კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არგუმენტებით ამყარებს აზერბაიჯანი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აზერბაიჯანისადმი კუთვნილებას და რატომ არ არიან თანახმანი ისტორიული ძეგლის გაყოფაზე #12

დავით გარეჯის კუთვნილების თემა კვლავაც დავის საგანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა მხოლოდ პერიოდულად მწვავდება და ისიც ზომიერების ფარგლებში. სულ ახლახან აზერაბიჯანულმა ინტერნეტგამოცემამ („ეხო.აზ-მა“) ვრცელი სტატია მიუძღვნა საკითხს, იმ იმედით, რომ 2017 წელს მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი უზეირ ჯაფაროვი დარწმუნებულია, „საქართველოს ესმის, რომ აზერბაიჯანისთვის ამ ზონას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, იმას გარდა, რომ აზერბაიჯანს მორალურად და იურიდიულად უფრო მეტი უფლება აქვს სამონასტრო კომპლექსზე, ვიდრე საქართველოს.“ მაგრამ იქვე დასძენს, რომ ამ პრობლემას ორი ქვეყნის მტრები აბუქებენ. ამიტომაც აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არ იქცევა ორ ქვეყანას შორის განხეთქილების ვაშლად.  მიუხედავად ამისა, შეგვახსენებს შემდეგს: „ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას საქართველოს მიწაზე, მაგრამ საკუთარსაც არავის დავუთმობთ.“ პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი მუბარიზ ახმედოღლუ კი შენიშნავს, რომ „რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ძალიან რბილად მიდის, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე.“ მეტიც, თურმე, საქართველომ, როგორც ქრისტიანულმა ქვეყანამ, საერთოდაც არ უნდა დასვას სამონასტრო კომპლექსის გაყოფის საკითხი, რადგან ქრისტიანულ ძეგლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიისთვის. ამდენად, ახმედოღლუ ასკვნის: „მართებული იქნება, თუკი საქართველო უარს იტყვის თავის პრეტენზიაზე და ამით ყველას დაანახვებს, რომ პატივს სცემს აზერბაიჯანში ქრისტიანობის ჩასახვას.“
ცნობილია, რომ აზერბაიჯანი არ თანხმდებოდა და არც თანხმდება საქართველოს ხელისუფლებების შეთავაზებას: დავით გარეჯის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ტერიტორიის სანაცვლოდ, გაცილებით მოზრდილი ტერიტორიის გადაცემაზე. მეორე მხრივ, მოტივიც ცნობილია: აზერბაიჯანს ალბანეთის სამათრლებრივ მემკვიდრედ თავის წარმოჩენა ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლადაც სჭირდება, რომ ახსნას იქ არსებული ქრისტიანული ძეგლების წარმომავლობა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველო ვერ იტყვის უარს თავისი კულტურის ისეთ განუყოფელსა და ორგანულ ნაწილზე, როგორიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია.
მეორე მხრივ, აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და აზერბაიჯანული ინვესტიციების წილიც საკმაოდ მაღალია საქართველოს საკრედიტო პორტფელში. იმას გარდა, რომ გაზის ძირითადი მომწოდებელიც ბაქოა. იყენებს თუ არა სათავისოდ (არ ვიტყვი –  ბოროტად-მეთქი) ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი თავის ეკონომიკურ უპირატესობებს პოლიტიკურ-კულტურული პრობლემების მოსაგვარებლად, ამ არც თუ სასიამოვნო თემაზე პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– პირადად მე ორი მთავარი გზავნილი ამოვიკითხე: ერთი, რომ აზერბაიჯანს მეტი მორალური და იურიდიული უფლება ჰქონია დავით გარეჯზე და მეორე, რომ საქართველომ, როგორც ქრისტიანულმა ქვეყანამ, უარი უნდა თქვას ძეგლის გაყოფაზე, რითაც პატივისცემას გამოხატავს აზერბაიჯანში ქრისტიანობის ჩასახვის ფაქტისადმი. არის ეს არგუმენტები?
– ძალიან სპეციფიკური საკითხია. მას აქვს აშკარად გამოხატული ორი ასპექტი: საერთაშორისო სამართლებრივი და ისტორიული. ამგვარი პრობლემების, თუ ვისია ესა თუ ის კულტურის ძეგლი თუ ტერიტორია, ისტორიული ასპექტი იმდენად რთულია, რომ სადაც კი ასე დასმულა საკითხი, საერთაშორისო მასშტაბის კონფლიქტის გარეშე ვერ გადაწყვეტილა. დიდი სისხლი მოაქვს ამგვარ მიდგომას და თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმებულია, რომ ამგვარი სადავო საკითხების მოგვარებისას ისტორიული ასპექტი მხედველობაში ან არ იქნას მიღებული, ან ნაკლებად. თუმცა ეს ასპექტი მაინც აქტუალური და მწვავეა და უსასრულოდ იწვევს კონფლიქტების გაწელვას. ამის მაგალითია ყარაბაღის კონფლიქტიც. ამიტომ ყველა ამგვარ პრობლემას დროულად უნდა მიექცეს ყურადღება და დიპლომატიური არხებით მოგვარდეს. გარეჯის კომპლექსის თემა არახალია და მოიცავს ძალიან დიდ პერიოდს, თუმცა საქართველოსთვის არაფერია სადავო: ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული, ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა აქ ლავრა დააფუძნა და მას შემდეგ ჩქეფდა სამონასტრო ცხოვრება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დღევანდელ ტერიტორიაზე არსებულ არც ერთ პოლიტიკურ ერთეულს გარეჯის კუთვნილება არ გაუხდია სადავოდ. ასეთი დაპირისპირებები დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ხალხებმა დაიწყეს თავიანთ სახელმწიფოებრიობაზე ფიქრი. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ეს, ძირითადად, ხდება საბჭოთა პერიოდში, როდესაც ბოლშევიკებმა საკუთარი შეხედულებისამებრ დაჭრეს, დაჩეხეს და შეკერეს საზღვრები, რამაც საქართველო მნიშვნელოვნად დააზარალა.
– მეტ მორალურ უფლებაში ისტორიულ ასპექტს გულისხმობენ?
–   თავი  დავანებოთ საბჭოთა პერიოდს, და ჩვენ ვიცით, როგორ აღმოჩნდა ისტორიული ჯიქეთი და სოჭი რუსეთის, საინგილო –  აზერბაიჯანის და ლორე-ტაშირის მონაკვეთი სომხეთის შემადგენლობაში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ თურქეთში ჩარჩენილ ისტორიულ მიწებზე, მაგრამ მაინც გონიერი და ცივილიზებული ერივით ვიქცევით და არ ვამწვავებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მეზობლებთან.
– აზერბაიჯანი როგორ იქცევა? იურიდიულ უფლებაში ვითომ იმას გულისხმობს, რომ გაერომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები საბჭოთა დროს არსებულ საზღვრებში აღიარა? მორალური უფლება კი ცოტა სასაცილოა.
– აქ  ტერმინ მორალურის ქვეშ იგულისხმება პრობლემის ისტორიული ასპექტი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ორ მოძმე მეზობელს, სომეხთსა და აზერბაიჯანს, შორის ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაა. ამდენად, სიმშვიდის პერიოდებში, ბუნებრივია, ორივე მხარე აწარმოებს საინფორმაციო ომს ერთმანეთის წინააღმდეგ. ამდენად, ზოგიერთი გამოცემა თუ მოღვაწე ვერ უძლებს ცდუნებას: ამიტომ სომხური მედიასაშუალებები ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტებს უფრო ხალისით აშუქებენ, აზერბაიჯანის მედიასაშუალებები კი ჩვენსა და სომხეთს შორის კონფლიქტებზე არიან ორიენტირებულები, რათა აჩვენონ, რომ მათ მოწინააღმდეგეს არა მხოლოდ მათთან, სხვა მეზობელთანაც აქვს პრობლემა. თუმცა ჩვენი  მეცნიერები, საზოგადო მოღვაწენი და პოლიტიკოსები ძალიან დინჯად ერიდებიან ასეთ თემებზე საუბარს და ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც სომხებსაც გააღიზიანებს და აზერბაიჯანელებსაც.
– თუმცა, როგორც ვაკვირდები, ისინი, მაინცდამაინც, არ გვერიდებიან.
– ისინი, როგორც აღვნიშნე, ხალისით ახმოვანებენ ამა თუ იმ პრობლემას, რა თქმა უნდა, მათი ზრახვები გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის არსებითია, რომ იმ ვერსიებს, რომლებსაც მათი გამოცემები გვთავაზობენ, არ აქვს რეალური საფუძვლები. დავით გარეჯის კომპლექსი, ცხადია, ქართული კულტურის ნაწილია და უამრავი ისტორიული დოკუმენტი ღაღადებს ამას. თუმცა 3 000, 2 000 თუ 1 500 წლის წინათ, ეთნიკურ ჯგუფებსა და მათ სახელმწიფო წარმონაქმნებს შორის, საზღვარი არ იყო დელიმიტებული, არც ბოძები იდგა. შესაბამისად, ეს ხალხები ითვისებდნენ ამ საარსებო სივრცეს და დღეს ძალიან ძნელია 2 000, 1 500 წლის წინანდელი რეალობის აღდგენა.
– 200 წლის წინათ როგორ იყო, არ არის საკმარისი?
– ვერ ვისაუბრებთ 200 წლის წინანდელ მოცემულობაზე, რადგან მაშინ აქ რუსეთი ადგენდა საზღვრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებსაც ის ქმნიდა.
– ალბათ, თბილისის გუბერნიაში შემოდიოდა დავით გარეჯის კომპლექსი.
– ალბათ, მაგრამ არ მგონია, რომ მაშინაც ზუსტად ყოფილიყო დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები. მოგეხსენებათ, იქ, სადაც დღეს კომპლექსია, არსებობდა ქართული სახელმწიფო, რომელსაც მეზობლობდა ალბანეთი. ალბანელებმა, თუ არ ვცდები, 314 წელს გამოაცხადეს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა და კავკასიაში ერთ-ერთ ძლიერ ქრისტიანულ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ. მერვე საუკუნეში შეწყვიტა ალბანეთმა არსებობა; ალბანელები შეერწყნენ თურქმანული ტომის ხალხებს და ჩამოყალიბდა აზერბაიჯანელი ერი, რომელიც ალბანური კულტურის მემკვიდრეა. ისინი ამით ხსნიან ახლა დავით გარეჯის კუთვნილებას. იმის თქმა, იყო თუ არა ალბანური კულტურის ნაწილი, რთულია, მაგრამ ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის, რადგან მთელი სამონასტრო კომპლექსი, აქ წარმოებული სასულიერო ცხოვრება, მეფე დემეტრეს მიერ ტაძრის აგება და იქ „შენ ხარ ვენახის“ შექმნა, ცხადყოფს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქ ქართული სასულიერო ცხოვრება ჩქეფდა. თუ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, საზოგადოებას აქვთ შეკითხვები, მათი მეცნიერები უნდა დასხდნენ ჩვენს მეცნიერებთან ერთად და განიხილონ ეს საკითხები. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენს თანამემამულე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, აზერბაიჯანელებმა კი –  ქართულ ისტორიულ ძეგლებს თავიანთ ტერიტორიაზე.
– თუმცა აზერბაიჯანში, საინგილოში, ეკლესიები არ არის მოქმედი და ქართული სახელების დარქმევის უფლებას არ აძლევენ, არათუ ქართული გვარების აღდგენას.
– ეს არის ჩვენი მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების ცუდი მუშაობის გამოხატულება და არა იმისა, რომ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. მე ვერ ვხედავ ისეთ განწყობას აზერბაიჯანის სამთავრობო წრეების, რომ ასეთი კონკრეტული საკითხები ვერ გადაწყდეს თანხმობით.
– იქნებ თავის დროზე რომ მოეგვარებინა ჩვენს ხელისუფლებას ეს პრობლემა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებაც არ გამხდარიყო სადავო?
– აქვს მნიშვნელობა, ვის ეკუთვნის კონკრეტულად ესა თუ ის კულტურის ძეგლი, მაგრამ დღეს მსოფლიო იმდენად ერთიანია და იმდენად ინტენსიურია კულტურული ურთიერთობები, მოდი, მოვუწოდოთ მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს, დასხდნენ ერთად, იმსჯელონ კვალიფიციურად, კომპეტენტურად და საზოგადოებას შედეგი გააცნონ აჟიოტაჟისა და დაძაბულობის გარშე. მანამდე იმედია, არავინ შეცვლის რეალობას, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასულიერო პირების მოღვაწეობა და დროთა განმავლობაში მაქსიმალურად სწრაფად გადაწყდეს კუთვნილების საკითხი. იქნებ გაიყოს ან ერთიანი იყოს, ტურისტები მოიყვანოს ორივე მხარემ და თავიანთი ვერსიები მოუთხრონ ამ კომპლექსის შესახებ.
– აზერბაიჯანისთვის კომპლექსს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვსო და გაყოფას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. სულ ჩვენიაო.
– შეიძლება. ვიღაცას ბათუმი და ტრაპზონი ეთავისება, ვიღაცას –  ბიჭვინთა, ვიღაცას –  ფოთი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია, გარკვეული განწყობის შექმნა და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლებები და მეცნიერები, დასხდნენ და მოილაპარაკონ. თუ, მაინცდამაინც, შუაში უნდა გავიდეს ეს საზღვარი, ავტონომიურ ტერიტორიად გამოვაცხადოთ და გონიერ ხალხს ეცოდინება, რომ ეს საქართველოა და ქართული კულტურის ძეგლია, სხვა კი იტყვის, რომ ეს აზერბაიჯანული კულტურის ნაწილია.
– საინტერესოა, მთლიანად რომ ითხოვენ, ღვთისმსახურება უნდა შეწყდეს? ჰყავთ სასულიერო პირები, რომლებიც ღვთისმსახურებას აღავლენენ?
– არ მგონია, ჯერჯერობით, საქმე აქამდე არ მისულა, ღვთისმსახურებას ქართველები ატარებენ. მე გადაუწყვეტელ პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის კარგი ურთიერთობაა. ჩვენ გვყავს რამდენიმე ასეულ ათასი აზერბაიჯანელი თანამოქალაქე, რომლებიც არანაირ შევიწროებას არ განიცდიან.
– აზერბაიჯანის ასეთი ხისტი მოთხოვნა, ხომ არ არის გამაგრებული სხვადასხვა ფაქტორით: რომ აზერბაიჯანული ფული მრავლადაა ქართულ ეკონომიკაში, ის გვამარაგებს გაზით, ჩვენზე გადის საერთაშორისო მილსადენები. ცოტა არამეგობრულად ხომ არ იყენებს ამ უპირატესობებს?
– ჩემი აზრით, არ იყენებს. რაც თქვენ თქვით, რეალობაა და უნდა განაპირობებდეს უფრო ლოიალურ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი აზერბაიჯანის მხრიდან, რადგან აქ ფულის დაბანდება ნიშნავს, რომ მოგებას ელიან და, ბუნებრივია, ისინი უფრო გაგებით უნდა ეკიდებოდნენ საქართველოს პრობლემებს. ამდენად, უფრო მგონია, რომ ჩვენი წინა ხელისუფლებისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარეობს. ამასთან შედარებით ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ურთიერთობა ცოტა შესუსტებულია, რაც ბუნებრივია, რადგან წინა ურთიერთობები ავტომატურად ვერ გაგრძელდებოდა. მეტი აქტივობაა საჭირო და არ უნდა ელოდო, ვინ რას გიკარნახებს ოკეანის გაღმიდან. აქ შენ უნდა გაანძრიო ხელი და ფეხი, იმიტომ რომ, შენს მეზობელთან ყოველდღიურ ურთიერთობას რომელიღაც ძია ვერ დაგილაგებს. ეს პოლიტიკა არ ჩანს. თუმცა ხანდახან პოლიტიკის არქონაც პოლიტიკაა.
– არ გააფუჭებ მაინც არაფერს?
– დიახ, მაგრამ ასეთი არქონაც და კონტაქტების ასეთი სისუსტეც ბევრ გაუგებრობას წარმოშობს, რამაც შესაძლოა, არასასურველი მიმართულებით განავითაროს მოვლენები.

скачать dle 11.3