კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ინოვა ინვიტრო“ – თქვენი ჯანსაღი მომავლისათვის #11

რატომ ირჩევენ ხელოვნური განაყოფიერებისთვის ქართველი ქალბატონები „ინოვა ინვიტროს“ 

სულ რაღაც ორი წლის წინ ჩამოყალიბებულმა კლინიკა „ინოვამ“ უკვე მოახერხა პაციენტების განსაკუთრებული ნდობა და მაღალი რეიტინგი მოეპოვებინა. მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ პროფესიონალიზმითა და პაციენტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეულმა ქართველმა  ექიმებმა დააფუძნეს. ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოება სძენს სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და სანდოობას. კლინიკა ყოველდღიურად ფართოვდება. არცთუ ცოტა ხნის წინ, მისი ხელოვნური განაყოფიერების დეპარტამენტი სრულიად უახლესი ტექნიკური ბაზით აღიჭურვა და მას სათავეში ცნობილი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი ქალბატონი ქეთი ოსიძე ჩაუდგა.
„ინოვა ინ ვიტრო“ – კლინიკური საქმიანობის მიმართულებებია:
• ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა;
• დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სრული სპექტრი;
• ინვიტრო განაყოფიერება;
• ინსემინაცია;
• დონაცია – სუროგაციის პროგრამები;
• გინეკოლოგიური – ენდოკრინოლოგია (მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი, აკნე/სებორეა, ჭარბი წონა, კლიმაქტერული სინდრომი, მენსტრუაციისწინა სინდრომი);
• კონსერვატიული გინეკოლოგია;
• თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა;
• კონტრაცეპცია.
ქეთევან ოსიძე –  „ინოვა ინვიტროს” ხელმძღვანელი, რეპროდუქტოლოგი,  მეან-გინეკოლოგი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი, ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი (ESHRE).
– ქალბატონო ქეთი, „ინოვა ინვიტრო“ – რას ემსახურება თქვენი განყოფილება და  როგორია თქვენი სამუშაო მიმართულებები?
– ჩვენი კლინიკა მთლიანად ემსახურება რეპროდუქტოლოგიას – არა მხოლოდ უშვილობას, არამედ შვილოსნობის პროცესის წარმართვასაც. ვართ მორგებული პაციენტებზე, რომ წყვილებს  ჰყავდეთ ჯანმრთელი შთამომავლობა. ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ ამას თავს, დეპარტამენტის პროფესიონალ თანამშრომლებთან და  მთლიანად, „ინოვას“ ჯგუფთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ პაციენტების მხრიდან საკმაოდ გაიზარდა მომართვიანობის კულტურა, მათ შორის, ენდოკრინოლოგიური პრობლემატიკის და ასევე, გინეკოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაშიც. ორსულობის მართვისთვის საუკეთესოდ ვართ აღჭურვილი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ლაბორატორიული მიმართულებით, ასევე სპეციალისტების პროფესიონალიზმის მხრივაც.  მიხარია, რომ მოკლე დროში ამხელა  ნდობის მოპოვება მოვახერხეთ. ასევე, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო მამაკაცთა უშვილობის პრობლემატიკა, რომელიც ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებით აქტუალურია. როგორც წესი, ეს ვიტამინოთერაპია – უფრო ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკო და ვიტამინოთერაპია – არ იძლევა სასურველ შედეგს და საბოლოოდ, საჭიროა ინვიტრო და  ინსემინაცია. მას აქვს სწრაფი ეფექტური შედეგი. საბედნიეროდ, ხალხში მოიხსნა ტაბუ,  უსაფუძვლო შიში  და   წყვილები მალევე მიმართავენ ამ გზას საჭიროების შემთხვევაში. კარგია რომ არ სჭირდებოდეს პაციენტს სუროგაცია და დონაცია, თუმცა თუ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა, დროულად უნდა მოგვმართონ.
ძალიან გვეხმარება ის ფაქტი, რომ კლინიკა მრავალპროფილურია და რაც კი შეიძლება, პაციენტს დასჭირდეს, ადგილზე გვაქვს ყველაფერი – ლაპარასკოპია იქნება, ჰისტეროსკოპია თუ სხვა, ოპერაციული ქირურგია და ასე შემდეგ. ამისთვის  ჩვენს კლინიკაში სრულიად კომპლექსურად, მაღალი სტანდარტის პირობებში, ხდება პაციენტის მომსახურება – მისი ორსულობის დაგეგმვა და შედეგიანად წარმართვა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ულტრაბგერითი აპარატი, რომელიც უალტერნატივოა ორსულთა გამოკვლევისთვის. ცოტამ თუ იცის, რომ სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს საშუალება აქვთ, ქიმიო ან სხივური თერაპიის დაწყებამდე, მოახდინონ სპერმის კრიოპრეზერვაცია, ქალებთან – კვერცხუჯრედების შენახვა – კრიოპრეზერვაცია. უცხოეთში ფართოდ გავრცელდა ეგრეთ წოდებული სოციალური ჩვენებებით გაყინვა – როცა, კარიერის გამო, ახალგაზრდა ქალი არ არის მზად შვილის გაჩენისთვის,  ის ყინავს კვერცხუჯრედს, რომ მოგვიანებით შეძლოს უპრობლემოდ დაორსულება. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და ჩვენთანაც მიიპყრო უკვე საზოგადოების ინტერესი. მაგალითად, კომპანია APPLE– მ თავის თანამშრომლებს ეს უფასოდ გაუკეთა.
– ცნობილია, რომ  „ინოვა ინ ვიტრო“ უახლესი დონის აპარატურით აღიჭურვა  და ამ მხრივ ლიდერია...
– „ინოვა  ინვიტრომ” ფუნქციონირება ივნისიდან დაიწყო და სრულიად უახლესი აპარატურა დამონტაჟდა. მაგალითისთვის ბენჩტოპ ტიპის ბოლო თაობის ინკუბატორები, უზრუნველყოფს ემბრიონების უკეთეს პირობებში კულტივირებას. ჩვენი ინვესტორების კეთილი ნება იყო, რომ ასეთ ძვირად ღირებულ აპარატურას შევეჭიდეთ. ასევე ფუნქციონირებს ბოლო თაობის მიკრომანიპულატორი, რომელზეც  დამოკიდებულია ემბრიოლოგის მუშაობის სიზუსტე და კიდევ მრავალი ბოლო თაობის აპარატურით ვართ უზრუნველყოფილი.
ჩვენი  კლინიკა და დეპარტამენტი გამორჩეულია იმითაც, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი პაციენტი და მისი დადებითი შედეგია, რასაც ემსახურება ჩვენი ექიმების მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა.   დამტკიცებული მაღალი შედეგების ფონზე,  ამ მოკლე დროის მიუხედავად ძალიან ბევრი წყვილი მოგვმართავს. მიხარია, რომ ჩვენ ასეთ  მნიშვნელოვან, მორალურად ღირებულ საქმეში შეგვაქვს წვლილი. ვცდილობთ, ჩვენი საქმით გავაბედნიეროთ  ოჯახები.
მის.: სანდრო ეულის 7ა;
ტელ.: 2 232 232
facebook: inovainvitro

скачать dle 11.3