კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაუშალა პირველი ფილმის გადაღება ოლეგ ბასილაშვილმა ცნობილ კინორეჟისორს, ლეონიდ გაიდაის #11

ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ასეთ ისტორიას ყვება: „ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „კავკასიელი ტყვე ქალის“, „ბრილიანტის ხელის“ და სხვა საბჭოთა კინოშედევრის ავტორის, ლეონიდ გაიდაის პირველი ნაბიჯები კინოში წარუმატებელი იყო და ამას, ლეონიდ იოვიჩი მე მაბრალებდა.
1959 წელია. 25 წლის სიმპათიური ბიჭი ვარ და ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში, ნელ-ნელა ვიკიდებ ფეხს. ერთ დღეს, რეპეტიციის შემდეგ, გამხდარი, მაღალი, ცოცხალთვალება, სათვალიანი მამაკაცი საგრიმიოროში შემომეჭრა და მეუბნება:
– მე ლეონიდ გაიდაი ვარ, კინორეჟისორი. ვიღებ ფილმს გაქნილ თაღლითზე, რომელშიც მთავარი როლი უნდა შეასრულოთ. ზეგ „მოსფილმში“ საცდელი გადაღებები იწყება და დილის ცხრა საათზე გელოდებით. აი, სცენარი და გაეცანითო...
გაიდაი ისევე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. სცენარი წავიკითხე და მომეწონა. მე ფილმში, რომელსაც სამუშაო სახელწოდება „არამზადა“ ერქვა, არამზადის მთავარი როლი უნდა მეთამაშა. ერთ ეპიზოდში, მთავარი გმირი ქალის სამოსშია გამოწყობილი და თავის მორიგ მსხვერპლს „კერავს“, რომ შემდეგ დააძინოს და გაძარცვოს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეატრის ხელმძღვანელობამ მოსკოვში ოთხი დღით გამიშვა საცდელ გადაღებებზე. „პრობები“ (საცდელი გადაღებები) წარმატებით მიმდინარეობდა. მესამე დღეს ქალად გადაცმული კაცის დუბლები უნდა გადაგვეღო და გაიდაიმ მითხრა:
– მნიშვნელოვანი სცენაა და აბა, შენ იცი, როგორ შეხვალ როლშიო.
გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა. მე, ჩვენი გრიმიორის მეშვეობით, ქალის ისეთი მაკიაჟი გავიკეთე და ისე „ნაშურად“ „ჩავიშმოტკე“, რომ ვერავინ მცნობდა. როლში რომ უფრო ღრმად შევსულიყავი, ტვერის გამზირზე გავიარე, სადაც პროსტიტუტკების ბირჟა იყო, თან უკანალს გამოცდილი ბოზივით მივიქნევდი. ძველებმა რომ ახალი დამინახეს, ამითვალწუნეს და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან კლიენტი კაცები ბუზებივით დამესივნენ. „ყოჩაღ, ოლეგ, სანიმუშოდ შეხვედი როლში, რადგან ყველას ბოზი ქალი ჰგონიხარ“, – სიხარულით გავიფიქრე ჩემთვის და ის-ის იყო ბოზების ბირჟა უნდა დამეტოვებინა, რომ მილიციამ „აბლავა“ მოაწყო და დანარჩენებთან ერთად, „ვორონკით“ მეც ლენინის რაიონის მილიციაში მიმიყვანეს. იქ კი მილიციელებმა მხოლოდ მაშინ დაიჯერეს, რომ კაცი ვიყავი, ქვედა საცვლები რომ გავიძრე და ჩემი მამაკაცური ღირსება გამოვაჩინე. ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ გაიდაის უხამსი ფილმის გადაღების მცდელობაში დასდეს ბრალი და „არამზადას“ გადაღებები გააუქმეს. ლეონიდ გაიდაიმ კი მითხრა:
– ე, ოლეგ, ოლეგ, რომ არა შენი ბოზქალური მიდრეკილებები, გადაღებას არ ამიკრძალავდნენ. ყველაფერს ვფიცავ, შენ ჩემს ფილმში ბუჩქის როლსაც კი არასდროს გათამაშებო.
ასე დასრულდა ჩემი და ლეონიდ გაიდაის თანამშრომლობა. თუმცა, მეგობრებად მთელი ცხოვრება დავრჩით“.

скачать dle 11.3