კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 მამაჩემი ძმაკაცის შვილის სიყვარულს მიშლის

ანი, 21 წლის.

ინტიმური საუბრები 


ძალიან სტუმართმოყვარე და ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ბავშვობიდან მახსოვს, სულ სუფრა იშლებოდა და  იყო ქეიფი, დროსტარება. მამას ძალიან დიდი სამეგობრო და საახლობლო წრე ჰყავდა, დედა კი საკმაოდ კარგი კულინარი და დიასახლისი იყო, ამიტომ, ჩვენთან ისხდნენ და დროს ატარებდნენ მამას ძმაკაცები. მახსოვს, ასე 12-13 წლის ვიქნებოდი, მამას მეგობარმა თავისი შვილი მოიყვანა – ზურა. ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. რასაკვირველია, სუფრასთან ჩვენ არ დავჯექით, ჩემს ოთახში შევიყვანე და რაღაცეებს ვათვალიერებდით. მერე კომპიუტერთან გავერთეთ, მუსიკას მოვუსმინეთ და სულ ეს იყო. ამის მერე, მთელი რვა წელი გავიდა. მამას ის მეგობარი, ანუ ზურას მამა უცხოეთში წავიდა სამუშაოდ და ამიტომ, ჩვენთან აღარ მოსულან. სამწუხაროდ, დედა ორი წელია, რაც გარდამეცვალა და ამის გამო, ჩვენს ოჯახში სუფრების გაშლა და ცეკვა-სიმღერაც დასრულდა. ძმაკაცები კი მოდიან, მაგრამ, უბრალოდ, სხდებიან და საუბრობენ. ძველ დროს იხსენებენ და ცოტას თუ დალევენ, სულ ესაა. დაახლოებით, სამი თვის წინ, სოციალურ ქსელში, ზურამ მომძებნა და მომწერა. ძლივს ვიცანი. გამიხარდა და დავიწყეთ მიმოწერა. მამას ვუთხარი, შენი ძმაკაცის შვილი მეხმიანება-მეთქი. რომ მეგონა გაუხარდებოდა, სახე მოეღუშა. თურმე, ზურას მამას ხშირად ეკონტაქტება ტელეფონით და იგებს მისი ოჯახის ამბებს. ცოლს გაცილებულა და ზურაც გზას აცდენია. სწავლისთვის დაუნებებია თავი, ქუჩაში დაუწყია დგომა და ციხეშიც მჯდარა, ცოტა ხნით. მე ეს არ ვიცოდი. თუმცა, რომ გავიგე, უკვე გვიანი იყო.  არც ახლა ვაპირებ რაიმეს შეცვლას. მოკლედ, ზურას რამდენჯერმე შევხვდი. ვისეირნეთ, ყავაზე დამპატიჟა და მივხვდი ძალიან შემიყვარდა. მისი საძმაკაცო რომ გავიცანი, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. არც მოვრიდებივარ, ვუთხარი კიდეც. მითხრა, რა ვქნა, ბავშვობის მეგობრები ვართ, ამდენი წელი ერთად მოვდივართ და ცუდები არიან თუ კარგები, ჩემები არიან. ძალიან გთხოვ, ისეთები მიიღე, როგორებიც არიანო. მამას იმდენად არ სიამოვნებდა, რომ ვეუბნებოდი ზურას ვხვდები-მეთქი, ბოლოს ვუმალავდი და არც ის იცის, სიგიჟემდე რომ მიყვარს. მოკლედ, მოკლე პერიოდში, ისე დავახლოვდით, მომავალიც დავგეგმეთ და ბინაც ვიქირავეთ. თითქმის ყოველდღე ავდიოდით იქ, თუმცა ღამით ვერ ვრჩებოდი, მამაჩემის შიშით. ერთი თვის წინ გავიგე, რომ ორსულად ვარ. ზურას რომ ვუთხარი, გაუხარდა, მაგრამ ამას მამას როგორ გავუმხელ? ამას წინათ შევაპარე, მამა რომ გავთხოვდე, რას იზამ ჩემს გარეშე, მარტო-მეთქი და, გაეცინა: ოღონდ არ მომკლა, იმ არაკაცს შეეშვი, ის არ დამანახო, გათხოვდი და მე ჩემს თავს მივხედავო. რაღას ვეტყოდი? სულ მალე, რამდენიმე თვეში, მუცელი დამეტყობა, მერე ვეღარ დავმალავ და თან, ზურასაც ვერ გავყვები ცოლად, მამას გულს ვერ გავუხეთქავ. ორ წყალს შუა ვარ ჩავარდნილი. ვფიქრობ, გავაჩენ შვილს და მას რომ დაინახავს, გული მოულბება, მერე უფრო მიიღებს ზურას-მეთქი. ან, რომ გაიგებს ჩემს ორსულობას, იქნებ მომკლას კიდეც. მაგრამ, ისე ვუყვარვარ, მისი ერთადერთი, სანაქებო შვილი ვარ და არ გამიმეტებს.
ანი, 21 წლის.

скачать dle 11.3