ბრძნული აზრები #12
კორნელი: არ არსებობს ურთიერთობა კამათისა და წყენის გარეშე. ადამიანები ჩხუბობენ. იბუტებიან, მაგრამ მხოლოდ ძლიერები ახერხებენ ერთად დარჩენას.
ჟერმენი. თუ ხელი ჰკარი და არ წავიდა, იცოდე, მას ყველაზე მეტად სჭირდები.
ჰაინე: ნურასდროს გადაუხდით სამაგიეროს სულმდაბალ ადამიანებს, უბრალოდ, გახდით ბედნიერი და ისინი ვერ გადაიტანენ ამას.
შაფი: მთელი არსებით ნდობას რომ გამოგიცხადებენ, არაადამიანი უნდა იყო, რომ უღალატო.
ტოლსტოი: ცხოვრება რომ აიტანო, ორ რამეს უნდა შეეგუო: ჭრილობებს, რომლებსაც დრო გვაყენებს და ტკივილებს, რომლებსაც ადამიანები გვაყენებენ.
უაილდი: ერთი ნაბიჯით ვითარდება ბევრი ცვლილება... ერთი შეცდომით იბადება გამოცდილება... ერთი ფუნჯისგან იხატება ბევრი ქმნილება... ერთი ტყუილით იკარგება შთაბეჭდილება.
ლაროშფუკო: გაითავისე, რომ გამბედაობა შიშის არარსებობა კი არა, მისი დამარცხებაა. მამაცია არა ის, ვისაც შიშის გრძნობა არ აქვს, არამედ ის, ვინც ამ გრძნობას დაამარცხებს.
ფრანსი: ბევრჯერ მინანია, რომ ვილაპარაკე, მაგრამ არასდროს მინანია, რომ ვდუმდი.
დიკენსი: პატიება მარტივია, მაგრამ ამის შემდეგ ნდობა შეუძლებელია.
საადი: დასაფასებელია ისეთი მეგობარი, რომელიც შენთანაც შენია და სხვასთანაც შენია.
ბალზაკი: ყოველდღე გააკეთეთ ერთი ისეთი რამ, რისი გაკეთებისაც გეშინიათ – ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ არასდროს სცადოთ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ჯობდა, დამარცხებულიყავით და მაინც გეცადათ.
განდი: რა წყნარი იქნებოდა ცხოვრება, ყველას საკუთარი ცხოვრებისთვის რომ მიეხედა.
კამიუ: მაგარი განცდაა, როდესაც ყველაფერი იცი და სხვებს ჰგონიათ, რომ არ იცი.
შილერი: ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებელი თვითონ ცხოვრებაა, რადგან მის გაკვეთილებს ვერასდროს გააცდენ.
ბიჩერი: შენი ვალია იცხოვრო ისე, როგორც შენთვის აქვს აზრი და არა სხვებისთვის.
კატონი: ჯობია, უაზროდ იცინო და ხალხს გიჟი ეგონო, ვიდრე ბევრს ტიროდე და ხალხს ებრალებოდე.
ფილდინგი: როდესაც ბედნიერი ხარ, გინდა, იყვირო მთელი ხმით და ეს ბედნიერება მთელ სამყაროს გაუზიარო. მაგრამ, დამიჯერეთ, იმდენად სასტიკი და უმოწყალოა სამყარო, ბედნიერება უნდა დამალო.
შნაიდერი: მხოლოდ ნამდვილ მამაკაცს შეუძლია, მიიღოს გოგონა ისეთი, როგორიც არის. დანარჩენი მოდის, სტერეოტიპებისა და სხვისი აზრის მსხვერპლია.
ბაირონი: ქალს შეუძლია, შეუყვარდე საკუთარ თავზე მეტად, გონების დაკარგვამდე. მაგრამ, საკმარისია, რაიმე ისეთი გააკეთო, რაც მის სულს არ მოეწონება, შეუძლია, გულგრილად უყუროს, როგორ იღუპები ან ვარდები უფსკრულში და ძარღვიც არ შეუტოკდეს.