როცა ეშმაკს არ სძინავს #11
ფაქტია, რომ საქართველოსა და აზერაბიჯანის ერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გადარჩენის, დასავლეთისკენ გზის გაკვალვის საშუალებაა, თუმცა, რაკი, ჩვეულებისამებრ, ეშმაკს არ სძინავს, თავიც შეგვახსენა და ცხადია, დავით გარეჯით.
კერძოდ, აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი უზეირ ჯაფაროვი დარწმუნებულია, რომ 2017 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწევენ.
იმაშიც (დარწმუნებული), რომ დავით გარეჯის კომპლექსს აზერაბაიჯანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და, თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე, „იურიდიულად უფრო მეტი უფლება აქვთ კომპლექსზე, ვიდრე საქართველოს“.
და იმასაც შენიშნავს, რომ არამეგობრებს ჩვენი წაჩხუბება სურთ (და ძნელია, არ დაეთანხმო), თუმცა გაუგებარია, რატომ არ იღებენ სხვა ტერიტორიას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილის სანაცვლოდ, რომელიც აზერბაიჯანის მხარეზეა?! მით უფრო, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს გაცილებით დიდ მონაკვეთს სთავაზობს.
თუმცა სამხედრო ექსპერტი იმედოვნებს, რომ ეს დავა განხეთქილების ვაშლად ვერ იქცევა, რადგან აზერბაიჯანს დავით გარეჯზე მეტი მორალური უფლებაც აქვს (გარდა იურიდიულისა).
პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის თავკაცი მუბარიზ ახმედოღლუ კი აცხადებს, რომ საქართველომ, როგორც ქრისტიანულმა ქვეყანამ, არ უნდა დაუშვას სამონასტრო კომპლექსის გაყოფა (რადგან აზერბაიჯანი უარს ვერ იტყვის თავის კულტურულ მემკვიდრეობაზეო), ამიტომაც (მომყავს ციტატა): „სწორი იქნება, თუ საქართველო უარს იტყვის თავის პრეტენზიებზე, რითაც გამოხატავს პატივისცემას აზერბაიჯანში ქრისტიანობის ჩასახვისადმი.“
ვითომ ყველაფერი გაზზე ხურდავდება?! –