გაძარცვულები #12
ანუ შავი პიარიც პიარია?
მაშინ, როდესაც გულისფანცქალით ველით 28 მარტს (ან კი როგორ არ დაველოდებით, როდესაც ევროკაშირი მის კართან უვიზოდ მისულებს კარს ფართოდ გაგვიღებს?!), მადრიდის პოლიციის სამმართველოში ჩვენი თანამემამულეების მიერ ნაქურდალი საიუველირო ნივთები გამოიფინა.
როგორც შევიტყვეთ, 600-მდე საიუველირო ნივთი მთელი მარტის განმავლობაში იქნება გამოფენილი (ვითომ უვიზო მიმოსვლის პატივსაცემად?!).
თუმცა მთლად იმიტომაც არ გამოუფენიათ, რომ დამთვალიერებლების თვალებისთვის წყალი დაელევინებინათ: ესპანელი სამართალდამრღვევები დაზარალებულთათვის (ანუ 2016-2017 წლებში გაძარცვული თავიანთი თანამემამულეებისთვის) გაისარჯნენ; იქნებ თავიანთი ნივთები ამოიცნონ და დაიბრუნონო.
ამ ნივთების ქურდობისთვის 48 პირი დააკავეს (ღვთის მადლით, ყველანი ჩვენი თანამემამულეები არ არიან!), რომლებსაც, არც მეტი, არც ნაკლები, 40-მდე ძარცვა ჩაუდენიათ.
თუ გავიხსენებთ, რომ ეს ძარცვა-ქურდობისთვის ქართველების დაკავების პირველი ფაქტი არ არის, ცხადია, არც თუ სასიამოვნოა, მაგრამ, რაკი საიუველირო ნაწარმის ქურდობაც არაა იოლი საქმე, იმას გარდა, რომ შავი პიარიც პიარია, 28 მარტიდან შანსი მოგვეცემა, თეთრადაც გავიპიაროთ თავი. –