კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცოდვაში ვარდება ყველაზე ხშირად ადამიანი დიდმარხვის დროს და როდის არ უნდა მოუსმინოს მრევლმა სასულიერო პირს #12

დღეს ადამიანებს, ეკლესიის მრევლს საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში უწევთ ყოფნა. ეს აღდგომის მარხვის სწორად დაცვაზეც, გარკვეულწილად, ცუდად მოქმედებს, რადგან მუდმივად დაძაბულები ვართ, განვიკითხავთ, ვჩხუბობთ. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – დღეს, ვისაც ენა ექავება, ყველა მსჯელობს, კითხვებს სვამს, ზოგი ნიშნისგებით, ზოგი გულისწუხილით. არც ადრე და არც ახლა, ყველაფერი არ არის კარგად და არც იქნება. მაგრამ, ჩვენს ეკლესიას საკუთარი სალბუნი, წამალი აქვს თავის პრობლემებზე. ჩვენი ეკლესია გამოცდილია, მას ჰქვია სამოციქული ეკლესია და როგორც მოციქულები, წმიდა მამები აგვარებდნენ პრობლემებს, ასე უნდა მოვაგვაროთ დღესაც. თუ ხედავთ, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი არ არის მოწოდების სიმაღლეზე, არ იქცევა, როგორც წმიდა გარდამოცემა, სჯულის კანონი, სახარება გვასწავლის, თქვენ არ მოუსმინოთ და არ გაეხვიოთ შფოთში. ის სასულიერო პირი, ვინც არ ითვალისწინებს ამ ყველაფერს და არღვევს, თვითონ ხდება არა წესრიგის დამამყარებელი, პრობლემების აღმომფხვრელი, არამედ ამ ყველაფრის შემომტანი.
– უფლება აქვს ეპისკოპოსს, მოიმოქმედოს რაღაც პატრიარქის გარეშე?
– დიდი სჯულის კანონი არის დიდი ავტორიტეტი წმიდა წერილის შემდეგ და ყველა ვალდებულია, მას უსმინოს. დიდი სჯულის კანონი მოციქულთა კანონებიდან იწყება. მოციქულთა 34-ე კანონი მინდა, ამოგიკითხოთ: „ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის (პატრიარქიც ეპისკოპოსია, მაგრამ ის ეპისკოპოსებს შორის პირველია), აღიარებდნენ მას, როგორც თავს  და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებს და მათთან მიმდებარე ეპარქიებს ეხება...“ ანუ, ეპისკოპოსებმა არაფერი უპირატესი არ უნდა მოიმოქმედონ პატრიარქის ნებართვის გარეშე და ის საქმეები, პრობლემები უნდა მოაგვარონ, რაც მათ ეპარქიებს, ჩაბარებულ ტერიტორიებს ეხება. „ვინაიდან ასე აღესრულება ერთაზროვნება, განდიდდება ღმერთი სულიწმიდის მადლითა“. ეს არის მოციქულთა კანონი და მათი დარღვევით, უფრო მეტი შფოთი შემოვიდა ეკლესიაში. როგორც ყველა, მეც ვხედავ, რომ ეკლესიაში დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს ეკლესიის შიგნით. ეკლესია არ არის მხოლოდ პატრიარქი, მღვდელმთავარი, მღვდელი. ეკლესია ჩვენ ვართ ყველანი. თუ ეკლესიის ისტორიას გადავავლებთ თვალს, ძალიან ხშირად, როცა პატრიარქები, მღვდელმთავრები არ იქცეოდნენ კარგად, მაშინ მრევლი იღებდა ხმას და ის იდგა ჭეშმარიტების სადარაჯოზე. მინდა, ერთ საკითხს შევეხო. მეშვიდე მსოფლიო კრებაზე დადგინდა ხატთაყვანისცემა, რადგან გარკვეული პიროვნებები, მათ შორის იმპერატორები, კრძალავდნენ ხატების თაყვანისცემას. პირველი ხატი განკაცებული იესო ქრისტეა და ადამიანი შეიქმნა ხატებად და მსგავსებად ღვთისა. ანუ, ადამიანი ხატის ხატია – რამხელა ღირსება აქვს მას. ხატი არის ადამიანი და ის ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს საკუთარ თავში ხატებას ღვთისას, რაც თავისუფალი ნება, აზროვნება და გონებაა, არ უფრთხილდება მისთვის ნაჩუქარ მარადიულ სულს, ის არის უგუნური, უმსგავსო. ადამიანმა თავის თავში არსებული ხატება ღვთის მსგავსებით უნდა განახორციელოს. ხატი კი ეს არის სარკმელი ზეცაში. ერთ წმიდა მამასთან მივიდნენ, ეკამათებოდნენ: კერპთაყვანისმცემელი ხარ, რატომ ეამბორები ხატსო. მან გამოართვა მონეტა, რომელზეც კეისარი იყო გამოსახული, დააგდო ძირს, დაანერწყვა და ფეხით შედგა. მაშინვე დაიჭირეს. მან კი იკითხა: რატომ გაბრაზდით, მე ხომ გამოსახულებას შევდექი ფეხით და არა იმპერატორს. კი, მაგრამ აქ ხომ იმპერატორია გამოსახულიო. ჩვენც ხატებზე გამოვსახავთ განკაცებულ ღმერთს, რომელიც იხილეს მოციქულებმა და მას ხელით შეეხნენ. ჩვენ ღმერთი გამოგვეცხადა და რადგანაც ვიხილეთ იესო ქრისტეს დიდება, მის გამოსახულებას ვეამბორებით ჩვენ. ვინ არის ხატზე გამოსახული? – ღმერთ-კაცი, იესო ქრისტე, აქ გადმოცემულია ქრისტეს ორი ბუნება. მოგვიანებით კი, შემოვიდა სხვა წმიდანების, მოციქულების ხატები. თუმცა, ხატების არც ზედმეტი გაღმერთება და თაყვანისცემაა კარგი. ეს ბევრ თანამედროვე ადამიანს ახასიათებს. ეს იმით გამოიხატება, რომ სახლში ბევრი ხატი აქვს და ამით კმაყოფილდება – არ აქცევს მათ ყურადღებას, არ ეამბორება, არ ლოცულობს, დამტვერილია და ვერ ხვდება. ასეთი ქცევით ხატებისა და ღვთის გმობაში ვარდება. ძალიან კარგია, სახლში ხატები რომ გაქვთ, მაგრამ მათ შესაბამისი პატივიც უნდა მაიგოთ. ნუ ჩხუბობთ, ნუ განიკითხავთ და უამრავი რამ.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს, რომ ჩვენი მარხვა უფრო ნაყოფიერი გამოვიდეს?
– რამდენიმე რჩევა მინდა, გითხრათ, რომელიც დიდმარხვაში უნდა გაითვალისწინოთ. 1. გიხაროდეთ: ბევრი ადამიანი რომ მარხულობს, ისეთი სახით დადის, შეგეშინდებათ; რომ ეკითხები: რატომ? – ვმარხულობო. ქრისტე გვეუბნება: როცა მარხულობთ, ნუ იქნებით, ვითარცა ორგულნი. დაიბანე პირი, დაივარცხნე, გულში იმარხულე და არ ეჩვენო ადამიანებს მარხულად. მიდიხარ დაბადების დღეზე, წინ წამოჯდები და ამბობ: მარხვაზე ვარ. თუ მარხვაზე ხარ, მწუხარე მდგომარეობაში, მაშინ რაღას მიდიხარ? დაურეკე და ისე მიულოცე, ან მიდი და მალე წამოდი. მარხვა სიხარულით უნდა აღვასრულოთ. 2. ლოცვა ტაძარში. დღეს ბევრი მარხულობს და არ მოდის ეკლესიაში. სატაძრო ღვთისმსახურების გარეშე, მარხვას ვერ გავიგებთ კარგად. 3. სინანული და მონანიება. როცა შენ მარხულობ, უნდა თქვა აღასარება და მიიღო წმიდა ზიარება. შეიძლება, ერთხელ თქვა გულიანი აღსარება და ეზიარო. ოღონდ, იმიტომ კი არ უნდა თქვა აღსარება, რომ ზიარება გინდა, არამედ უნდა გაწუხებდეს შენი ცოდვები. სინანული ის არის, შენს ცოდვებს რომ ხედავ, იმედი გაქვს, ღმერთი გაპატიებს. ზოგი ამბობს: რა ვიცი, ღმერთი მაპატიებს? ეს საშინელი ცოდვაა. ღმერთი გეუბნება: მოინანიე და მე გაპატიებო.  4. ჯანმრთელობის გაფრთხილება. ხიბლში მყოფი ადამიანები მთელი წელი არ მარხულობენ, მარხვაში კი უნდათ, მკაცრად იმარხულონ. ეკლესია ამას არ მოითხოვს თქვენგან. ზოგი იმდენად  ამპარტავანია, ცუდადაა  და არ უნდა, რომ მითხრას, კურთხევა აიღოს. მორწმუნე ექიმებთან კონსულტაციით იმარხულეთ. ვინც ცუდადაა, სულიერად გააძლიეროს შრომა. 5. უყურეთ საკუთარ თეფშს. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს: ხორცის მჭამელი ნუ განიკითხავს იმას, ვინც არ ჭამს ხორცს და ვინც არ ჭამს ხორცს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. ღმერთი ორივეს მოსთხოვს. შენ კი, თუ შენი სული გაწუხებს, არ უნდა გაინტერესებდეს, ვინ რას ჭამს. ქალებო, თუ თქვენი მეუღლე არ მარხულობს, გაუკეთეთ მას ის კერძი, რაც უყვარს, ოღონდ წყევლა-კრულვით და ჯოჯოხეთში გაშვებით არა. შენ უფრო მოხვდები ჯოჯოხეთში. მარხვაში უფრო მეტად კარგი ადამიანები უნდა ვიყოთ და მორიელს არ უნდა დავემსგავსოთ. მარხვაში ცოტა უნდა ვჭამოთ, რომ ხორცი ზომიერად დაუძლურდეს და სული გაძლიერდეს. 6. იჩქარეთ, აკეთოთ სიკეთე. სიკეთის ქმნის გარეშე, მარხვა არ არსებობს. მარხვაში მაინც ვიყოთ მოსიყვარულეები. 7. იარე ქრისტესთან ერთად. ვინ არის ჩვენთვის იესო ქრისტე? ჩვენთვის იესო ქრისტე შესამოსელია. შენ თუ ქრისტიანი ხარ, ქრისტე შეიმოსე და შენში უნდა განცხადდეს ქრისტე. ქრისტე არის საკვები ჩვენი – ზიარება. ამიტომაც, მარხვაში ეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით ერთმანეთსაც ეზიარებით. ქრისტე არის გზა, სახლი და კარი ჩვენი. ქრისტე არის შობა და გარდაცვალება. ქრისტე არის ანი და ჰოე: დასაწყისი და დასასრული. ეკლესია საიდუმლო სხეულია ქრისტესი, მაგრამ რყევები და ქარიშხალი იქნება. როცა ვიღუპებით, ვამბობთ: ვაიმე, რა გვეშველებაო. ასეა ბევრი მღვდელმთავარი: ვაიმე, პრობლემებია და ტელევიზიები და პოლიტიკოსები მოგიგვარებენ პრობლემებს? არავინ ფიქრობს იმაზე, 84 წლის პატრიარქი როგორ იტანჯება ამ დროს. მთელი თავისი მონაგარი, ნაშრომი როგორ უპარტახდება და მიაქვს ნიავს.

скачать dle 11.3