კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას „უჩალიჩებენ“ მოდელები მსოფლიო დონის კონკურსებზე ერთმანეთს და რატომ არ ცნობს ნინი გრძელიშვილი ბიოლოგიურ მამას #10

18 წლის მოდელი, ნინი გრძელიშვილი მსოფლიო კონკურსიდან, Best Global Model Of the Year – წარმატებული დაბრუნდა.  55 ქვეყნის წარმომადგენლიდან მან ხუთეულში შეძლო შესვლა და ორი ნომინაცია მოიპოვა. გარდა ამისა, პროტუგალიური სპორტული ჟურნალის, „რეკორდის“  სახე გახდა და ახალი ნომრის გარეკანსაც ამშვენებს. ნინი, გარდა იმისა, რომ მოდის სფეროთია დაკავებული, ასევე დაინტერესებულია დიპლომატიით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ამ პროფესიას ეუფლება და ჯერ პირველი კურსის სტუდენტია. თუმცა, დიდი მიზნები აქვს სამომავლოდ.
ნინი გრძელიშვილი: ოთხი წელია, რაც სამოდელო სფეროში ვარ. თავიდანვე  ჰობის დონეზე იყო და არ ვუყურებდი ისე, როგორც საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება გავყვებოდი. მახსოვს, სკოლაში იყო ქასთინგი, ფლაერიდან ამოვიწერე ნომერი, დავრეკე და მივედი სამოდელო სააგენტო „კატრინში“. რატომღაც მეგონა, 14 წლის ასაკში პატარა ვიქნებოდი ამ ყოველივესთვის, მაგრამ სააგენტოში ასე არ ჩათვალეს და ამიყვანეს. სწორედ ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მოდის სამყაროში. მერე იყო ადგილობრივი კონკურსები. 2014 წელს პირველად გავედი მსოფლიო დონის კონკურსზე - Best Model Of the world.
ეს არის კონკურსი, სადაც ყველა ცნობილ მოდელს აქვს მონაწილეობა მიღებული ახალგაზრდობის წლებში. მაშინ ვერც გავიაზრე, სად მოვხვდი, სად ვიყავი. გავედი ათეულში და „ბესთ ტურიზმის” ნომინაციით დავბრუნდი. პორტუგალიაში ჩატარდა Best Global Model Of the Year, სადაც  ნაციონალურ დირექტორთან, ეკატერინე მგალობლიშვილთან ერთად გავემგზავრე, რომელიც,  ჟიურის წევრიც გახლდათ. 55-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.  გავედი ტოპ-ხუთეულში და 7 ნომინაციიდან, ორი წამოვიღეთ საქართველოში. ჩვენი ნაციონალური სამოსი ყველაზე ლამაზად აღიარეს.
– ნინი, პორტუგალიაში ერთ-ერთი ჟურნალი დაინტერესდა შენით.
– დიახ,  პირველივე დღეს, სპორტულმა ჟურნალმა, „რეკორდმა“, ამირჩია თავის სახედ და გარეკანზე ჩემი ფოტო გამოაქვეყნა. საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა ამ ნომერს, რადგან ერთ-ერთი გაყიდვადი ჟურნალია. 8 გრადუსი იყო  ფოტოსესიის დროს და თან, ფოტოსესია ატლანტიკის სანაპიროზე მოაწყვეს. თავიდან, ნორმალურად არც ვიცოდი რისთვის მიღებდნენ ამ ფოტოებს. შემდეგ გაირკვა, რომ ჟურნალს სურდა ჩვენთან თანამშრომლობა. 5 გვერდი დამითმეს ჟურნალში და სკმაოდ ვრცელი ინტერვიუც  გამოვიდა. თემა, ძირითადად, სპორტს შეეხებოდა.
– როცა, მოდელობა გადაწყვიტე, ოჯახში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას? მამამ რა გითხრა?
– მამასთან არ მაქვს ურთიერთობა, გაშორებულები არიან მშობლები. დედის ინიციატივა იყო, რომ ამ სფეროში ვყოფილიყავი. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, შესაბამისად, მეგობრები უფრო ვართ, ვიდრე დედა-შვილი. არანაირი პრობლემა არ მქონია, პირიქით, დიდი სიხარულით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. თან, არ ვარ ისეთი ეპატაჟური და სკანდალური მოდელი. თამამი ფოტოსესიებითაც არ გამოვირჩევი, შესაბამისად, პრობლემაც ნაკლები მაქვს.
– ამ პერიოდის განმავლობაში, მამასთან კონტაქტი არ გქონია?
– ერთი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. შესაბამისად ეს ჩემთვის მტკივნეული თემა ნაკლებადაა – არ მახსოვს.  უბრალოდ, ვიცი, რომ სადღაც ცხოვრობს მამა. შეჩვევის და მერე განშორების მომენტი არ მქონია. არც ვიცნობ და შესაბამისად, ვერ ვილაპარაკებ მასზე, როგორც მამაზე. უბრალოდ, ჩემი ბიოლოგიური მამაა. რამდენჯერმე დაბადების დღეზე მინახავს და ეგ იყო სულ. როგორც ასეთი, კონტაქტი არ მაქვს. დედამ იტვირთა ყველა ადამიანის როლი ჩემს ცხოვრებაში – ის არის დედაც და მამაც.  დედა ჩემი იდეალია. ბევრს უკითხავს, მქონია თუ არა მომენტი, როცა მინდოდა, მამა ჩემს გვერდით ყოფილიყო. იცით რა,  არა, არ მინდოდა. დავფიქებულვარ ხოლმე და საკუთარი თავისთვის მიკითხავს: ნეტა პრობლემა ჩემშია? მაგრამ, არ ვიცი.  მეგობრებთან მიმართებაში, სადღაც რომ მივდივართ, ჯერ ურეკავენ  დედები, მერე მამები. ამასაც არ უმოქმედია ჩემზე და  არ მქონია იმის სურვილი, რომ მამის მზრუნველობა მეც მქონოდა. იმდენად ავსებს დედა ამ ყოველივეს, რომ დანაკლისს ვერ ვგრძნობ.
– ახსენე, რომ თამამი ფოტოსესიებით არ გამოირჩევი. ყოფილა მსგავსი შემოთავაზება?
– დიახ, ყოფილა და  უარი მითქვამს, თუმცა ეს არ იყო სამოდელო სფეროში. ფილმში უნდოდათ გადაღება – მოდელები ხშირად სჭირდებათ სერიალებში, რეკლამებში. უარი მითქვამს არა მხოლოდ სიშიშვლის  გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი სფერო. საუბარი რომ ყოფილიყო მოდის ჩვენებაზე, მაშინ კი, ბატონო. ჯერჯერობით მაქვს იმის ფუფუნება, ავირჩიო რა გავაკეთო და რა – არა. არ მჭირდება სიშიშვლე იმისთვის, რომ ხალხმა ჩემზე ილაპარაკოს.
– იქ, სადაც ბევრი გოგონა იყრის თავს, ყოველთვის განხეთქილებაა, მით უმეტეს, მოდის სფეროში. მსოფლიო დონის კონკურსებზე, როგორ ხდება? არის მოდელებს შორის უთანხმოება?
– საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს – არ ვარ კონტაქტური და კომუნიკაბელური. მყავს ვიწრო სამეგობრო წრე, რომელთანაც ვარ გახსნილი. დანარჩენებთან, როგორც სააგენტოში, ასევე უნვერსიტეტშიც, ზედაპირული ურთიერთობა მაქვს. კონკურსებზეც მშვიდი, ჩვეულებრივი, ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს გოგონებთან. ზოგადად, მსგავს კონკურსებს რაღაც „გაჩალიჩებები“, კაბის დახევა და  მსგავსი შემთხვევები მოჰყვება ხოლმე. მაგრამ, სადაც ვიყავი, ისე მაღალ დონეზე იყო ყველაფერი ორგანიზებული, ამის საშუალება ფიზიკურად ვერავის ექნებოდა, სურვილი რომც ჰქონოდათ. „ბესთ გლობალზე“ ორი ნომინაცია რომ ავიღეთ,  ავტობუსში ისეთი მზერა დავაფიქსირე, ცოტა მეუხერხულა. მსგავს კონკურსებს ყოველთვის ახლავს ეს დაძაბულობა.
– კიდევ, რით ხარ დაკავებული?
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ პოლიტიკის მეცნიერებებზე. აბიტურიენტობის დროს არ ამირჩევია ეს პროფესია. თავიდანვე ვიცოდი, რა მინდოდა – მე-5, მე-6 კლასიდან მქონდა გადაწყვეტილი. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკა, დიპლომატია და ვნახოთ, სამომავლო გეგმები მაქვს. მომავალში მინდა, სამინისტროში ან საელჩოში ვიმუშაო.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– პირად ცხოვრებაში არაფერი  ხდება საინტერესო და მნიშვნელოვანი. რთული ვარ და შესაბამისად, რთულია ჩემთან ურთიერთობაც. აქედან გამომდინარე, ჯერ ნებისყოფა არავის ეყო. ცოტა სხვანაირი მიდგომა მჭირდება. ბევრჯერ მეგობრებსაც კი უჭირთ ჩემი გაგება. ამას კი ვაღიარებ, მაგრამ საქმე ისაა, რომ გამოსწორების გზაზე არ ვდგავარ (იცინის). თაყვანისმცელები კი, ბატონო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაწუხებენ, სათვალავი ამერია და ასე შემდეგ. არც ისეთი შემთხვევა მახსენდება, რომ ვინმეს სიურპრიზისგან გავეოცებინე.
– სოციალურ ქსელში, ალბათ, ბევრი გწერს. ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა უთქვათ?
– მომწერეს, შუშაბანდის ყვავილს ჰგავხარო (იცინის). ერთხელ, ვიღაც, სულ უცხო ადამიანისგან მივიღე ძალიან დიდი მესიჯი. ზოგადად, არ ვხსნი უცხოების შეტყობინებებს, მაგრამ ისე საინტერესოდ იწყებოდა, რომ შევყევი. მოკლედ, ამ ბიჭს ფილმის სცენარი ჰქონდა დაწერილი (იცინის). ვითომ, ვცხოვრობდით ამერიკაში, ვქმნიდით ოჯახს, გვეყოლებოდა გოგონა, რომელსაც ემილის დავარქმევდით. არ მიპასუხია, აშკარად არ იყო კარგად, თუმცა ბევრი უწვალია.
– ზოგადად, მოდელები არჩევანს ფეხბურთელებზე აკეთებენ, შენც ამ ტენდენციას მიჰყვები? როგორი უნდა იყოს შენი რჩეული?
– სპორტის მოყვარული დიდად არ ვარ. კატეგორია, რომელთანაც საერთო ვერ მექნება, ეს არის გაუნათლებელი ადამიანები. ელემენტარულზე ვსაუბრობ და არა იმაზე, რომ ხარისხები ჰქონდეს – მათ შორის, არიან ფეხბურთელებიც. ეს არის კატეგორია, რომელთანაც ვერ წარმომიდგენია კონტაქტი – ვერ დაელაპარაკები. მოდელებზეც არის მსგავსი სტერეოტიპი და ვეთანხმები 90 პროცენტით.  ამ სფეროში ვარ, ვხედავ, რა კატეგორიაცაა, ნამდვილად ვეთანხმები. მხოლოდ გარეგნობაც არაა ჩემთვის საკმარისი. ზოდიაქოთი სასწორი ვარ და  ძალიან მერყევი ხასიათი მაქვს – მალე მბეზრდება ყველაფერი. შესაბამისად, ბიჭი მხოლოდ გარეგნობით  ვერ მომხიბლავს, სხვა კუთხითაც საინტერესო უნდა იყოს ჩემთვის.

скачать dle 11.3