კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაკეტებით გაფაციცებულები #12

ანუ რიკოშეტით?!

სანამ ჩვენ კინაღამ მტრები გავახარეთ, ბათუმს რომ თითქმის ყიზილბაშებივით შევესიეთ პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმის სიდიდის გასაპროტესტებლად, ამ ჩვენმა ოკუპანტმა „იუჟნაია ოსეტიას“ შეიარაღებული ძალები დაიქვემდებარა.
ოღონდ რაღა დაიქვემდებარა, შეირწყა. და თუმცა ეს ჩვენი „იუჟნაია ოსეტია“ უკვე შესანსლულია, ამ ფაქტმა მაინც გაგვაფაციცა, იმის გათვალისწინებითაც, რომ   ჩრდილოელმა აფხაზეთშიც შეიტანა საზენიტო-სარაკეტო სისტემები („C-300-ები“).
მეორე მხრივ, ამ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები ცხინვალთან მოწყობილ თავის სამხედრო ბაზაზეც აქვს.
უდიდესი ალბათობით, ასეთ ხარჯს რფ მხოლოდ ჩვენ დასაშინებლად არ გაწევდა (ჯერ ერთი, ცხინვალში თავმოყრილი სამხედრო ტექნიკაც საკმარისია ჩვენს დასანაყად და მეორეც, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რაკეტებს ამ ჩვენი ოკუპირებული აფხაზეთიდან დაგვიშენს, თუ, პირობითად, თავისი კრასნოდარიდან).
აქედან გამომდინარე, გუდაუთაში რაკეტების განთავსების მოტივი სულ სხვაა: ან თურქეთი გააფრთხილა, ან კი დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინ (ანუ დიდ გადანაწილებამდე) საკუთარი გავლენის არეალი მონიშნა (მათ შორის, რაკეტების მოქმედების რადიუსით).
ასეა თუ ისე, მოვლენები მეტად დინამიკურად ვითარდება და იმის წინასწარმეტყველებაც კი შეუძლებელია, ჩვენკენ გამოსროლილი რაკეტა მოგვხვდება თუ სხვისკენ გასროლილი – რიკოშეტით; ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, აქტუალურია ფორმულა: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“. –

скачать dle 11.3