კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შინდი კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ #11


შინდი, როგორც ცოცხალი ნაყოფი, ისე მურაბა, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე. შინდის ნაყოფი რეკომენდებულია გასტრიტის დროს. ეფექტურია მისი გამოყენება, თუ ფაღარათი გაწუხებთ.
ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ. ცხელ-ცხელი გადაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ ადუღებული წყლით. მიირთვათ დღეში სამჯერ 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 8 საათი გააჩერეთ და დღეში ორჯერ 100 მილილიტრი დალიეთ.

ვირისტერფა –
ამოსახველებელი საშუალება
ვირისტერფას ფოთლების ნაყენი ძლიერი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა დროს.
ფოთლების ნაყენი: აიღეთ 5 გრამი (ერთი სადილის კოვზი) ვირისტერფას ფოთოლი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ და მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით 200 მილილიტრამდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, უნდა მიირთვათ თბილი, მესამედი ან ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

მკურნალობა კვერცხით
ამოვარდნილობისა და მყესების დაჭიმულობის დროს კვერცხის ცილა, ფქვილი და სპირტი თანაბარი რაოდენობით კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ნარევი დაზიანებულ ადგილზე შეიზილეთ. შემდეგ ბინტით მაგრად გადაიხვიეთ.
თუ მოიწამლეთ, ერთ ჭიქა ცივ, ანადუღარ წყალში გახსენით ერთი კვერცხის ცილა. დაუმატეთ ცოტა შაქარი და დალიეთ ნელ-ნელა. ეს ნარევი კარგია გაღიზიანებული კუჭის დასაამებლად და ნაწლავების ჩასაცხრობად.
კვერცხის ცილა სწრაფად აქვეითებს კუჭის მჟავიანობას და უფრო ეფექტურია გულძმარვისას, ვიდრე სოდა. თუ მონელების პროცესი შეფერხებულია, ტკივილს სწრაფად მოგიხსნით ოდნავ დამარილებული კვერცხის ცილა.
 ნევრალგიის დროს მოხარშეთ კვერცხი, გაჭერით ორად და იმ ადგილას დაიდეთ ცხლად, სადაც გტკივათ. სანამ კვერცხი გაცივდება, მანამდე ტკივილიც გაგივლით.
ეგზემის დროს, ერთი კვერცხის გული შეურიეთ ერთ სადილის კოვზ თაფლს და წაისვით დაზიანებულ ადგილას. კანი მალევე დაიწყებს გამოჯანმრთელებას.

კამით ვუმკურნალოთ უძილობას, ჰიპერტონიულ დაავადებებსა და შებერილობას
უძილობის დროს: 1 სადილის კოვზ გამხმარ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და დალიეთ.
თავის ტკივილის დროს: 1 სადილის კოვზ ხმელ კამას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთით. გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ცივი ნაყენი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ჰიპერტონიული დაავადებების დროს: მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე კამის 1 ჩაის კოვზი გამხმარი თესლი, დააყოლეთ მეოთხედი ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. (კამის ნახარში ასე მოამზადეთ: 3 სადილის კოვზი დანაყილ კამას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და მდუღარე წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ).
50 გრამ კამის თესლს დაასხით 0,5 ლიტრი პორტვეინი, 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, შეფუთეთ და 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 50 გრამი ძილის წინ. ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ეს ნაყენი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ 2 სადილის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი – 1-2 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
კამის თესლი აუმჯობესებს მადას, აძლიერებენ კუჭის ჯირკვლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ მოქმედებას, ზრდის ნაღვლის გამოყოფას, ხსნის ნაწლავის შებერილობას, ტკივილებს ნაწლავის კოლიკების დროს.

გასტრიტის სამკურნალო რეცეპტები
გასტრიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ინტოქსიკაცია, ალკოჰოლით მოწამვლა, ქიმიკატები, დაბალი ხარისხის საკვები, ზოგიერთი მედიკამენტი. საკვებს შორის განსაკუთრებით საფრთხილოა ძალიან ცივი ან ცხელი, ასევე სანელებლებით მდიდარი კერძები. მდოგვი, ცხარე წიწაკა, მჟავეულობა – ის პროდუქტებია, რაც ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს.
დაავადების მწვავე ფორმას თან ახლავს მძიმე ტკივილი და შეშუპება, გულისრევა, მადის დაკარგვა, გაზრდილი ნერწყვდენა, ცუდი გემო პირში. ხშირია ცხელება, თავბრუხვევა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, დიარეა. თუ ამ სიმპტომებს დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა, განვითარდეს ქრონიკული გასტრიტი.
თუ მსგავსი ჩივილები გაწუხებთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი ინფუზია: აიღეთ ერთი სადილის კოვზი მშრალი რეჰანი და დაასხით 250 მილილიტრი წყალი – აუცილებლად მდუღარე, მოათავსეთ დახურულ კონტეინერში და გააჩერეთ რვა საათი. გაფილტრეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქის ოდენობით დღეში 4-ჯერ კვებამდე ოცი წუთით ადრე.
აიღეთ ერთი სადილის კოვზი კამა და ამავე ოდენობით პიტნა. დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. დააყოვნეთ საათ-ნახევარი. გაფილტრეთ და ნაყენი მზადაა. მიიღეთ მესამედი ჭიქის ოდენობით, დღეში სამჯერ ჭამამდე,  30 წუთით ადრე.

რომელი მცენარეები უნდა გამოიყენოთ კორონარული დაავადებების დროს
აიღეთ ერთი სადილის კოვზი კუნელის ყვავილები და ფოთლები (ორივე ერთად), ერთი ჩაის კოვზი ვალერიანის დაქუცმაცებული ფესვები და მოათავსეთ მომინანქრებულ ჯამში. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ სამი საათის განმავლობაში. შემდეგ 15 წუთი ხარშეთ, გააგრილეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში, მცირე ულუფებად.

პიელონეფრიტის მკურნალობა
პიელონეფრიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც თირკმელს აზიანებს. უმეტესად გვხვდება ბავშვებში. მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ღებინება, გაუწყლოება – ეს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია.
აიღეთ ორი სადილის კოვზი კამა, ამდევნივე გულყვითელას ყვავილები, ერთი ჩაის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, ამდენივე არყის ხის ფოთლები. დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ორ-საათნახევარი დახურულ კონტეინერში. გადაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში.
აიღეთ ერთი სადილის კოვზი ოხრახუში (დაქუცმაცებული). დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და ორი საათი გააჩერეთ დალუქულ კონტეინერში. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

გაიწმინდეთ
ორგანიზმი ქატოთი
ქატო წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, აუმჯობესებს იმუნიტეტს, ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და ყველა შიდა პროცესს. ის არის სასარგებლო „ნარჩენი“, რომელიც მიიღება ხორბლის გადამუშავებით, თუმცა შეიძლება, იყოს შვრიის, ბრინჯის... ის წმენდს ნაწლავებს და აღადგენს ნორმალურ მიკროფლორას. ქატო სავალდებულო ელემენტია დიეტების დროს. მისი შეძენა შესაძლებელია ყველა სუპერმარკეტში, თან საკმაოდ იაფად. შეგიძლიათ, მიიღოთ ძალიან მარტივად, წყალთან ერთად – დღეში ერთხელ, ნებისმიერ დროს. მაგრამ უფრო სასურველია, ეს დილით გააკეთოთ. ჩაყარეთ 30 გრამი ქატო 400 მილილიტრ წყალში. წყლის ნაცვლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა სასმელი – ხილის წვენი ან ჩაი, ან, სულაც, მოაყარეთ ის თქვენს საუზმეს. საღამოს საათებში სასურველია, გამოიყენოთ ასი გრამი ქატო, რადგან გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება, არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. როგორც ვთქვით, მისი მიღება შეგიძლიათ, საკვებთან ერთად, მაგრამ წყალთან უფრო ეფექტურია. ქატოს საშუალებით ორგანიზმი შეგიძლიათ, წელიწადში რამდენჯერმე გაიწმინოთ. ის დაგეხმარებათ ჭარბი წონისგან გათავისუფლებაში, შეინარჩუნებს სისხლში შაქრის დონეს. ასე რომ, დიაბეტიანი პაციენტებისთვის მიზანშეწონილია მისი ხშირად გამოყენება. ქატო შეიცავს A, C, E ვიტამინებს. ის აღმოფხვრის შეკრულობას და დადებითი გავლენა აქვს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ის არ კურნავს დაავადებას, მაგრამ ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება.

ძირტკბილას სამკურნალო თვისებები
ძირტკბილას ფესვები ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით შემოდგომით და გაზაფხულზე ამოღებული. გაასუფთავეთ მიწის ნარჩენებისგან, კარგად გარეცხეთ, მზეზე გააშრეთ და შეინახეთ. მისი ფესვები წლების განმავლობაში ვარგისია და გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ.
მისი ფხვნილისგან ამზადებენ სხვადასხვა სიროფს, რომელიც საკმაოდ გემრიელია. მის ექსტრატს გემოსთვის სხვადასხვა მედიკამენტსაც უმატებენ. ძირტკბილას აქვს ამოსახველებელი და საფაღარათო ეფექტი. ხალხურ მედიცინაში ძირტკბილა გამოიყენება, როგორც შარდმდენი. ამოსახველებლად უნდა მიიღოთ დღეში 20-40 წვეთი 2-3-ჯერ. ბავშვებმა კი იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არიან.
ანთებითი, სასუნთქი გზების დაავადებების დროს და დამამშვიდებელი ეფექტისთვის, შეგიძლიათ, მოამზადოთ შემდეგი ნაყენი: 15 გრამ ძირტკბილას დაასხით ერთი ჭიქა წყალი და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი 4-5-ჯერ დღეში.
ძირტკბილა გამოიყენება კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, კუჭის მჟავიანობის, საკვებით მოწამვლისას. ეფექტურია ასთმის, ეგზემის, ალერგიული დერმატიტის დროს. დადგენილია, რომ მას ანტიმიკრობული თვისებები აქვს.

скачать dle 11.3