კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნახე, რას ხატავ #11

მრავალ ადამიანს ახასიათებს სხვადასხვა ფორმის ფიგურების ხატვა ტელეფონზე საუბრის, მოსაწყენი თათბირის დროს. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ალბათ, დაგაინტერესებთ, რას ამბობენ თქვენზე  „დაჯღაბნილი  იეროგლიფები”.
სახეები
სახეების ხატვა ადამიანების მიმართ ინტერესსა და ურთიერთობის მოთხოვნილებაზე მეტყველებს. ლამაზი ქალის სახე – რომანტიკულ ოცნებებზე, მოღრეცილი ფიზიონომია კი – კონფლიქტსა და უკმაყოფილებაზე. დიდთვალებიანი სახეები – სიცოცხლის სიყვარულსა და ოპტიმიზმს ნიშნავს,  გაურკვეველი სახეების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ აბსტრაქტული აზროვნება გაქვთ განვითარებული.
თვალები
თვალების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ თვითანალიზის შესანიშნავი უნარი გაქვთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. თვითკრიტიკას ნუ მიეცემით და საზოგადოებრივი აზრი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ.
სახლები და ფუტკრის ფიჭა
სახლებისა და ფიჭის ხატვა სიმყუდროვისა და კომფორტისკენ სწრაფვაა. თქვენთვის დამახასიათებელია წესრიგის სიყვარული და დაგეგმარების კარგი უნარი. შემოხაზული სახლი ამქვეყნად ყველაფრის კონტროლის სურვილია.
ვარსკვლავები
ოპტიმისტი ხართ და სერიოზული  გამოწვევები არ გაშინებთ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
გულები
თქვენში გრძნობებისა და ემოციების მთელი ოკეანე იმალება. თქვენ ამ სამყაროს გალამაზების უნარი გაქვთ!
ცხოველები და ფრინველები
უცნაურ და სასაცილო ცხოველებს ხატავთ? წარმოსახვის შესანიშნავი უნარი და იუმორის გრძნობა გაქვთ.  სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ.
გადამკვეთი ხაზები, ბადეები, ჭადრაკის დაფა
რაღაც პრობლემა, უსიამოვნებები ან შინაგანი კომპლექსები მოსვენებას არ გაძლევთ. თავდაცვას ცდილობთ, თუმცა ნეგატივის გამუდმებით შეკავების თვისება შესაძლოა, მომავალში ნევროზის მიზეზი გახდეს. სწრაფად დააღწიეთ თავი „ბადეებს“!
გეომეტრიული ფიგურები
თქვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაფერი მკაფიო და გასაგებია. ოპონენტების აზრი შეხედულებებს ვერ შეგაცვლევინებთ, არც საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას ერიდებით. თუ ფიგურებს მრავალი კუთხე აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ სისასტიკეს  იჩენთ,  იშვიათად აძლევთ თავს მოდუნებისა და ოცნების უფლებას.
მზე
თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ ყურადღება და ურთიერთობა. სატელეფონო საუბრისას მოღიმარი მზის ხატვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოცემული საუბარი გახარებთ.
ისარი
თუ დაბლა მიფრინავს, უპირველესად  საკუთარი თავის იმედი გაქვთ, თუ ზემოთ – სხვისი. თუ ისარი მარცხნივ არის მიმართული – ფიქრებით წარსულში ხართ ჩარჩენილი, მარჯვნივ მიმართული ისარი კი მომავლისკენ ორიენტირებულობაზე მიუთითებს.

скачать dle 11.3