კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მამა-დამაარსებელი“ #11

ანუ მამინაცვალს ფიცულობდაო?!

 თუმცა მიხეილ სააკაშვილი არათუ აღარც საქართველოს პრეზიდენტია, თვით ოდესის გუბერნატორიც კი, მაგრამ, რაკი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც აქტიურადაა ჩართული, ახალი უკრაინის „მამა-დამაარსებლების“ სიაში აპირებს, ჩაწერას.
მომყავს ციტატა: „მე ვეძებ ადამიანებს (ნუთუ დიოგენესავით დღისით-მზისით სანთლით ხელში?!) იმისთვის, რომ მათი დახმარებით ახალი ქვეყანა შევქმნა, როგორც ეს თავის დროზე ჯეფერსონმა, ვაშინგტონმა და ჰამილტონმა გააკეთეს (ანუ აწ უკვე ახალი ადამიანის გამოყვანას უკრაინის ტერიტორიაზე გეგმავს).“
ხოლო, ვიდრე ახალი უკრაინის ახალი ჯეფერსონის მანტიას მოისხამს, არც ისტორიულ სამშობლოს ივიწყებს და განგაშის ზარებს არისხებს: რომ „საქართველო რთულ მდომარეობაშია“. ოღონდ განა ოკუპაციის ფაქტის, არამედ „რუსთავი 2-ის“ გამო.
ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე ჩართვისას ისიც გვაუწყა, რომ სტრასბურგის სასამართლოში თინათინ ბურჯალიანმა (საქართველოში „ჯეფერსონობისას“ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე) არნახული ძალისხმევა გამოიჩინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად.
და იქვე დასძინა, რომ „ამ მსოფლიო კლასის იურისტმა (ბურჯალიანმა), ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით მოუგო რუსეთს რამდენიმე სარჩელი საერთაშორისო სასამართლოებში“.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ თინათინ ბურჯალიანმა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთთან წააგო საქმე, რის გამოც ოკუპანტს ვეღარასდროს დავუმტკიცებთ 2008 წელს ქართველების ეთნოწმენდას, ნუთუ ისევ მოლა ნასრედინის ამბებს ყვება აწ უკვე უკრაინის ახალი ჯეფერსონი?!
P. S. თუმცა თავმდაბლობას რა ვუთხარი, თორემ სამყაროც ხომ მისი დაარსებულია?! –

скачать dle 11.3