იშურებდა კომპლიმენტებს, რომ მეგონა, ძალიან მოვიხდინე.
– რამ განაპირობა ის, რომ დღეს ერთად ხართ?
– ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანია. ჩვენი გაცნობის პირველი დღიდან ცდილობს, გამახაროს. ერთმანეთს ვავსებთ და ვუგებთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი ხასიათი არ გვაქვს.
გიორგი: საერთო ის გვაქვს, რომ ორივე ჯიუტები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კრიტერიუმში შეიძლება, აცდენა გვქონდეს, მაინც კარგად ვეწყობით. საინტერესო კოლაბორაცია მოხდა. მე უფრო კონკრეტული ვარ, თათა ცოტა დაფრინავს.
თათა: მიჭირს, ცოტა რომ არ ავფრინდე.
გიორგი: მე ღუზა ვარ და თათას, ვეუბნები: მოიცა.
თათა: მიუხედავად იმისა, რომ მიზანდასახული ვარ, მიყვარს ვარდისფერი სათვალის მორგება და უფრო დადებითად ვხედავ ყველაფერს, ვიდრე უნდა აღვიქვამდე. გიორგი მერე რეალობაში მაბრუნებს: ასეც არ არისო.
გიორგი: ასე მწარედაც არა – არ ვარ ასეთი ტიპი. უბრალოდ, მის ოცნებას ჩარჩოში მოვაქცევ და განხორციელებაში ვუწყობ ხელს.
– რომელს გიწევთ დათმობაზე წასვლა?
– მორიგეობით, ხან მე, ხან – მას. ხანდახან ისეც ხდება, რომ არცერთი არ ვთმობთ. ბოლოს ერთ-ერთის გონება გამოანათებს და რადგან სხვა გზა არ არის, იმან უნდა დათმოს. გამოკვეთილად მკაფიო კონფლიქტი იმაზე გვაქვს, რომ არ მცალია და თათასაც  არ ეცალა ხოლმე. ჭამა თუ გადაგვიცდა, მერე იწყება საშინელება.
თათა: ჩაცმის სტილზე გვაქვს ცოტა პრობლემა. მე მიყვარს ყველაფერი ბრჭყვიალა, ბრდღვიალა და ამაზე სულ ვკამათობთ. არ მოსწონს და ცდილობს, სტილი შემიცვალოს – ფართხუნა მაისურები ჩავიცვა, მის სტილზე გადავიდე.
გიორგი: მაგრამ ისეთი უკმაყოფილი სახით ხარ ხოლმე, როდესაც ის გაცვია, რაც მე მომწონს, აზრი არ აქვს, რა გაცვია.
თათა: თავიდან უფრო ხშირად ვკამათობდით, რადგან ურთიერთობის საწყისი ეტაპი იყო. ერთმანეთს კარგად არც ვიცნობდით და არცერთს არ გვინდოდა დათმობა. მერე გონს მოვეგეთ და მივხვდით, რომ ურთიერთგაგება დათმობებზეა დამყარებული.
–  გიორგი, ოპერაში არ დადიხარ თათას სანახავად?
გიორგი: ვერა, რადგან დროში ისე ვარ, ჯერჯერობით ვერცერთ სპექტაკლს ვერ დავესწარი.
თათა: თავიდან, როცა პროექტში ვიყავი, არ მინდოდა, ჩემს ცეკვას დასწრებოდა, რადგან, გარკვეულწილად, ვიბოჭებოდი. მერე მივეჩვიე, რადგან სულ ამის გაკეთებულ სცენაზე ვცეკვავდი და მიყურებდა.
გიორგი: გასამართლებელი საბუთი მქონდა: ხომ უნდა მეყურებინა სცენისთვის, რამე რომ არ გაფუჭებულიყო?!
– ის რომ ასეთი დაკავებულია, თქვენი კონფლიქტის მიზეზი ხომ არ გამხდარა?
თათა: თავიდან ესეც იყო კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ეს პერიოდიც გადავლახეთ და ვეგუებით. იმ  დროით ვსარგებლობთ, რაც გვაქვს.
–  სიყვარული აგიხსნა?
–  იმდენად ორგანულად მიდიოდა ყველაფერი, რომ დამსვა, ხელი დამიჭირა და სიყვარული ამიხსნა... ასე არ ყოფილა. დიდი ხანი უნდოდა თქმა, წვალობდა, ვერ ამბობდა... ერთხელაც, ჩვეულებრივ სიტუაციაში მაჯახა და მეც დავხვდი.
–  სიურპრიზებს გიწყობს?
– კი, სჩვევია ჩემი გახარება. ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო, როცა ვალენტინობას ცოცხალი ორგანიზმი მაჩუქა – ლეკვი მომიყვანა. ძალიან გამიხარდა, ბედნიერი ვიყავი. ახლა ვზრდი, ჩვენი შვილია.
გიორგი: თათაც ძალიან ყურადღებიანი, „სწორი“ პიროვნებაა – ეს არის მარტივი შეფასება. სწორად აზროვნებს, სწორად ალაგებს აზრებს. არასწორ ნაბიჯებს არ დგამს. ფსიქოტიპიც დალაგებული აქვს და არც შინაგანი კონფლიქტები აქვს, რომ რაღაც ცუდი ძალით, გამიზნულად ჩაიდინოს.
– ოჯახები გაიცანით? ლიკას მოეწონა?
თათა: პირველი დეიდაჩემმა გაიცნო (ლიკა ყაზბეგი) და მოეწონა. გიორგის ოჯახშიც ვიყავი, დაბადების დღე ჰქონდა.
გიორგი: მარტივი გზა ვნახე, მეგობრებთან ერთად მოვიდა, რომ მარტო არ მჯდარიყო.
თათა: მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი. თან, სიცხე მქონდა. მისი და ორსულადაა და არ გადავდო-მეთქი. არ ვსუნთქავდი, გაჭიმული ვიჯექი. ყელი მტკიოდა ძალიან და ვთხოვე: იქნებ ჩაი მომიტანო-მეთქი. ამან კი ხმამაღლა გამოაცხადა: დედა, ჩაი მოუტანე თათასო. მეთქი-ვაიმე, რა ვქნა, მიშველეთ!.. ძალიან კარგი მშობლები ჰყავს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

скачать dle 11.3