კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიქცა სამშობიარო ბლოკიდან ზალიკო სულაკაური და რატომ ეგდო ის საკუთარ სახლში იატაკზე სისხლით მოთხვრილი #11

ყველასთვის საყვარელი მხატვარი ზალიკო სულაკაური მესამე შვილის მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, ნინო განუგრავას, პირველ მარტს პატარა თებროლე შეეძინათ. პირველი ქორწინებიდან ზალიკოს ორი შვილი ჰყავს და როგორც თავად აღნიშნავს, ისეთი მამაა, შვილები მასზე აფანატებენ. ზალიკოსგან განსხვავებით, ნინო პირველადაა მშობელი და ჩვენთან საუბარში, ზალიკო მას ჰპირდება, რომ ღამეებსაც გაუთევს ბავშვს და პამპერსსაც გამოუცვლის. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს მათ შვილის დაბადებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს პატარა თებროლე სულაკაურს.
ზალიკო სულაკაური:  მე და ნინომ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ და ორივემ ერთად ვიპოვეთ ჩვენი სიყვარულის გაზაფხული, რომელსაც თებროლე დავარქვით. ეს სასაცილო და ძალიან საყვარელი პატარა არსება პირველ მარტს გაჩნდა და საკუთარი დაბადებით, გაზაფხული მოგვილოცა, ჩვენ – ყველას, ვინც ასე ველოდით მის გაცნობას. ჯერ მეც და ნინოც ბედნიერებისგან შოკში ვართ, მაგრამ ერთი ვიცი, ჩემი პატარა თუშის ქალი დაიბადა, რომელსაც ყველა თავს უნდა დავფოფინებდეთ. ვგრძნობ, გიჟი გაიზრდება დედ-მამასავით. ძალიან ჰგავს სიდედრის დას. როგორც კი დავხედე, გავიფიქრე, ამდენი რისთვის იწვალე, ზალიკო-მეთქი. იმხელა თმებით დაიბადა, ლამის პირდაპირ სილამაზის სალონში წავიყვანე (იცინის).
– ნინო პირველად გახდა დედა. ბავშვის დაბადების პროცესში განცდები არ ჰქონდა? ასეთ დროს ქალები ქმრებისგან ითხოვენ თანადგომას და შენ თუ იყავი მის გვერდით?
– მესამე შვილის ამქვეყნად მოვლინებას განსხვავებულად შევხვდი. ბავშვის გაჩენასაც დავესწარი და ვიდეოც გადავიღე – როგორ იბადებოდა. აი, გეფიცებით, რომ შემძლებოდა, ყველა იმ ტკივილს ჩემზე გადმოვინაწილებდი. ბავშვის დაბადებას ჩემი ინიციატივით დავესწარი და მთელი პროცესის განმავლობაში გაფაციცებით ვუყურებდი ნინოს. ჩემთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და საკუთარ თავსა და შიშზე ვეღარ ვფიქრობდი. არადა, ნემსს რომ უკეთებენ ადამიანს, მზარავს. თავიდან ვფიქრობდი, ამას რას ვუყურებ-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ნინომ გადამატანინა. ახლა უკვე გული დამწყდა, უფროსი შვილების დაბადებას რომ არ დავესწარი. ამ ბავშვზე გავრისკე და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. უფროს შვილებზეც მინდოდა იგივე განმეცადა, მაგრამ ვერ გავრისკე და სამშობიარო ოთახიდან გამოვიქეცი (იცინის). ვფიქრობ, ასეთ დროს ქალს სჭირდება თანადგომა და ეს აუცილებელიც არის. კაი, არ გტკივა, მესმის, მაგრამ გვერდით მაინც უნდა დაუდგე ასეთ დროს ცოლს.
– მთელი ცხრა თვე ასე ინაწილებდი ნინოს განცდებს?
– ვერიდებოდი, რამე იმდენად კარგი არ ჩამედინა მისი ორსულობის დროს, რომ ძალიან არ გახარებოდა და ნაადრევი მშობიარობა არ დაწყებოდა (იცინის). რთული კი არ იყო, სულ რაღაც პრობლემები ჰქონდა – დამტანჯა, დამტანჯა (იცინის). თან, წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და მადლობა ღმერთს, მალე დამთავრდა ნინოს ორსულობის პროცესი. „ზამთარში მარწყვი მინდა,“ –  ეს თემა არ ყოფილა, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს დაულევია ამდენი ბორჯომი. ყუთებით მიმქონდა სახლში. ნინომ ისეთი დიდი ბედნიერება მაჩუქა, ეგეთ დროს ყურებზე უნდა იხტუნო ქალისთვის. მისთვის პირველი შვილია, მაგრამ კარგად მოერგო დედობას. სიდედრი გვეხმარება ამ ეტაპზე. აქვე ვპირდები ნინოს, რომ ყველაფერში გვერდით დავუდგები. ძირითადად, სხვის ბავშვებს ვეხმარები პამპერსის გამოცვლაში (იცინის) და ჩემს გოგოს არ გამოვუცვლი?! ღამეებს გავუთენებ.
– პატარას ვისი სახელი დაარქვით?
– ნინოობას ან თამარობას რომ დაბადებულიყო,  მაინც თებროლეს დავარქმევდი. „თებროლე მიდის წყალზედა” ხომ გაგიგია?!  რომ გაიზრდება, ხომ უნდა გავგზავნო „პივაზე“ და წყალზე. სინამდვილეში, ჩემს ბებიის დას ერქვა და მის პატივსაცემად დავარქვით.
– ჯვრისწერა თუშეთში, შენაქოს ეკლესიაში გქონდათ. თებროლეს ნათლობასაც იქ ხომ არ გეგმავთ?
– შენაქოში მოვნათლავთ ზაფხულში, რადგან ახლა გზა არ არის. მე მყავს მეჯვარე – პოეტი, ტატო ჯავახიშვილი და ჩემს ცოლს – ლევან სუხიტაშვილი. როგორი გიჟი მშობლებიც ჰყავს, ისეთი გიჟი ნათლიები უნდა ჰყავდეს ბავშვს. თუმცა, ზუსტად არ ვიცი, ვინ და რამდენი მონათლავს.
– სამი შვილის მამა ხარ და უკვე ორი გოგოს პატრონიც. თავს როგორ გრძნობ ამ მხრივ?
– ჩემი ბიჭი  ჩემზე მაგარი მხატვარია, გოგო ულამაზესია და სულ პატარა შვილი – სასაცილო, უსაყვარლესი არსებაა. გოგოს მამობა მარტივი არ არის. უფროსი გოგო თითზე მატრიალებს. მამებს სხვა დამოკიდებულება აქვთ გოგოების მიმართ. ბიჭზე ვაფრენ, მაგრამ გოგო გოგოა, პატარა ქალია. თან, ეს არის შენი ქალი, შენს თავსაც ხედავ მასში. მე, როგორც მეუღლისთვის ვარ უმაგრესი მეგობარი, ისე ვარ შვილებისთვისაც. მათ მხოლოდ სწორ გზაზე სიარულს ვასწავლი, დანარჩენს თავად გააკეთებენ. ჩემი უფროსი შვილები მეუბნებიან, მამიკო, შენზე ვაფანატებთო. ჩემი გოგო ისეთ რამეებს მეუბნება, რაც არავინ იცის ჩემ გარდა. მე მისი მესაიდუმლე ვარ. რომ გამითხოვდებიან და გამიფრინდებიან, მაგის გაფიქრებაც კი არ მინდა (იცინის).
– როგორც ვიცი, ნინოს ორსულობის პერიოდში დიდი ნერვიულობაც გადაიტანეთ ოჯახში...
– საკუთარი სახლი ვიყიდეთ და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრიდან წამოვიყვანეთ ორი გაზრდილი „ავჩარკა“, რომელთაც ქეთო და კოტე დავარქვით. მომიტრიალდნენ ერთ დღესაც და დამკბინეს. ძირს ვეგდე იატაკზე სისხლით მოთხვრილი. ნინო ორსულად იყო და ტრაგედიას გადავრჩით, რომ ის არ დაკბინეს – სააბაზანოში იყო იმ დროს. ნინო გადარჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი აღარ გაჩნდებოდა. ღმერთმა ინება თებროლეს დაბადება, თან პირველ შვილზე ნინოს მუცელი მოეშალა. ძაღლები დავაბრუნე და აქეთ მოგვდეს შარი. ზოგი ამბობდა: ეგრე ჩემი შვილი დაკბინა ძაღლმა, მაგრამ კი არ ვაბრუნებო. ეგეთი ძაღლი რად მინდა, თუ შემჭამა. ორი კვირა ვერ ვინძრეოდი. ახლა, ლაბრადორი მყავს და ისე ეჭვიანობს, ვეღარ ვცნობ. საერთოდ არ ყეფდა, ახლა კი, როცა ნინო ძუძუს აწოვებს ბავშვს, ნაო ზურგზე შემოახტება და პორჭყნის. მეუბნებიან, ვითომ, ბეწვი ცვივა და არ შეიძლება, ბავშვთანო. რას ლაპარაკობთ, ლაბრადორს ჩვილ ბავშვებს უტოვებენ, იმდენად მაგარი ჯიშის ძაღლია.
– არაორდინარული ცხოვრების სტილი გაქვთ. როგორც ვიცი, სახლის დიზაინიც განსხვავებულია, თქვენით მოაწყვეთ ყველაფერი?
– ძალიან უცნაური სახლი გვაქვს, სულ ჩვენი გემოვნებით მოწყობილი. ძველი ნივთები, ერთი საუკუნის თითისტარი, ძველი საათი, ანტიკური ნაკეთობები და ასე შემდეგ. ცხოვრების სტილიც განსხვავებული გვაქვს. გზაზე მივდივარ და უცებ დავინახე, ისეთი რაღაც იყიდება, რაც მოეწონება, აუცილებლად წავუღებ. ასე ვახარებ სულ. ჩემს ცოლს რომ ჰგონია, საყვარელთან ვარ, საყვარელს კი ჰგონია, ცოლთან, მე ამ დროს ჩავიკეტები და ვხატავ. ერთმანეთის კარგად გვესმის. ცოლი სახლში და საყვარელი საწოლქვეშ – ჩვენთან ეს თემა არ არის.
– ვიცი, რომ მოგზაურობაზე გიჟდები და სხვადასხვა ქვეყანაში დადიხარ საყვარელი ჯგუფების მოსასმენად, მაგრამ, ალბათ, ახლა ბავშვის გამო ტაიმაუტის აღება მოგიწევს...
– ივნისში გერმანიაში მივდივართ მე, ჩემი ძმა და ნინო. საერთაშორისო პლენერზე ვართ მიწვეული. გერმანელები მივიწვიე სახლში. სუფრაზე რაც დავალაგეთ, ვთქვი, ყველაფერი ნინომ გააკეთა-მეთქი. მოიხიბლნენ და ნინოც დაპატიჟეს გერმანიაში, თუმცა არ ვიცი, რამდენად მოახერხებს წამოსვლას. მოგზაურობა მაგრად მიყვარს. ერთი უკრაინაში გავგიჟდი ისეთი ქალები ვნახე და მეორე – სამეგრელოში. ხმამაღლა ვიტყვი, სადაც არ უნდა ვიყო, მეგრელი ქალები გამოირჩევიან სილამაზით. თუმცა ჩემი ცოლი მეგრელი არ არის (იცინის).

скачать dle 11.3