კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წინსვლის უფლება #11


ყველას გვაქვს ოცნებები, მიზნები, მისწრაფებები, თუმცა გვეშინია შეცდომების, ჩავარდნების, ჭორებისა და თამამი გადაწყვეტილებების.  შეიძლება, უბრალოდ, არ გაგვაჩნია რწმენა და ნებისყოფა. ოცნებები კი მოდის და მიდის. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, მათი განხორციელებაა.
თქვენი ოცნება ერთგვარი პასუხისმგებლობაა თქვენივე თავის წინაშე, მათი განხორციელებაც თქვენზეა დამოკიდებული.
იფიქრეთ თქვენს სურვილებზე. აკეთეთ ის, რაც გიყვართ, რეალურია და შეიძლება, იცხოვროთ თქვენი ოცნებების ფეხდაფეხ!
არ გაექცეთ ოცნებებს. ამას აუცილებლად ინანებთ ცხოვრების გზაზე! ყველა სირთულეს აქვს გადაწყვეტისა და გადაჭრის გზა.
იყავით გულწრფელი საკუთარი თავის წინაშე. გადადგით პირველი ნაბიჯი და თქვენ ნახავთ, რომ გაჩერება აღარ მოგინდებათ. მალე იპოვით გზებს იმისთვის, რომ ფრთები შეასხათ ოცნებებს.
აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად  ან უნებლიეთ შეგიშლიან ხელს.
შეეშვით სხვისი აზრების გათვალისწინებას! თუ ოცნება სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს სხვა!
აედევნეთ თქვენს ოცნებებს და იცხოვრეთ ბედნიერად. დროა, შეიცვალოთ!

 შეხედე და ამოიცანი

გაინტერესებს, როგორი ხასიათი აქვს მამაკაცს, რომელსაც შენს მეორე ნახევრად მოიაზრებ?  დააკვირდი, ალერსის რა ფორმით გამოხატავს შენი პარტნიორი საკუთარ გრძნობებს და მიხვდები, როგორ ადამიანთან გაქვს საქმე.
თმაზე გეალერსება – ის მგრძნობიარეა, ყოველთვის იმაზე ფიქრობს, როგორ გაგიმრავალფეროვნოს ყოველდღიური რუტინა. ის გრძნობებში მუდამ სიახლეებს ეძებს და პოულობს კიდეც.
შუბლზე გკოცნის – ნამდვილი რომანტიკოსია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვახშამი სანთლის შუქზე მისი „მოგონილია“. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანია. თუ აქტიურობას გამოიჩენ, ნამდვილად გაგაოცებს.
გეხუტება – გულში გიკრავს? იცოდე, რომ ყველგან და ყოველთვის დაგიცავს. ნებისმიერ სიტუაციაში მზად არის გვერდში ამოგიდგეს. ურთიერთობაში დომინანტია. გაითვალისწინე, დათმობა არ უყვარს. თუმცა არასოდეს დაგავიწყდეს მისი მთავარი პლუსი – ის მთელი ცხოვრება შენზე იზრუნებს.
შენი ხელი უჭირავს – გაგრძნობინებს,  რომ მხოლოდ მისი ხარ. მზად არის მთელი ცხოვრება ერთ ქალს მიუძღვნას. მაგრამ შენგანაც იგივეს მოითხოვს. გული არ გაუტეხო, ძალიან მგრძნობიარეა და თუკი მასთან ერთად შორს მიმავალი გეგმები არ გაქვს, აჯობებს ახლავე შეჩერდე.

მარტოხელა მამაკაცი ხერხები
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ქალი, ინიციატივას იჩენს, ურთიერთობების 20 პროცენტი მენდელსონის მარშით მთავრდება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი იქმნება
თუმცა, არსებობენ ჭეშმარიტად მარტოხელა მამაკაცები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ არიან მარტოხელები. ფაქტები კი მათ წინააღმდეგ მეტყველებს. მაგალითად:
მარტოხელაა მამაკაცი, რომელმაც იცის საჭმელების კეთება, შეუძლია, შეაფასოს კარგად გაკეთებული საჭმელი და ზუსტად იცის, სად და როგორ  მოიპოვოს ის.
ნამდვილი მარტოხელა მამაკაცი, არასოდეს იძლევა დაპირებებს და არ საუბრობს სიყვარულზე. რადგან მიაჩნია, რომ  ეს ძალიან დიდ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული.
მარტოხელა მამაკაცი ქალს არ სთავაზობს, პირველივე ღამის შემდეგ მასთან გადასვლას.  ამას არ აკეთებს არც მეხუთე, მეოცე და მეასე ღამის შემდეგაც. პანიკურად ეშინია მის სახლში დარჩენილი იმ ნივთების,    რომლებიც ქალთან ასოცირდება. სავარცხლის, პომადისა და ჩვეულებრივი თმის ლაქის.
არ აცნობს მშობლებს მეგობარ ქალს, სანამ ქალი არ მოითხოვს ამას. მაგრამ შეიძლება, არც ამის შემდეგაც გააცნოს.
ვერ აიტანს თუ ქალი სახლს დაულაგებს, მტვერს გადაუწმენდს ან სკამს გადააადგილებს მაგალითად, ფანჯრისკენ.
რატომ არ მოჰყავს ცოლი?
ფსიქოლოგები აკონკრეტებენ მიზეზს: კაცს ჰგონია, რომ ვერ გაუმკლავდება სიტუაციას. ბევრი მარტოხელა მამაკაცი, თანხმდება ქორწინებაზე მხოლოდ მაშინ, თუ დაარწმუნებთ, რომ  ძალიან ადვილია განქორწინება. კაცი ფიქრობს: შეიძლება, ეტლი – გოგრად გადაიქცეს, მზეთუნახავი –  ურჩხულად, მე კი იმედგაცრუებული დავრჩებიო.
რა უნდა ქნათ? აჩვენეთ თავი სახლის ფორმაში – ნამძინარევი, ბუნებრივი, მაკიაჟის გარეშე.
მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობს ილუზიებით. ანუ ეძებს თავის „საოცნებო ქალს“, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამიტომაც არ სურს სერიოზული ურთიერთობების დაწყება, ეშინია ცვლილებების.
არ სჯერა, რომ შეიძლება არსებობდეს ბედნიერი ქორწინება. აქვს საყვარელი გამონათქვამი: „რა საჭიროა ცვლილებები, თუ ისედაც ყველაფერი კარგადაა“.

იდეალური საცოლე

იდეალური საცოლე – რა თქმა უნდა, ასეთ ქალს ბუნებაში ვერ იპოვით, მაგრამ  მიახლოვებული ვარიანტი რომ გახდეთ, შესაძლებელია. მაგალითად,  რა მოეთხოვება იდეალურ საცოლეს – უპირველესად, უნდა იყოს ჭკვიანი და კეთილი.  მხოლოდ ამის შემდეგ – ლამაზი. მამაკაცების მხოლოდ 30 პროცენტი აქცევს სილამაზეს დიდ ყურადღებას, ხოლო ყველა დანარჩენს სურს ყოველ დილით აღმოაჩინოს მის გვერდით გამგებიანი, მშვიდი, უპრეტენზიო ქალი.
იდეალურმა საცოლემ უნდა გამოიცნოს მისი სურვილები და მომენტალურად აუსრულოს.
უნდა იყოთ მხიარული. მხიარული ქალბატონები იზიდავენ მამაკაცებს, იმიტომ, რომ იგრძნონ სიცოცხლე, ინტელექტი და ოპტიმალური განწყობა. ზუსტად ესაა მხიარულება. მოკლედ, სანამ ცოლი გახდებით, მანამდე მაინც იყავით იდეალური. რეალობას კი ნელ-ნელა შეეჩვევა.

скачать dle 11.3