კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #11

კითხვა: მაქვს მშრალი სახის კანი. ვხმარობ  კრემს მშრალი კანისთვის, მაგრამ არ მშველის. რისი ბრალია და იქნებ მირჩიოთ, რა გავაკეთო? ვარ 24 წლის.
პასუხი: კანის სიმშრალის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითდ: კანზე მზის სხივების, ქარის, სიცივის პირდაპირი ზემოქმედება; ჰაერის სიმშრალე, რომელსაც განაპირობებს ზამთარში სახლის გადამეტებული გათბობა, ზაფხულში – კონდიციონერი; ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ზედმეტი მოხმარება. კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება, იყოს ზოგიერთი დაავადებაც, რომელსაც ხშირად ქავილიც ახლავს: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ალერგია, ფსორიაზი, დერმატიტი, ეკზემა; მემკვდრული წინასწარგანწყობა. გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ მშრალ კანს. აუცილებელია გამოძინება. ძილის დროს კანის უჯრედები აღდგება, კანი ისვენებს. რეგულარული ფიზიკური ვარჯიშითა და კანის ზედაპირის მსუბუქი მასაჟით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი. საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით. შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე. ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას. შხაპი და აბაზანა დღეში 2-ზე მეტჯერ არ მიიღოთ. არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით. გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. ბანაობის შემდეგ კანი ნაზად გაიმშრალეთ.
კითხვა: ბოლო ერთი თვეა, დამეწყო ხელებზე კანის დასკდომა. ადრეც მიუხეშდებოდა კანი ხელზე,  მაგრამ საკმარისი იყო, დილა-საღამოს კრემი წამესვა, რომ პრობლემაც ქრებოდა. მაგრამ, ახლა თითებზეც მისკდება კანი და მაქვს საშინელი წვა. 3 თვეა, ვარ მკაცრ დიეტაზე და შედეგიც კარგი მაქვს. მაინტერესებს, რამე კავშირში შეიძლება იყოს ამასთან? ჩემი მენიუ ამ 3 თვის განმავლობაში ერთფეროვანია და ძირითადად, ცილებს შეიცავს.
პასუხი:  გარდა დიეტისა, თქვენ გჭირდებათ რიგი გამოკვლევების ჩატარება და აუცილებლად კომპლქსური მკურნალობა. მხოლოდ დიეტა და გარეგანი მალამოები, ეფექტს ვერ მოგცემთ. გირჩევთ, მიბრძანდეთ კომპეტენტურ ექიმთან ვიზიტზე, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და მიიღოთ სრულყოფილი დანიშნულება.

скачать dle 11.3