კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ბოლივუდურ ფილმებში გიორგი დარჩიაშვილი და რატომ ანდეს მას სამი მილიარდი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა „ბევერლი ჰილზზე“ #12

ქართველი მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი უკვე თვრამეტი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. მისი ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ჰქონდა უამრავი როლი თეატრში, კინოში და რაჯ კაპურის ძმის მიწვევით, ბოლივუდშიც კი გადაიღეს. ის მსახიობობას „ეფბიაის“ ოფიცრობას უთავსებს, „ბევერლი ჰილზზე“ დაცვის უფროსია და სამი მილიარდი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი აბარია. ბატონ გიორგის ძალიან სჯერა სიზმრების, რადგან მისი ცხოვრების სცენარი ხშირად თავისივე სიზმრის მიხედვით წარმართულა. თუ როგორ, ამას თავად გვიამბობს.
გიორგი დარჩიაშვილი:  5 წლიდან სცენაზე ვიდექი. თეატრალური ინსტიტუტი 1982 წელს  დავამთავრე, სადაც ლეო ანთაძის ჯგუფში ვიყავი. ჩემი მეტყველებისა და მხატვრული კითხვის პედაგოგი გურამ საღარაძე იყო. სტუდენტობის დროს შექსპირის პიესაში, „მეთორმეტე ღამე”, მეზღვაურის როლი ვითამაშე. მერე „ახმეტელის თეატრში“ ორი წელი ვიმუშავე. 1996-1998 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის თეატრის სპექტაკლში „მედეა“ მეფე იაზონი ვიყავი. 1997 წელს სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლში „ოიდიპოს მეფე,“ ოიდიპოსის როლი ვითამაშე. რაც შეეხება კინოს, 12 ფილმში მივიღე მონაწილეობა. სხვადასხვა ფილმზე მუშაობა მომიწია ცნობილ რეჟისორებთან: გიორგი მეგრელიშვილთან, ნიკოლოზ სანიშვილთან, გიგა ლორთქიფანიძესთან, შაში კაპურთან, ისლამ კაზიევთან, გენადი ვასილევთან, მიხეილ  კალატოზიშვილთან, ალინა აბაშმაძესთან…
– რაჯ კაპურის ძმასთან, შაში კაპურთან, ბოლივუდში როგორ მოხვდით?
– მქონდა პერიოდი, როცა ორი წელი სამსახურის გარეშე დავრჩი.  სიზმრების მჯერა და როცა რაღაცას განვიცდი, გამოსავალს სიზმარში ვხედავ და პასუხსაც იქ ვპოულობ. ერთხელ სიზმარში ვნახე, რომ სხვადასხვა დროის გმირის ტანისამოსი მეცვა. რაღაც მენიშნა. ერთ დღესაც იური მეჩითოვთან მივედი და ვთხოვე, ჩემთვის კინოსტუდიაში ფოტოები სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილს გადაეღო. ძალიან მინდოდა, ფილმებში მონაწილეობა მიმეღო. მართლაც იურიმ ათი სხვადასხვა ფოტო გადამიღო. მონოლოგებს ვკითხულობდი განსხვავებულ ხასიათში, ის კი მიღებდა. ფოტოები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიაში გავგზავნე. 1990 წელს ინდოეთში, რაჯ კაპურის სტუდიაში, ფილმ „შავი უფლისწულის“ რეჟისორი გახლდათ შაში კაპური, რაჯის ძმა. იმ დროს რუსეთში ჩამოვიდა და ჩემი ფოტოები „გორკის“ კინოსტუდიის კატალოგში ნახა. დაინტერესდა და მიმიწვია. გავიარე სინჯები, სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, რომ როლზე დამამტკიცებდნენ, მაგრამ 1988 წელს, ინდოეთიდან მივიღე წერილი – გადაღებებზე მიწვევდნენ. რეჟისორი იყო კუნალ კაპური, რაჯ კაპურის ბიძაშვილი. ვითამაშე ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: ამიტაბჰ ბაჩანი, რიში კაპური (ჩვენთვის ნაცნობი ინდური ფილმიდან „ბობი“).  ფილმში პრინცის როლი ვითამაშე. ბოლივუდში ადრეც მიმიწვიეს, მაგრამ მაშინ „კაგებემ“ არ გამიშვა, თვითონვე შეუთვალეს უარი ჩემ გარეშე. შემდეგ რეჟისორმა გენადი ვასილევმა გადამიღო ბოლივუდის კინოსტუდიის ფილმში – „ბაღდადელი ქურდის დაბრუნება“. ჯერ ინდოეთის ფილმი არ მქონდა დამთავრებული, კიდევ წამოვიდა შემოთავაზებები და სხვა ფილმებშიც გადამიღეს. ისლამ კაზიევმა მიმიწვია „შამილის“ გადაღებაზე, ერთ-ერთ მთავარ როლში.
– ამერიკაში რატომ წახვედით?
–  ვლადიმირ მოტილმა გადამიღო ფილმში „დავრჩეთ, სანამ კარგები ვართ“, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სხვათა შორის, ეს ის რეჟისორია, რომელმაც თავის დროზე გადაიღო ცნობილი ფილმი „უდაბნოს თეთრი მზე“. თავის ახალ ფილმში, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდროინდელ პერიოდს ასახავს, ბაგრატ ტიაბშის როლი შემომთავაზა. ეს ისეთივე გმირია, როგორიც დათა თუთაშხია. რუსეთმა ტელევიზიით რამდენჯერმე უჩვენა და ამის მერე თაროზე შემოიდო.  ფილმი ფართო ეკრანებზეც კი არ გასულა, რადგან  გადაღება დასრულდა 1991 წელს და 1992 წელს ომი დაიწყო. 1999 წელს ამერიკაში წაიღეს ეს ფილმი, პრემიერა ვაშინგტონში შედგა. რეჟისორმა მითხრა, ჩვენებას უნდა დაესწროო. მეც წავედი, ვიფიქრე, ცოტა ხნით დავრჩები და ოჯახს დავეხმარები-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ 18 წელი გავიდა. მწვანე ბარათი მოვიგე და ვცხოვრობ აქ. ოჯახი საქართველოში მყავს. საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. ახლა მალე უნდა ჩამოვიდე, ფილმ „ექვთიმეში“ გადასაღებად. პრემიერაზე მაყურებელმა ფილმის დამატებით ჩვენება მოითხოვა. მახსოვს, ერთ-ერთმა მათგანმა, თაყვანისცემის ნიშნად, მაჩუქა ვარსკვლავი წარწერით – Georgia. 2010 წელს კი, შემთხვევით ვნახე ჟურნალი, სადაც ვლადიმირ მოტილი მისი ფილმების თაყვანისმცემლებს კითხვებზე პასუხს სცემდა. ისინი ბაგრატის როლის შემსრულებლის ბედით იყვნენ დაინტერესებული და მაშინ გამაოგნა მისმა პასუხმა კითხვაზე, თუ რატომ მივატოვე მე პროფესია და ემიგრაციაში წავედი. მან თქვა, რომ ამ როლის შემდეგ, მე თეატრსა და კინოში შემავიწროვეს და უმუშევრად დარჩენილი, იძულებული გავხდი, ოჯახი ემიგრაციაში ფიზიკური შრომით მერჩინა. სამწუხაროა, როცა საკუთარ თავზე ასეთ რამეს კითხულობ...
– ფილმის როლების გარდა, ცხოვრებაშიც მოირგეთ სხვა როლი. როგორ გახდით დაცვის უფროსი „ბევერლი ჰილზზე“?
– თავიდან, პირველი ორი წელი, ძალიან რთული იყო – ენა არ ვიცოდი და არც დარჩენას ვფიქრობდი. ვწერ სცენარებს, ლექსებს. ახლაც საინტერესო სცენარი მაქვს დაწერილი, რომელიც ყველას მოეწონა, ვინც წაიკითხა. ამერიკაში მალე გადაღებებიც მეწყება. პარალელურად კი, FBI-ს დაცვის საოფიცრო კურსები დავამთავრე და არ მეგონა, ამ ასაკში ამ პროფილით თუ შევძლებდი მუშაობას. სხვებს ორ თვეში თუ ასაქმებენ, მე ექვსი თვის შემდეგ დამაწყებინეს მუშაობა – სანამ ცნობები არ შეაგროვეს ჩემზე, საქართველოდანაც კი. ნოემბრის შემდეგ „ბევერლი ჰილზზე“ ვმუშაობ დაცვის უფროსად, ოთხი ბლოკი, ანუ ქუჩა, მაბარია. აქ საიუველირო მაღაზიას ვიცავთ, სადაც სამი მილიარდის ღირებულების ძვირფასეულობაა. ჩემი პროფესია ამაშიც დამეხმარა. მსახიობს იმდენი როლის მორგება უწევს, მაშინვე ვცნობ ადამიანს, როგორც კი დავინახავ. პირველ კვირაში ხუთი კაცი დავიჭირე. ერთი გამექცა, მანქანა ელოდებოდა, მაგრამ მაინც დაიჭირეს. ვისზეც ვიფიქრე, ჩანთები გავუსინჯე და ყველას რაღაც ჰქონდა მოპარული. მეუბნებიან, დიდი ხანია, აქ ვმუშაობთ და ამდენი ხალხი ჩვენ არ დაგვიჭერია, როგორ ცნობო.
– აღნიშნეთ, რომ სიზმრების გჯერათ. ალბათ, სხვა შემთხვევებიც გექნებათ, როცა სიზმარი აგიცხადდათ...
– კი ძალიან ხშირადაა ასე. სიზმრით ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ რა მოხდება. მამაჩემმა მოიტეხა ფეხი. ძალიან მოძრავი ადამიანი იყო, უცებ წამოდგა და მიხვდა, რომ ფეხს ვეღარ ადგამდა. ექიმმა უთხრა, რამდენიმე დღეში ოპერაციას გაგიკეთებთო. მე დამესიზმრა, რომ ოპერაცია არ დასჭირდებოდა – მამა თავისით ადგა და გაიარა. ვუთხარი კიდეც, არ დაგჭირდება ოპერაცია-მეთქი. რას ამბობ, პროფესორმა მითხრაო. მოხდა ისე, რომ ამ ექიმს რამდენიმე დღე დააგვიანდა მოსვლა. რომ მოვიდა, ნახეს, რომ შეხორცება კარგად წასულა და ოპერაცია აღარ დასჭირდა. ჩემს მეზობელს ძმა დაეღუპა სიმსივნით. ერთხელ ქუჩაში შემხვდა და ვხედავ, ტირის, ამბობს, ეს რა უბედურებაა ჩვენს ოჯახშიო. ვკითხე, რა ხდება-მეთქი და მითხრა, მეორე ძმასაც სიმსივნე აქვს, ორ დღეში უკეთებენ ოპერაციასო. ძალიან ჩამყვა გულში ეს ამბავი. მეორე დღეს სიზმარი ვნახე, სინათლე იყო და სასწაული ხმები მესმოდა. გავიღვიძე და ვფიქრობ: ნეტავ, რას ნიშნავს ეს სიზმარი-მეთქი და დავუკავშირე იმ მეზობელს. მივედი და ვუთხარი, შენს ძმას არაფერი დაემართება-მეთქი. მართლაც გაიკეთა ოპერაცია და მას მერე 35 წელი გავიდა, ის ჯანმრთელი და ცოცხალია. ნანგრევებში ვიპოვე მეცამეტე საუკუნის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ჩემი ხელით გავუკეთე რესტავრაცია. ვნახე სიზმარი – ნანგრევებიდან მესმოდა ადამიანის ხმა, რომელიც მეუბნებოდა, ეს ხატი ძირ-ძველ ეკლესიას უწყალობეო. მაშინ მეტეხში თეატრი ახალი დახურული იყო და წირვა-ლოცვაც ახალი დაწყებული. ვიფიქრე, მოდი, მეტეხის ეკლესიას შევწირავ-მეთქი და შევწირე ამ ეკლესიას. მას შემდეგ, თუ რამე მიჭირს, ეს ხატი გზას მინათებს სარკმელში. წუხელ მესიზმრა, ჩემი საძინებლის ყველა კედელი ღვთისმშობლის ერთნაირი ხატებით იყო სავსე. თან, იმ ხატით, მეტეხს რომ შევწირე. ჯერ არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ  ის კი ვიცი, რომ კარგის მომასწავებელი სიზმარია.

скачать dle 11.3