კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამოთხარა შვილმა წინა დღეს დამარხული დედა და რა შემზარავი ფაქტის მომსწრე გახდა ის, საფლავის გათხრისას #11

ინგლისში არის კანონი, რომ მორგში, ყველა მაცივარში ზანზალაკი უნდა იყოს ჩამოკიდებული, რათა გაცოცხლებულმა „მიცვალებულმა“ შველა ითხოვოს. გასული საუკუნის მიწურულს, გამოიგონეს აპარატურა, რომელიც გულის უმცირეს ელექტრულ აქტივობასაც კი აფიქსირებს, რის მეშვეობითაც, არაერთი ადამიანი გადაარჩინეს ცოცხლად დამარხვას. სლოვაკეთში კი წესია, მიცვალებულს კუბოში მობილური ტელეფონი ჩააყოლონ, რადგან, თუ ის მიწაში გაცოცხლდა, ოჯახის წევრებთან დაკავშირება შეძლოს. ეს ყველაფერი კი, იქიდან იღებს სათავეს, რომ არაერთი ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ და დამარხეს, სინამდვილეში, ცოცხალი აღმოჩნდა. როგორც ჩვენი რუბრიკის რესპონდენტი, ბატონი ვაჟა ამბობს, იმის გამო, რომ გამღიზიანებელზე რეაქცია არ ჰქონდა და სიცოცხლის კვალი არ ეტყობოდა, მან საკუთარი დედა ცოცხლად მიაბარა მიწას. ეს კი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მისი საფლავი ხელმეორედ გათხარა.

 ვაჟა: ჩემი ოჯახის შემზარავ ამბავზე ხალხი დიდხანს ლაპარაკობდა. იმერეთის მთიან სოფელში ვცხოვრობდი და სიმართლე გითხრათ, ის, რაც თავს გადამხდა, ახლაც კოშმარული სიზმარი მგონია. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გადავწყვიტე, ის ტკივილი, თქვენთან მოყოლით ისევ გავიახლო, რათა სხვამაც არ დაუშვას იგივე შეცდომა. დედა ცოცხლად დავმარხე და ეს მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როცა ხელემორედ გავთხარე საფლავი. ის იქ თბილი დამხვდა, გული უცემდა და მდგომარეობაც შეცვლილი ჰქონდა.
– მართლია, რთულია, ასეთ თემაზე საუბარი და ამ ამბის გახსენება, მაგრამ იქნებ დაწვრილებით გვიამბო, როგორ დამარხეთ დედა ცოცხლად?
– გაზაფხულზე დედას წნევამ აუწია და დაარტყა, რის შედეგადაც გაითიშა. სანამ რაიონულ საავადმყოფოში ჩავიყვანეთ, მთლიანად გაცივდა, სხეული შეხებაზე არ რეაგირებდა. თითქოს, აღარც სუნთქავდა. მოკლედ, ექიმმა რომ ნახა, მოგვისამძიმრა და გვითხრა, უკვე გვიანია, ინსულტით გარდაიცვალა. შეგიძიათ, სახლში წაასვენოთ და დამარხოთო. მახსოვს, იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა და ძლივს ვმოძრაობდით. თბილისში მყავდა ბიძა და ბიცოლა, მაგრამ ვერ შეძლეს ჩამოსვლა დაკრძალვაზე უამინდობის გამო. ახლაც იმას ვფიქრობ, იქნებ ისინი რომ ჩამოსულიყვნენ, ორივე ცნობილი ექიმია და გაიგებდნენ, რომ დედა უბრალოდ გათიშული იყო და არა მკვდარი. სამწუხაროდ, დღეს, ისინიც არ არიან ცოცხლები. მოკლედ, მთელი ხუთი დღე სახლში ესვენა დედა. პანაშვიდებზე ბევრი ხალხი მოდიოდა და როგორც წესი და რიგია, ისე დავმარხეთ ოჯახმა. მიწას რომ მივაბარეთ, ქელეხის სუფრაც ჩავატარეთ და სახლში მოვბრუნდით. ძალიან ცუდად გავხდი, მივწექი და ჩამეძინა. დამესიზმრა, თოთქოს დედა საფლავიდან ამოსვლას ცდილობდა, მაგარამ ვერ ახერხებდა, წვალობდა და... გამომეღვიძა. არავისთვის მომიყოლია სიზმარი, ვიფიქრე, ისე განვიცდი, კოშმარი დამესიზმრა-მეთქი. იმ ღამეს კი, ისევ ვნახე სიზმარში დედა, ისევ საფლავიდან ცდილობდა ამოსვლას და თან, მეძახდა: ვაჟა, შვილო, მიშველე, ეს რა გამიკეთე, ცოცხლად როგორ დამმარხეო. შუაღამისას გამომეღვიძა. ოფლში ვცურავდი და მთლიანად ვკანკალებდი. მეუღლემ მკითხა, რა გჭირსო და მოვუყევი. არაფერი უთქვამს, მაგრამ დავიჟინე, როგორც კი გათენდება, უნდა წავიდე სასაფლაოზე, გავთხარო საფლავი და დედა უნდა ვნახო-მეთქი. ცოლმა იფიქრა, ჭკუიდან შეიშალაო და განერვიულებულმა შემომიტია: რას ბოდიალობ, გინდა, სოფლის სასაცილო გავხდეთ, ეს სიზმარი, გადატანილი სტრესის ბრალია და მეტი არაფერიო. მოკლედ, დავიჟინე, აღარ დავიძინე და ინათა თუ არა, ბარითა და წერაქვით საფლავს მივადექი.
– მიცვალებულის ამოთხრა მარტომ გადაწყვიტეთ?
– არა, ჩემი მამიდაშვილი გავიყოლე, რომელიც დაკრძალვაზე ჩამოვიდა და იმ ღამით ჩვენთან დარჩა. მოკლედ, ამოვთხარე წინა დღეს დამარხული დედა და მტერს არ ვუსურვებ, რაც მე ჩემი  თვალით ვნახე. ზუსტად ისე იწვა კუბოში, როგორც სიზმარში ვნახე, მუჭები შეკრული ჰქონდა და კაბა შემოხეული. ჩემს მამიდაშვილ ბადრის ვუთხარი, სასწრაფოს დაურეკე, სოფლიდან ბიჭები ამოვიდნენ და დედა საავადმყოფოში გადამაყვანინონ-მეთქი. მოკლედ, გადავიყვანეთ, შეაერთეს აპარატზე და აღმოჩნდა, რომ მართლაც სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა. კომაში იყო და როცა მიწაში, კუბოში ჩაწოლილი მოვიდა წამიერად გონს, კაბა სიმწრით შემოიხია და ისევ გაითიშა.
– კი მაგრამ, დედა მთელი ხუთი დღე სახლში გესვენათ, კუბოში რაიმე სასიცოცხლო ნიშანწყალი ვერ შენიშნეთ?
– ერთადერთი, რაც მაეჭვებდა, ის იყო, რომ გამუდმებით  ცრემლი სდიოდა და კანიც ვარდისფერი ჰქონდა. მაგრამ, ექიმის ნათქვამში ეჭვს როგორ შევიტანდი? თანაც, ქალი არ ინძრეოდა, მართლა უსულოდ იწვა. როგორ გგონიათ, რამე რომ შემემჩნია, დედას ცოცხლად დავმარხავდი?
– როცა სასაფლაოდან საავადმყოფოში მიიყვანეთ და აპარატზე შეაერთეს, მერე რა მოხდა?
– ამის შემდეგ, დედამ ზუსტად სამი დღე და ღამე იცოცხლა. შემდეგ კი, სიკვდილი ნამდვილად დაფიქსირდა. სახლში რომ გადავასვენეთ და ხელმეორედ გავმართეთ პანაშვიდები, მეზობლის მოხუცმა ქალმა მითხრა: შვილო, ადრე სად იყო ექიმი, ადამიანი რომ გარდაიცვლებოდა, სარკეს მივუტანდით ცხვირთან და თუ არ დაიორთქლებოდა, ესე იგი, ნამდვილად მკვდარი იყო, ასე ვიგებდით და მერე ვაბარებდით მიწასო. ასეც მოვიქეცი და არ დაორთქლა. სანამ სახლში ესვენა, ღამეში რამდენჯერმე, როცა ხალხი არ იყო, შევდიოდი მიცვალებულთან და ხელით ვეხებოოდი, ვანჯღრევდი. ისევ არ გამომეპაროს და ცოცხალი არ ჩავდო მიწაში-მეთქი. მოკლედ, მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეში ჩავვარდი. აღარ ვიცოდი, ის მედარდა, რომ დედა გარდამეცვალა თუ ის, რომ მეორედაც ცოცხლად არ დამემარხა. სხვათა შორის, დედის დასაფლავებიდან აგერ უკვე 30 წელია გასული და არასდროს დამსიზმრებია. მხოლოდ ამით ვინუგეშებ  თავს, რომ იმქვეყნად, ნამდვილად უსულოდ გავისტუმრე. მაგრამ ის, რომ პირველად მიწაში ცოცხალი ჩავდე, ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. სხავათა შორის, სულ ვკითხულობ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ცოცხლად დამარხეს და მაინტერესებს: რა მოხდა და როგორ შეცდნენ და თუ იცოცხლეს ამ ამბის შემდეგ? თურმე, საქართველოში არაერთი ადამიანი დაუმარხავთ ცოცხლად. მაგალითად, აჭარაში გოგონა დაუმარხავთ და ისიც დედის სიზმრების მერე ამოუთხრიათ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გურიასა და რაჭაშიც არის ცოცხლად დამარხვის ფაქტები დაფიქსირებული. მათგან, ერთი გადაარჩინეს და ცოტა ხანს იცოცხლა, მეორეს დახმარება კი ვეღარ შეძლეს,  დააგვიანდათ და მიწაშივე გაუსკდა გული გასაცოდავებულ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ თბილი ყოფილა, რომ გაუთხრიათ.  გურიაში, დასაფლავებიდან მეორე დღეს მისულებს, საფლავიდან ამოსული ხმების შემდეგ, დაუწყოთ მისი თხრა და გოგონა ცოცხალი დახვდათ. ფსიქიკური აშლილობა დაფიქსირდა და დიდხანს ვეღარ იცოცხლა. უცხოეთში კი, მსგავსი უამრავი ფაქტია. ამიტომ, როცა ადამიანის გარდაცვალებაზე ჩნდება ეჭვი, სარკე უნდა მიუტანოთ ცხვირთან და თუ სიცოცხლის პატარა ნიშანი მაინც არსებობს, ის აუცილებლად დაიორთქლება. ეს უტყუარი საშუალებაა, რომ ადამიანი ცოცხლად არ მიაბარონ მიწას. მე ეს ადრე რომ მცოდნოდა, დედას ნამდვილად არ დავმარხავდი ცოცხლად და არც ეს ცოდვა მედებოდა კისერზე, რომელსაც ვერასდროს მოვინანიებ.

скачать dle 11.3