კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოცალა დოდო აბაშიძემ ორნახევარი ლიტრი არაყი ცნობილი ფილმის გადაღებისას #10

ცნობილი მსახიობი გია ბადრიძე ასეთ ისტორიას იხსენებდა: „გიორგი კალატოზიშვილი „ციმბირელ პაპას“ ისტორიულ ადგილებში იღებდა და ციმბირში, მდინარე ენისეის პირას ვიმყოფებოდით. მთავარ, ნესტორ კალანდარიშვილის („ციმბირელი პაპა“) როლს შეუდარებელი დოდო აბაშიძე ასრულებდა. ვმონაწილეობდით მე და გურამ ფირცხალავაც. გადამღები ჯგუფი, ფაქტობრივად, ტაიგაში ვცხოვრობდით და ცივილიზებული სამყაროსგან მდინარე ენისეი გვაშორებდა, რომელზეც ერთადერთი მოტორიანი ნავით გადავდიოდით. მენავეს თავისი მოძრაობის გრაფიკი ჰქონდა. ერთ დღეს მე, დოდო და გურამი „პირადი საჭიროებისთვის“ მეორე ნაპირისკენ გავემართეთ და კალატოზიშვილმა წასვლის წინ, მკაცრად გაგვაფრთხილა:
– იცოდეთ, გადაღებაზე არ დააგვიანოთ. ზუსტად შუადღეზე ვიწყებთ და დილის თერთმეტზე აქ უნდა იყოთო.
ჩვენმა ტრიომ პირველი ღამე, ჟარგონით რომ ვთქვა, „კარგ პონტში“ გავატარეთ და არცთუ ცოტა სპირტიანი სასმელი მივიღეთ, თან, არ გვძინებია. დილის ცხრაზე კი, „პირადი საჭიროება“ მოვითავეთ და ენისეის ნავსაყუდელისკენ ავიღეთ გეზი. მენავე ფეოდორი და მისი ორი „პაძელნიკი“ იქვე, კატერში დილიდანვე ქეიფობდნენ. ოთხი ნახევარლიტრიანი არაყი ედგათ და „სტოპკებით“ (ასგრამიანი ჭიქა) „ურტყამდნენ“, თან შავ პურსა და „სალას” აყოლებდნენ.
– ბოდიში, ბიჭებო, მაგრამ იქით ნაპირზე გვეჩქარება და უნდა გადაგვიყვანოთ, – უთხრა დოდომ მოქეიფეებს.
– დავლევთ და მერე, – შეუღრინეს დოდოს დაკუნთულმა ციმბირელმა „ბაკლანებმა”.
დოდო ასეთ უხეშობას ვერ იტანდა და თავხედსა თუ თავხედებს (რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა) თავისი რკინის მუშტებით უსწორდებოდა. იგივე დააპირა იმ მომენტშიც, მაგრამ ვთხოვე, ჩხუბი არ აეტეხა. კარგიო, – მითხრა. შემდეგ ციმბირელებს მიუბრუნდა და უთხრა:
– რა წვეთ-წვეთობით სვამთ, კაცურად დაასხით და დალიეთო.
– შენ ხომ, რას ამბობ, ბოთლი არ გამოცალოო, – „წაეიაზვნენ“ დოდოს.
– რომ გამვცალო, იქით ნაპირზე გადაგვიყვანთო? – ჰკითხა დოდომ.
– უსიტყვოდ, – მიუგეს „ბაკლანებმა“, თან თვალებგადმოკარკლული მისჩერებოდნენ დოდოს.
დოდომ ნავის ძრავას ფოლადის ჩაღრმავებული დამცველი ფარი მოხსნა, შემდეგ ნახევარი ლიტრი არაყით გაავსო, დაილოცა და დალია. მენავეს და მის „პაძელნიკებს” თვალები შუბლზე აუვიდათ. დოდომ „სალას” პირიც არ დააკარა და იმავე მეთოდით, დროის მოკლე მონაკვეთში კიდევ ორი სავსე არყიანი ბოთლი გამოცალა, ბოლოს კოპები შეიკრა, დოინჯი შემოიყარა და ციმბირელებს უთხრა:
– რას ვშვრებით, აღარ მივდივართო?
ლიტრანახევარარაყდალეული, კოპებშეკრული და დოინჯშემოყრილი დოდოს ხილვამ ჯიუტ ციმბირელებზე დიდი ეფექტი მოახდინა. მენავის მეგობრებმა უსიტყვოდ დატოვეს ნავი და ადგილები ჩვენ დაგვითმეს. მენავემ ძრავა ჩართო, კატერი უზარმაზარ მდინარეში შეაგდო და ისე გადაგვიყვანა მეორე ნაპირზე, რომ დოდოსთვის შიშისგან თვალი არ გაუსწორებია. გადაღებაზე დროზე მივედით და საგულისხმო ისაა, რომ ისეთ სცენას ვიღებდით, სადაც კადრში სმის ეპიზოდია. სულ ოთხი დუბლი გადავიღეთ. ნამდვილ არაყს ვსვამდით და დოდომ კიდევ ერთი ლიტრი დალია. თუმცა, მას არაფერი ეტყობოდა, დანარჩენი მსახიობები კი, ინდაურებივით იყვნენ გამობრუჟულები.“

скачать dle 11.3