კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერფლიდან აღმდგრები #12

ანუ „ფუი, ეშმაკს“

 მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ბათუმი ბეწვის ხიდზე გაატარეს, მეორე დღეს აჭარის ავტონომიის დედაქალაქს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალ ილდირიმი ეწვია (თავის ქართველ კოლეგასთან მეგობრულად სავახშმოდ).
ცხადია, ჩვენ არ ვიცით (ან ვინ გვეტყვის?!), რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ მოულოდნელი ვიზიტის მიზანი (თუმცა დღესავით ნათელია, რომ მხოლოდ ვახშამი არა), მაგრამ ვიცით, რომ 16 აპრილს ჩვენს მეზობლად რეფერენდუმია დანიშნული, რომლის მიზანიც ის საკონსტიტუციო ცვლილებებია, რის მიხედვითაც, შეიცვლება თურქეთის პარლამენტის უფლებები, ოღონდ მეტად გაფართოვდება პრეზიდენტისანი.
ერთი სიტყვით, თუკი თურქეთის მოსახლეობა ამ ამბავს მხარს დაუჭერს, ბ-ნ ერდოღანს თითქმის  ოსმალეთის სულთნის ტოლი და სწორი ძალაუფლება ექნება.
მართალია, ეს მხოლოდ ვარაუდია (საბედნიეროდ, ჯერჯერობით თურქეთის რესპუბლიკაში მსგავსი საკითხები რეფერენდუმით წყდება), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩრდილოეთში პრ. პუტინი სტალინ-ეკატერინე მეორის როლშია (ანუ მიწების შემგროვებლისა), სამხრეთიდან სულთნობას ველით, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენაც რომ შაჰ-აბასმა გაიღვიძოს (პირი ქვისკენ საფუძვლიანად მიქნია!), დეჟავუს ვინ ჩივის: ნეტავ, ცოცხლად გავასწრებდეთ… –

скачать dle 11.3