კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბაკურ კოტეტიშვილის ფსიქონევროლოგიური კლინიკა – პროფესიონალი ექიმების გუნდი მუდამ თქვენს სამსახურში #10

ბაკურ კოტეტიშვილის ფსიქონევროლოგიური  კლინიკის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები თქვენს ბავშვებს არაერთი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებიან. თქვენ კი აგიხსნიან და გაგარკვევენ, რომ ის, რაც პრობლემად მიგაჩნიათ, სულაც  არ არის პრობლემა და მით უმეტეს, საგანგაშო მდგომარეობა. საკმარისია, თქვენი, როგორც მშობლის მეტი ყურადღება და ცოტა განსხვავებული მიდგომა, რომ ეს საუკეთესო „წამლად” იქცეს. ნევროლოგს, პროფესორს და კლინიკის ხელმძღვანელს, ბაკურ კოტეტიშვილს თავის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებასა და მიღწევებზე საუბარი არ უყვარს. კლინიკის გარეთ აბრასაც ვერ იპოვით, სადაც კლინიკის დასახელებისა და ფუნქციის ამოკითხვას შეძლებთ და ვერც მის სამუშაო კაბინეტში ნახავთ დიპლომებსა და სიგელებს. ამის მიუხედავად,  ბაკურ კოტეტიშვილის კლინიკა ყოველდღიურად არაერთ ბავშვს იღებს. მუდმივად თქვენს სამსახურში მყოფი პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი კი, აქტიურად ზრუნავს თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე. ჩვენ რამდენიმე აქტუალურ თემაზე კომენტარი თავად ბაკურ კოტეტიშვილს ვთხოვეთ.
ბაკურ კოტეტიშვილი: კონფლიქტური ბავშვები – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მშობელმა შეისწავლოს საკუთარი შვილი და ის თვითონ ასწავლის ყველაფერს. ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან, ზოგი მეტად აქტიურია, ზოგი - ნაკლებად. ბავშვის ქცევა არასდროს არ უნდა განვიხილოთ ცალმხრივად – ყოველთვის გასათვალისწინებელია ის გარემო, სადაც იზრდება: უპირველესად, ოჯახის შემადგენლობა, წყობა, იერარქია და წევრების როლი. შესაბამისად, ბავშვის ან ბავშვების როლი და ადგილი ამ რთულ სივრცეში. ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია ბავშვის მუდმივი და მჭიდრო  ურთიერთობა მშობლებთან, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, დღეს არსებობს, მშობლების სამსახურისა და მოუცლელობის გამო. ხშირად ჩვენს საზოგადოებაში მშობლებზე წინ პაპა-ბებიები და ოჯახის უფროსი ასაკის წევრები ინაცვლებენ, რომლებიც მეტწილად არასწორად ერთვებიან ბავშვის აღზრდაში, მაშინ, როცა ბავშვს რეალურად მხოლოდ და მხოლოდ მშობლები სჭირდება. დაკავებული მშობლები, რომლებიც სათანადო დროს ვერ უთმობენ საკუთარ შვილებს, იმ მცირე მონაკვეთშიც კი, როცა ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა აქვთ, გადადიან მათთან ურთიერთობის ეგრეთ წოდებულ ძალოვან-მილიტარულ ფორმაზე:  აკრძალვა, დაშლა, აღკვეთა, იძულება და ასე შემდეგ. რაც მთავარია, „აღზრდის” ეს მეთოდი გამართლებულია საზოგადოების მხრიდან. ეს არ გახლავთ აღზრდა. ეს არის ძალადობა, ზეწოლა, ჩაგვრა, რაც ძალიან ცუდად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოვლინდება სხვადასხვა ფორმით. ოჯახი ყველაფრის საფუძველია და ბავშვის ძირითადი სოციალური ქცევის ფენომენი სწორედ აქ ყალიბდება. არასწორ დასჯას და ძალოვან ქმედებებს, მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს. ბავშვი იმეორებს და აკეთებს იმას, რაც ოჯახში ისწავლა.
 ოჯახის გარეთ ძალიან დიდია მასწავლებლის როლი. ის არ არის მხოლოდ დავალების მიმცემი. პედაგოგიკა, უპირველესად, გახლავთ ბავშვის ქცევის ცოდნა, მისი ინდივიდუალური თვისებების დანახვა და შესაბამისად, ბავშვის სწორი ჩართვა სოციუმში, იქნება ეს ბაღი თუ სკოლა. მასწავლებელმა შეიძლება, უფრო ნათლად დაინახოს ის ნიუანსები, რომელსაც მშობელი არ აქცევს ყურადღებას, თავისი არცოდნისა და მოუცლელობის გამო.
ძალადობა (ძილი, კვება, ჩაცმა) – ბავშვების მიმართ, ძალადობის ორი ძირითადი სახეობა, რომელიც ზრუნვისა და ამაგის ფორმითაა გამოხატული, არასწორი  კვება და ჩაცმა გახლავთ. როდესაც ბავშვებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ვაძლევთ საკვებს, ვაცმევთ თბილად, ვაძინებთ ძალით და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ძალადობაა, რამაც შესაძლოა, შემდგომში უარყოფითი შედეგი გამოიღოს. მაგალითად: ბევრ მოზრდილს დღემდე აქვს კვებისა და კუჭ-ნაწლავის ძალიან დიდი პრობლემები, რაც მოჰყვება იმ პერიოდიდან, როცა ძალით აძლევდნენ საკვებს. იგივე შეიძლება, ვთქვათ ჰიგიენურ ნორმებზე. მაგალითად: მუდმივად ხელის დაბანა. არსებობს საკმაოდ გავრცელებული ეგრეთ წოდებული ობსესიურ-კომპულსიური დარღვევა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩვენ ირგვლივ და ამას „სისუფთავეს” მივაწერთ. სინამდვილეში, სისუფთავე არაფერ შუაშია. ეს არის აკვიატებული ქმედებები, რომელსაც მუდმივად იმეორებენ, იმიტომ რომ, ბავშვობაში ჩააგონებდნენ: თუ არ დაიბან – დაავადდები!
თამაში (კომპიუტერული თამაშები) – თამაში ის აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია ბავშვის განვითარება. იმისთვის, რომ მოზრდილი გათავისუფლებულიყო ბავშვთან მუდმივი ურთიერთობისგან, მან შექმნა სხვადასხვა ნივთი, რომლებსაც სათამაშო დაარქვა. სინამდვილეში, რაც ბავშვს სჭირდება და რაც ყველაზე მყარი და მარტივი ბიოლოგიური სათამაშოა, ეს  დედა და მამაა. საბოლოო ჯამში, მაინც მშობლებთან ურთიერთობასთან მივდივართ. მშობლები, რომელთაც ეზარებათ ბავშვებთან თამაში, აუცილებლად იყენებენ დამხმარე სიტუაციებს, იქნება ეს ხის თოჯინა თუ კომპიუტერული თამაში, ამას არა აქვს მნიშვნელობა. თამაშისთვის ბავშვს სჭირდება არეალი. ეს არეალი საკმაოდ შემოუფარგლავია და რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტია არჩევნის თავისუფლება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ეზო და ღია სისტემა, რომელიც ასევე, ამოვარდა ჩვენი სინამდვილიდან. უფროსი თაობის წარმომადგენლები ბავშვებს ურჩევენ წყნარ თამაშებს. ხშირად ეუბნებიან, დაჯექი და იკითხე, მაშინ როცა მას იმწუთას არ სჭირდება კითხვა და უნდა ფიზიკურად აქტიური თამაში. როცა ბავშვს ეკრძალება მისთვის სასურველი თამაში, იძულებულია, ეს უფროსებისგან მალულად გააკეთოს. მაგალითად, მშობელს ჰგონია, რომ ბავშვმა დაიძინა, სინამდვილეში შესაძლოა, საბნის ქვეშ აქვს დამალული ტელეფონი და ისე თამაშობს. არსებობს ეგრეთ წოდებული ადიქცია, რომელიც დამოკიდებულებას ნიშნავს. ცნობილია კომპიუტერული ადიქციები, სადაც არის კიდევ ქვეადიქციები. ეს უკვე რთული ფენომენია, რომელსაც სპეციალიტის დახმარება სჭირდება.
მისამართი: თბილისი,
ფალიაშვილის ¹9
საკონტაქტო ტელ:
245 26 25; 291 39 69.
ვებ-გვერდი: www.bkneuro.ge

скачать dle 11.3