კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #11

კითხვა: როგორ უნდა მოვეპყრათ ურწმუნო ადამიანებს?
პასუხი: ურწმუნოები უნდა შევიცოდოთ და უნდა ვილოცოთ მათთვის, რათა მოექცნენ ჭეშმარიტებაზე. უნდა ვესაუბროთ მათ, ოღონდ ჩვენი მცდელობა სიმშვიდითა და სიყვარულით უნდა იყოს გაჯერებული. არ შეიძლება ჩხუბი და ხმამაღლობა, თუკი გვინდა, შედეგს მივაღწიოთ. მოყვასმა, თუნდაც ურწმუნომ, უნდა იგრძნოს, რომ მისთვის სიკეთე გინდათ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, გულის გადასაყოლებელი წიგნების კითხვა?
პასუხი: გულის გადასაყოლებლად წიგნების კითხვა ნიშნავს საკუთარი თავის მოწამვლას. უქმადმოსიტყვე წიგნების კითხვას მოჰყვება შეცდომები და ცოდვილი ცხოვრება. წმიდანთა წიგნების კითხვა კი მოიცავს ყოველივე აუცილებელს ჩვენი ცხოვრებისთვის.
კითხვა: რომელია საღვთო სათნოებანი, რითაც გამოირჩევიან ღვთიური ადამიანები?
პასუხი: საღვთო სათნოებას განეკუთვნება სარწმუნოება და სიყვარული. ისინი საღვთო სათნოებებად იწოდებიან იმიტომ, რომ ჩვენს სულს მიმართავენ უფლისკენ და წარმოადგენენ ყველა სხვა სათნოებების საფუძველს.
კითხვა: რით დასტურდება, რომ ღმერთი ჩვენს ყოველ ჩანაფიქრს ხვდება?
პასუხი: ის, რომ უფალი ყოველ ჩვენს ჩანაფიქრს ხვდება, ჩვენივე სინდისით დასტურდება. როცა სასიკეთო საქმეს ჩავდივართ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო თუკი უკეთურებას ჩავიდენთ – მოვიწყენთ და სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ, რადგან ვიცით, უფლის სასჯელს ვერ ავცდებით.

скачать dle 11.3