კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძახველის სამკურნალო თვისებები #12


ძახველი დატოტვილი ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა, ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში. ძახველის ქერქს ნედლეულად გაზაფხულზე, აპრილ-მაისში ამზადებენ. ამ პერიოდში ქერქი ადვილად სცილდება ხეს. ტოტებს მიწიდან 10 სანტიმეტრის სიმაღლეზე ირიბად ჭრიან. მოჭრილ ტოტებზე აკეთებენ წრიულ ნაჭდევებს, ერთმანეთისგან 10-15 სანტიმეტრით დაშორებით. შემდეგ, გრძივ ნაჭდევებს უკეთებენ და აცლიან ქერქს ღარებად ან მილისებურად. უმჯობესია, ბუჩქნარს გვერდითი ტოტები მოაჭრათ, რათა ძირითადი ტანი არ დაზიანდეს და ახალი ყლორტები ამოიყაროს.
ნაყოფს კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, სრული სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში. კრეფის დროს სასურველია, ნაყოფი არ დაიჭყლიტოს.
ქერქს აშრობენ სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში. მშრალი ქერქი მოღუნვისას ტყდება. მისი შენახვა შეიძლება 4 წლამდე. ძახველის ნაყოფს ჯერ ჰაერზე აშრობენ, შემდეგ ღუმელებში, 60-80 გრადუს ტემპერატურაზე. გამშრალ მარცვლებს აცლიან და ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში, მშრალ ადგილას.
ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისთვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.
ძახველის ქერქი შეიცავს: ალკალოიდებს, ესკულინს (კუმარინი), კაროტინს, კატექინებს,  ვალერიანის მჟავას, ნახშირწყლებს, ოლეინის მჟავას,  ვიბურნინს (გლიკოზიდი),  C ვიტამინს,  K1 ვიტამინს, ინვერტულ შაქარს, ეთერზეთებს, ესკულეტინს (კუმარინი), ირიდოიდებს (ოპულუსირიდოიდები), კაპრილის მჟავას, კაპრონის მჟავას, კაროტინოიდებს, ლეიკოანტოციანებს, ლინოლის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, საპონინებს, სკოპოლეტინს (კუმარინი), ტანინებს, ტრიტერპენოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ფენოლკარბონის მჟავის ნაწარმებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ძმრის მჟავას, ჭიანჭველჟავას.
ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების,  ჩირქოვანი  და კანის წყლულოვანი დაავადების დროს. ძახველის ნაყოფს, აგრეთვე, იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს.
 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავი და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში საწყის მოცულობამდე (200 მილილიტრი) ანადუღარი წყლით შეავსეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში ან 1-2 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაციების დროს. გამოიყენება, როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე გინეკოლოგიური დაავადებისას, სისხლისდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს. არის ოფლმდენი საშუალება.
იყენებენ, როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს. ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს. ძახველი კარგ შედეგს იძლევა ხმის ჩახლეჩისა და გაციებით გამოწვეული ძლიერი ხველისას. ამ შემთხვევაში ეფექტურია ძახველის ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად, რომელსაც თბილი სახით იღებენ.
ნაყენის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ მესამედი ჭიქის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში.
ძახველის ქერქს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება. ხშირად იყენებენ გინეკოლოგიური სისხლდენის შესაჩერებლად.

წითელი სამყურა უამრავ დაავადებას კურნავს
წითელი სამყურა იზრდება ბევრგან – ტყის ნაპირებში, მდელოებზე,  აქვს კარგი სურნელი, მუქი ვარდისფერი ან წითელი ფერის ყვავილებით და მოყვითალო თესლით.
წითელი სამყურა კარგი სამკურნალო საშუალებაა. სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც მისი ყვავილები, ისე ფესვები. ასევე, იყენებენ ფოთლებსაც, მაგრამ ფესვები და ფოთლები ჩრდილში უნდა იყოს გამხმარი. ყვავილები კი უმჯობესია, ნედლი სახით გამოიყენოთ. ზოგადად, მას აქვს დადებითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ფოთლები შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, კაროტინს, სალიცილის მჟავას, ფლავონოიდებს, ტანინებს, ცხიმოვან ზეთებს, ცილებს, ცხიმებს, ბოჭკოვან და მრავალ სხვა საკვებ ნივთიერებას.
მისგან ამზადებენ ინფუზიებს, წვენებს, ნაყენს, ლოსიონებს, საშუალებას სამკურნალო აბაზანებისთვის, ფხვნილებს, შამპუნებს და ასე შემდეგ.
წითელ სამყურას აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი, შემკვრელი მოქმედება და ეფექტურია მრავალი დაავადების მკურნალობისას. განსაკუთრებით, ღვიძლის, ნაღველის, თირკმელების დაავადებებისას.
მისი ყვავილები ასუფთავებს სისხლს, ეფექტურად მოქმედებს შეშუპებისა და ანთებითი პროცესების დროსაც. დადებითი შედეგი აქვს ვარიკოზული ვენების მკურნალობისთვის. მისი ფოთლების ინფუზიას ხშირად და ეფექტურად გამოიყენებენ დაღლილობის დროს.  კარგი საშუალებაა ანემიის მკურნალობის პროცესში, ისევე, როგორც თავის ტკივილის, თავბრუხვევის, რაქიტის, ტუბერკულოზის, სისხლდენებისა თუ მოწამვლის დროს.
წითელს სამყურას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ამოსახველებელი თვისებები და უკვე წარმატებით გამოიყენება მწვავე გაციების, ბრონქიტისა და ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიისა და ხველის, ასევე კანის დაავადებების მკურნალობისას. კარგი საშუალებაა დამწვრობის მოსაშუშებლად და რევმატიზმის მკურნალობისთვის.
ხელს უწყობს ორგანიზმს ამოხველებაში, არის ოფლმდენი საშუალება, ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს, აქტიურად გამოიყენებენ სტომატიტის, ყელის ტკივილის დროს, ისევე, როგორც ჭრილობების მალე შეხორცებისთვის.
ეფექტურია ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის პროცესში, გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას. აძლიერებს გულ-სისხლძრღვთა კედლებს, ამცირებს ქოლესტერინს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ხსნის თავის ტკივილს. ზრდის ჰემოგლობინს, აუმჯობესებს ვენების მდგომარეობას, ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას, ძალიან ეფექტურია მენსტრუალური ტკივილების წინააღმდეგ, ასევე, ბუასილის მკურნალობის პროცესში.
ქალები ხშირად იყენებენ მენოპაუზის დროს, რადგან ეხმარება საერთო მდგომარეობის განმუხტვაში. ასევე, ამცირებს, ამ დროს არსებულ სხვადასხვა რისკს.
წითელი სამყურა აჯერებს ქსოვილებს ჟანგბადით, ეხმარება ორგანიზმს სოკოვანი დაავადებებისა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მიჩნეულია კიბოს ერთგვარ პრევენციის საშუალებად. შესანიშნავია მეძუძური დედებისთვის, რადგან ხელს უწყობს რძის მატებას.
წითელი სამყურა ასევე, ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. განსაკუთრებით კარგი შედეგი აქვს დაზიანებული თმის მკურნალობისთვის. ეფექტურია თმის ცვენისა და ქერტლის სამკურნალოდ. მისი ფესვები კი ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას.
თუმცა, როგორც ყველაფერს, ბუნებრივია, წითელ სამყურასაც გააჩნია უკუჩვენებები. არ შეიძლება, მისი გამოყენება ორსულებისთვის, მათთვის, ვისაც აწუხებს დიარეა ან გამოირჩევა ჰიპერმგრძნობიარობით, ალერგიულობით; ვარიკოზული ვენებისა და თრომბოფლებიტის დროს; კიბოს შორსწასულ სტადიაზე და პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი. მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, შეაფერხოს მენსტრუალური ციკლი ქალებში და დააქვეითოს პოტენცია მამაკაცებში. ამიტომ, არ შეიძლება, მისი ხანგძლივი გამოყენება.
ტრადიციულ მედიცინაში წითელ სამყურას სამკურნალოდ ძალიან დიდი ხანია, გამოიყენებენ. შეგიძლიათ, ის თავად მოიპოვოთ ან აფთიაქში შეიძინოთ.
ყვავილების ინფუზიის მოსამზადებლად, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი ერთ ჩაის კოვზ ყვავილებს და დატოვეთ ნახევარი საათით. შემდეგ გაფილტრეთ და სითხე მიიღეთ 70-70 მილილიტრი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს განსაკუთრებით კარგია თირკმელების დაავადებებისა და მენსტრუალური ტკივილისას.
მენოპაუზის დროს შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი: სამყურას სამ დაქუცმაცებულ ყვავილს, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში. გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე.
20 გამხმარ ყვავილს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დატოვეთ 15 წუთით. დალიეთ დღეში ორი-სამი ჭიქა ერთი თვის განმავლობაში. ის ასუფთავებს სისხლძარღვებს, აძლიერებს გულს, არეგულირებს  ქოლესტერინს.
დიაბეტის დროს: 5 გრამ გამხმარ ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. გაფილტრეთ და დალიეთ დღეში სამჯერ ერთი სადილის კოვზი. სამი კვირის შემდეგ თქვენ უნდა გააკეთოთ ათდღიანი შესვენება და შემდეგ ისევ ჩაიტარეთ ერთი სამკვირიანი კურსი.
კანის დაავადებების მკურნალობისთვის: 400 გრამ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით ორი ლიტრი მდუღარე წყალი, დატოვეთ 4 საათის განმავლობაში. გაფილტრეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ 36-38 გრადუს ტემპერატურის პირობებში. შემდეგ გააზავეთ წყალში და მიიღეთ 8-10 აბაზანა.
კუჭის წყლულისთვის: ოც გრამ გამხმარ ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ ნახევარი საათი. გაანელეთ და ისევ  ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი დაასხით. მიიღეთ ერთი კოვზი 4-5-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

ხალხური რეცეპტები გლაუკომისთვის
კარგი შედეგი მოაქვს შემდეგ ინფუზიას: აურიეთ ერთი ჩაის კოვზი მოცვის, არყის, მრავალძარღვას, ჭინჭრის ფოთლები; ორი სადილის კოვზი კრაზანის ფოთლები, სამი ჩაის კოვზი ასკილი და დაქუცმაცებული უნაბი. დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვეთ ღამით. დალიეთ მეორე დღის განმავლობაში სრულად.
გარდა ამისა, შეგიძლიათ, გამოიყენოთ კამის თესლი. ერთი ჩაის კოვზ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე რამდენიმე წუთით. გაფილტრეთ და დალიეთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით დღეში 4-ჯერ.

скачать dle 11.3