ვეგეტარიანული დიეტა, წონაში მუდმივ კლებას უზრუნველყოფს #12
ბოლო წლებში ვეგეტარიანელობა, ბევრისთვის მისაღებ კვების რეჟიმად და ცხოვრების წესად იქცა. ვეგეტარიანული დიეტის მთავარი წესია, მოვერიდოთ ნებისმიერი სახის ხორცს. საკვები, რომელიც ცილების საჭირო რაოდენობით გვამარაგებს არის ყველი, კვერცხი, მარცვლეული, ფქვილი და პარკოსანი მცენარეები.
დიეტის ყოველი ცვლილება, წონის დაკლებას იწვევს, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე. თუმცა, ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა, წონაში მუდმივ კლებას უზრუნველყოფს, თან ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას აწვდის ორგანიზმს.
საუზმე
დაბალცხიმიანი იოგურტი, ერთი ჯამი ბურღულეული, ფორთოხლის წვენი, 2 ტოსტერი მწვანილით ან დაბალკალორიული ჯემით, ერთი ჭიქა სტაფილოს, ვაშლის ან ფორთოხლის წვენი.
სადილი
სპაგეტი ისპანახით და ჭიქა ფორთოხლის წვენით. სალათის ფოთოლი ვინეგრეტის სოუსით.
ვახშამი
გახუხული ხორბლის პური, ავოკადო, დაჭრილი ხახვი, პომიდორი, ლიმონის წვენი, სიმინდის ან ბარდის სალათი, ბალახეული ჩაი.