კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრეცედენტი დაუშვა საბერძნეთის ერთ-ერთმა წამყვანმა არხმა ბაია ასლამაზიშვილის გამო და როგორ მიიწვიეს ის ბერძნულ „X ფაქტორში“ საკუთარი ხარჯებით #11

ბაია ასლამაზიშვილი ბავშვობიდან მღერის და დღეს უკვე პროფესიონალი  მომღერალია. ბაიამ უცხოეთში გამართულ  მუსიკალურ კონკურსებზე არაერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელიც გახდა. ცოტა ხნის წინ, ბაიას საბერძნეთის „X ფაქტორიდან“ დაუკავშირდნენ და პროექტში მონაწილეობა სთხოვეს. ის ათენში გაემგზავრა, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპები ელოდება.
ბაია ასლამაზიშვილი: ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა უფრო სერიოზულად ეს საქმე 6 წლის წინ დავიწყე. ვსწავლობდი, სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სახლში რომ მოვიდოდი, რომ არ მემღერა, არ შემეძლო. ახლა უკვე 100 სიმღერა მაქვს რეპერტუარში. სხვადასხვა კომპოზიტორის სიმღერებს ვასრულებ სოულის ჟანრში, მაგრამ საქართველოში საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახდინე. თუმცა, ერთი წელია ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი ყოველდღიურად.
– ზოგჯერ უჭირთ რესტორანში სიმღერა. შენთვის ადვილი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა?
– არ გამჭირვებია. „პლაზა ჰოლში“ ვმღერი, ელიტური რესტორანია. ელიტურიც რომ არ იყოს, საქართველოში მომღერლებს სხვა საშუალება არ გვაქვს. შრომა სირცხვილი არ არის. ჩემი კოლეგა ბიჭები ჩემამდე არავის უშვებენ. ყველაფერს თავად აგვარებენ და მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო.
– როგორც ვიცი, უცხოეთში არაერთ კონკურსში მიიღე მონაწილეობა და წარმატებებსაც მიაღწიე.
– 2005 წელს ნუნუ გაბუნიამ წამიყვანა  ლენინგრადში, სადაც გრანპრი ავიღე და შემდეგ უკვე ბულგარეთში ვიყავი 2007 წელს, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. 2011 წელს რადიო „საქართველომ“ ჩაატარა კონკურსი „საქართველოს ვარსკვლავი“ და მე გავიმარჯვე. ამის შემდეგ გავემგზავრე საერთაშორისო კონკურსზე „დისქოვერ 2012“, რომელიც ბულგარეთში გაიმართა და მსოფლიოს 60 ქვეყანა მონაწილეობდა.
– მუსიკალურ კონკურსზე – „დისქოვერ“, სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ. კონკურსის საორგანიზაციო საბჭომ კი, შენს შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა, როცა შენი ვოკალური შესაძლებლობები გახდა მათთვის ცნობილი. მსოფლიოში ცნობილმა მომღერლებმა საუკეთესო ქალი ვოკალისტი გიწოდეს.
– ეს კონკურსი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ და მე – საქართველოდან. მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიე და 4 მონაწილეს გადმოგვცეს პრიზი ჰოლივუდში გასამგზავრებლად. სამწუხაროდ, ამერიკის საელჩომ ვიზის მოცემაზე უარი განმიცხადა. ამის შემდეგ იყო პოპ-მუსიკის საერთაშორისო კონკურსი იტალიაში, ქალაქ მაიორში, სადაც მეორე ადგილის მფლობელი გავხდი. მოლდოვაში კი 2014 „ფეშენ TV-ის“ მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსში, კონკურსის ლაურეატი გავხდი და გავიმარჯვე „ბრილიანტის ხმის ნომინაციაში“.
– ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის „X ფაქტორიდან“ მიიღე მიწვევა. იმდენად დაინტერესდნენ შენი მონაცემებით, რომ „სკაიპში“ გამღერეს და ახლა უკვე შენს ჩასასვლელად, ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებენ. როგორც ვიცი, ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.
– ანკეტა შევავსე და ჩემი სიმღერის ჩანაწერი გავაგზავნე და ასევე, ჩემი მონაცემები. დაახლოებით ორ თვეში დამიკავშირდნენ: გვინდა, ჩამობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთო. სერიოზულად არც მიმიქცევია ყურადღება. ერთ თვეში ისევ დამიკავშირდნენ: ხვალ „სკაიპში“ დაგირეკავთ და გამღერებთ, შემდეგ გადავწყვეტთ, რა იქნებაო. ისეთი მოულოდნელი იყო, მაგრამ მართლაც დამიკავშირდნენ „სკაიპით“. 4 გოგონა იჯდა და მთხოვეს: თუ შეგიძლია, ერთი სიმღერა გვიმღეროო. ჯეკსონის სიმღერა შევასრულე. მითხრეს: ძალიან კარგი შემსრულებელი ხარ. გვინდა, ჩამოხვიდე და პროექტში მიიღო მონაწილეობაო. ვუთხარი: ჩვენ სავიზო რეჟიმი გვაქვს და თუ მოწვევას არ გამომიგზავნით, ისე ვერ ჩამოვალ-მეთქი. ერთ კვირაში მოწვევაც გამომიგზავნეს. „სკაი ჩანელ“ – ასე ჰქვია მათ წამყვან ტელევიზიას, სადაც ყველაზე ცნობილი კონკურსები ტარდება. ტელევიზიის სახელით გამომიგზავნეს მოწვევა, დირექტორის ხელმოწერით. ვიზა სამ დღეში მომცეს.
–  დიდ ინტერესს იჩენენ შენ მიმართ. როგორც ვიცი, ისიც გითხრეს: თქვენ ჩვენს პროექტს სჭირდებითო.
– არ ვიცი, ასე რატომ ხდება. ისე ვარ განწყობილი, თითქოს კონკურსზე არ მივდივარ, რადგან არ მინდა, გული მეტკინოს. მომზადებული ვარ, ორი ბერძნული სიმღერაც ვისწავლე, საკმაოდ რთული. მითხრეს: სამი სიმღერა გამოაგზავნე, რომელსაც შეასრულებო. გადავუგზავნე ორი სიმღერა და მესამეზე – ბერძნულზე, ვუთხარი, რომ აკაპელაში შევასრულებდი. ამ სიმღერას კონკურსანტები იშვიათად მღერიან და ამიტომაც მოეწონათ. გზის ხარჯებს, ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ. ისიც შემომთავაზეს: საცხოვრებელ ხარჯებსაც ჩვენს თავზე ავიღებთო. მაგრამ, იმდენი მეგობარი გამომიჩნდა, ერთდროულად ოთხი ოჯახი მეუბნება: ჩემთან იცხოვრებო. თუ მომავალ ეტაპზე გადავალ, მერე უკვე ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებენ. დახურული შესარჩევი ტური უკვე გადალახული მაქვს – „სკაიპით“ რომ ვიმღერე, მაშინ გადავლახე. ახლა სცენის ქასთინგი მექნება და შემდეგ სკამების. ვნახოთ, რა იქნება. თუ ათეულში გადავალ, უკვე 4-5 თვე მომიწევს საბერძნეთში ყოფნა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ათეულშიც მოვხვდე და უფრო მეტ წარმატებასაც მივაღწიო.
– ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ შენ მიმართ. როგორც ჩანს, დიდ იმედებსაც ამყარებენ შენზე.
– არ ვიცი, მეც ძალიან მიკვირს, ასე რომ იქცევიან. არ გამიგია, რომ მანამდე ასეთი რამ მომხდარიყოს. ვისაც ვუთხარი, ყველას გაუკვირდა: მართლა საკუთარ თავზე იღებენ ამ ხარჯებსო?! შემიძლია, ყველას წავაკითხო მათი მოწერილი. როგორც ვიცი, ქართველების ნამღერი ძალიან მოსწონთ. სახლში ბერძნულ ენაში ვმეცადინეობ. გაუხარდებათ, რადგან ჩვენც გვიხარია, როცა უცხოელი ქართულად ამბობს რამდენიმე სიტყვას. როდესაც „სკაიპით“ მესაუბრებოდნენ, დიდ ემოციებს გამოხატავდნენ. აპლოდისმენტები არ დაიშურეს: ბრავო, შენ ძალიან კარგი პერფორმერი ხარო. თან, ექსპრომტად ვიმღერე. რომ მითხრეს, 3 საათზე დაგირეკავთო, არ ვიცოდი, ორსაათიანი სხვაობა რომ გვქონდა დროში. რომ არ დარეკეს ზუსტად სამზე, ვიფიქრე, აღარ დარეკავენ-მეთქი და 5 საათზე დარეკეს. არც ველოდი თუ „სკაიპში“ მამღერებდნენ. პირველი, რა სიმღერაც მომხვდა, ის ჩავრთე და ვიმღერე. მიხარია, რომ მოეწონათ.
– ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შანსია?
– კი, ასეთი შანსი აქამდე არ ყოფილა. სიმღერებს ვწერდი, კუს ნაბიჯებით მივდიოდი. ყველაფერი ღმერთის ნებაა, მის გარეშე არაფერი ხდება. ცხოვრება ასეთია: აღმართს დაღმართი მოჰყვება და პირიქით. როცა იმედგაცრუებას ვიღებდი, რა თქმა უნდა, განვიცდიდი, მაგრამ სულ ვფიქრობდი: ყველაფერი ღმერთის ნებაა და ალბათ, ასეა საჭირო-მეთქი. ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა, იქნებ რამე მინუსი მაქვს და გამოვასწორო. საკუთარ თავზე ვმუშაობდი და ახლაც ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო. ვასახელო ჩემი ხალხი, ქვეყანა.

скачать dle 11.3