კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიულოცა ნუცა კუხიანიძემ ლელა კილაძეს შვილის შეძენა და ვინ ხვდებოდა ციხეში მისულ ფეხმძიმე ლელას ლანძღვითა და წყევლით #11

სკანდალურ წყვილს – პატიმრობაში მყოფ გუკა რჩეულიშვილსა და ლელა კილაძეს, 3 მარტს გოგონა – თრინითი შეეძინათ. „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფი გუკა რჩეულიშვილისთვის ეს მეორე შვილია. მას მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან გოგონა – კატო ჰყავს, რომელიც ამჟამად ამერიკაში, ნუცას დედასთან ცხოვრობს. ლელასთვის კი ეს მეოთხე შვილია... ვულოცავთ წყვილს შვილის შეძენას და გთავაზობთ ინტერვიუს ვახტანგ რჩეულიშვილთან, რომელიც ბავშვის დაბადების, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობისა და გუკასა და ნუცას დაშორების დეტალებზე, გულახდილად გვესაუბრა.
ვახტანგ რჩეულიშვილი: გუკას და ლელას გოგონა 3 მარტს, დედის დღეს დაიბადა.  ჩვენს ოჯახში საერთოდ, ასეა: ბებია ახალ წელს არის დაბადებული, მეც – ახალ წელს. ჩემი დაც, მამაჩემიც, ყველანი დღესასწაულებზე დავიბადეთ.  მთელი ოჯახი შევიკრიბეთ საავადმყოფოში. ძალიან პატარა დაიბადა, ორი მტკაველი არაა – მე მტკაველს ვადარებ. გადავწყვიტეთ, რომ ფოტოები არ გაგვესაჯაროებინა იმიტომ, რომ ძალიან გაბოროტებულია ხალხი.  ასეთი ადამიანების შიშით, რომ იციან დაწყევლა და ასე შემდეგ, ვერიდებით ფოტოების გასაჯაროებას.
– გოგონას უცნაური სახელი – თრინითი დაარქვით. ვისი შერჩეულია?
– მართლაც გოგონას უცნაური სახელი დაარქვეს – თრინითი. გუკასგან არ არის უცნაური, იმიტომ რომ პროდიუსერია, ათეულობით ფილმი აქვს გადაღებული, კინოხელოვნების მოყვარულია და ეტყობა, თრინითი შეარჩია ფილმიდან „მატრიცა“, მაგრამ ამ სიტყვის მნიშვნელობა ინგლისურად არის „წმიდა სამება“, ამასთანავე, ქართული სახელიც დაარქვეს – მართა, მარტში დაიბადა, თან წმიდანის სახელია. გუკას შერჩეულია თრინითი და ეტყობა,  მართა – ლელასი. თუმცა, მე პატარას სახელად მაია რჩეულიშვილს ველოდი.
– უფროსი შვილიშვილის, კატოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. როგორი შეგრძნება გქონდათ, როცა მეორე შვილიშვილი ნახეთ?
– კატო დაიბადა ამერიკაში. პირველი შვილიშვილია, რაც ძალიან ძლიერი გრძნობაა. ზოგჯერ მგონია, რომ გუკაზე და მაიაზე მეტად მიყვარს. ეს პატარა რომ დავინახე, კატოს მივამსგავსე.  ახლა ამერიკაში რომ არის, მგონია, გულის ნაწილი მაკლია. კატო არაჩვეულებრივად სწავლობს. დიდია უკვე, ყველაფერზე ჩვეულებრივად ველაპარაკები. ამას წინათ კატომ მკითხა, რატომ არის მაია დაჭერილიო. მე ვუთხარი, რომ სახელმწიფომ მიითვისა ჩვენი მილიონები და შესაბამისად, ჩვენ ხალხს ვერ გადავუხადეთ-მეთქი. ბავშვი გაოცდა – ჩვენ მილიონერები ვართო? მაია მილიონერიაო? კატოს არასდროს უნახავს დიდი ფული ჩვენთან.
– კატომ როგორ მიიღო ლელა და როგორ შეხვდა დის შეძენას?
– თავიდან კატომ დიდი ტრავმა მიიღო გუკასა და ნუცას დაშორებით. კატომ კი არა, მეც და მთელმა ოჯახმა, მაგრამ კატომ – განსაკუთრებით. კატომ შექმნა მტრის ხატი ლელასგან – ჩვენს ოჯახში რა უნდა, ბოროტია, დედა ნერვიულობს და ასე შემდეგ. ბავშვია და გასაკვირი არაა. მაგრამ, ნუცამაც ძალიან შეუწყო ხელი, რომ ეს ყველაფერი დალაგებულიყო. უკვე, რაღაც პერიოდის შემდეგ, კატომ თქვა, რომ ჩემი და იბადებაო და აქტიურად შემოტრიალდა. ბავშვის დაბადებამდე ამერიკიდან მომწერა, სახელი მე დამარქმევინეთ ჩემი დისთვის – ლოლა მინდა, დავარქვაო. მე ვუთხარი: არც შენთვის, არც ჩემთვის და არც მაიასთვის არ უკითხავთ, ბავშვს რა დაარქვან. გუკამ გადაწყვიტა და თვითონ არქმევს-მეთქი. ჯერ არ იცნობს ლელას, მაგრამ აუცილებლად შევა კონტაქტში. თავისი და ხომ უნდა გაიცნოს და შესაბამისად, დის დედასთანაც ექნება ურთიერთობა. ნუცამაც დაურეკა ლელას და მიულოცა. კატომ კი სახელი შესთავაზა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ, პრაქტიკულად, დალაგებულია ურთიერთობა. მშობლებისგან განაწყენებული ბავშვი სულ ბებია-ბაბუასთან გარბის. თვითგადარჩენის ინსტინქტია ეს და კონკურენციაც. უფროსი შვილები ცოტა ბრაზდებიან, როცა ახალი ჩნდება, ყურადღება პატარაზე გადადის და იწყება ეს კონკურენციის ეტაპი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
– გუკასთვის მკაცრი მამა იყავით?
– გუკა ძალიან წყნარი ბავშვი იყო. არასდროს არ მიმიცია შენიშვნა, გარდა იმ პერიოდისა, ქუჩაში რომ გავიდა.  განსაკუთრებით კარგი ბავშვი იყო. მე და გუკა სულ ერთად ვიწექით, ვკითხულობდით. 5-6 წლის ასაკში, თელავში მარტო დადიოდა ბაზარში. ძალიან დამოუკიდებელი, ძალიან მოსიყვარულე იყო მაიას მიმართ. მაიაც ასეთი იყო გუკასადმი. მახსოვს, მე რომ ავედი პირველად აუზზე ათმეტრიან ტრამპლინზე, გადახტომა შემეშინდა. ადვილი სანახავია, მაგრამ გადასახტოად ძალიან ძნელია. მაია არასდროს გადამხტარა, არც ცურვის მოყვარულია. გუკამ უთხრა: დედა, გადახტიო და გუკას გამო ავიდა და გადმოხტა. გუკამ უნდა იგრძნოს, რომ დედა სულ მის გვერდითაა. ამიტომაც ვამბობ, არაჩვეულებრივი დედაშვილობა აქვთ და ახლაც ყველაზე მეტად ერთმანეთის ამბავს განიცდიან. ცამეტი წლის იყო,  მაიამ რომ გააგდო – გადი ქუჩაში, ნუ ხარ სულ სახლშიო და მის მერე არც შემოსულა. სულ ერთხელ მახსოვს გუკას მიმართ სერიოზული, გაცხარებული კონფლიქტი – მაშინ, როცა „კაიფი“ დაიწყო. ტელევიზორიც კი გადავაგდე ფანჯრიდან. დავლეწე ყველაფერი.
– ამხელა სიხარული, ალბათ, საკმაოდ რთული ასატანია პატიმრობაში მყოფი გუკასა და მაიასთვის, როცა ვერ დაესწრნენ ბავშვის დაბადებას და ვერ ნახულობენ. თუ გინახავთ ბავშვის გაჩენის შემდეგ გუკა და მაია?
– ტელეფონით ვესაუბრე გუკას. მაიას კვირაში ერთხელ ვხვდები. ვაჩვენე თრინითის ფოტოები, ძალიან გაუხარდა. რასაკვრიველია, კარგ ხასიათზე მოიყვანა ამ ამბავმა. მაიას ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს,  მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუტად, ამას ოპერაციის შემდეგ დავადგენთ. ბიოფსია არ უკეთდება. მე, მაგალითად, ბიოფსია გავიკეთე, მაგრამ ოპერაცია რომ გაიკეთოს, ფილტვის ნაწილი უნდა მოაჭრან. ფილტვის ნაწილი რომ მოაჭრან, ციხეში დაბრუნდეს, იქ ამას ვერ გადაიტანს. ამიტომაც ვერ ვუკეთებთ ოპერაციას. ხან უკეთესად არის, ხან – უარესად, მაგრამ ავადმყოფობა ხომ არსად მიდის. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაია იქ ნორმალურადაა. უბრალოდ, შეურაცხმყოფელი ის სავალდებულო პროცედურაა – რომ მივალ, გამოიყვანენ პაემანზე, გაჩხრეკენ, შეიყვანენ, გაჩხრეკენ.
– როგორი მამამთილი ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლანდელ და ყოფილ რძლებთან?
– საოცარი გოგოა ლელა, ძალიან თბილი. გუკას და მის ურთიერთობას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ახალგაზრდული შეყვარებულობა აქვთ. მათ სიყვარულსა და რომანტიკას ისიც ამძაფრებს, რომ გუკა შორსაა. თუმცა, ეს სიტუაცია უცხო არ არის და არ აკლია ლელას წინა ქმრისგან. მაგრამ, ცხოვრება ასეთია. ლელასთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაიას განსაკუთრებით უყვარს. ძალიან ოჯახური გოგოა. გუკას მიმართ ძალიან ყურადღებიანია. ამხელა მუცლით აკითხავდა და ნახულობდა. იქ კი ხვდებოდნენ ჩვენი, ეგრეთ წოდებული დაზარალებული კლიენტები – წყევლიდნენ, ლანძღავდნენ. მე ლელას და ნუცას ერთნაირად ვუყურებ. კი დაშორდნენ ნუცა და გუკა, მაგრამ ნუცა ხომ ჩემს შვილად დარჩა ისევ. რად უნდა ამას ლაპარაკი, რძალი იგივე შვილია. ლელაც ჩემი შვილია. ერთმანეთთან როგორ იქნებიან, არ ვიცი. შეიძლება, გული მეტკინოს ან პირიქით, სიხარული ვიგრძნო, მაგრამ ჩემთვის ყველა ოჯახის წევრია. ლელა კიდევ იმიტომ გვიყვარს, რომ შალვა, ლელას მამა, ჩემი ბავშვობის მეგობარია. მათთან, სახლში რომ დავდიოდით, ლელა ბავშვობიდან გვახსოვს. ლელასთანაც და ნუცასთანაც სულ მაქვს ურთიერთობა.
– რატომ დაშორდნენ ერთმანეთს გუკა და ნუცა?
– დრო შეიცვალა, ტემპი შეიცვალა ამ ცხოვრებაში. ისე იწყობენ ცხოვრებას, როგორც უნდათ. ნუცა ძალიან მძიმე ხასიათის გოგოა და ეტყობა, ვეღარ გაუძლეს. მათი დაშორების მიზეზი ფინანსური პრობლემები არ გამხდარა. მაგრამ, ოჯახში რომ არ გაქვს მოგვარებული ფინანსური მხარე, ეს ყველაფრის სათავე ხდება მერე. აი, ეს ჩვენი კლიენტები რომ დარბიან, მესმის, ზოგი ქმარმა მიატოვა და გაგიჟებულია. ბინა რომ მქონოდა, ხომ არ მიმატოვებდაო. არადა, ეს მიზეზია მხოლოდ, ის მაინც მიატოვებდა. როგორ გინდა, ახლა ასეთი ადამიანი გადაარწმუნო, ან დაარწმუნო რამეში. ასევეა ოჯახშიც – ფინანსური პრობლემები კი არის მთავარი გადამწყვეტი, მაგრამ ეს დამატებითი ნერვიულობის წყაროა. ნუცას საერთოდ არ აინტერესებს ფული, ჩაცმა. მას აინტერესებს წასვლა, მოსვლა, კინოში, გასართობად. ფული არ აინტერესებს, მაგრამ  ფულის გამოყენება – კი. ძალიან არამერკანტილური, სხვანაირი გოგოა. ეს ფინანსურმა პრობლემებმა კი არ შექმნა, მაგრამ გაამწვავა. გუკაში გამოიწვია ნერვიულობა, დაძაბულობა – ეს ხომ ფაქტია. ამიტომაც ვამბობ, ყველა ოჯახს შიგნით თავისი პრობლემები აქვს. მე სულ ვამაყობდი ნუცათი, მისი გარეგნობით, ადამიანობით, მაგრამ ლელა სხვა ტიპია. ბავშვობიდან იდეალური, არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ლელა ბევრად უფრო თბილია ურთიერთობაში, გამოხატვაში. ნუცა უფრო ცივია, მაგრამ ამავე დროს, რომ გაგიჭირდება, ნუცაც გვერდში დაგიდგება ყველაფერში და ლელაც. მე ბედნიერი ვარ, რომ ნუცა კატოს დედაა და იმედია, ასევე, ბედნიერი ვიქნები, რომ ლელა ჩემი პატარა შვილიშვილის დედაა.

скачать dle 11.3