კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიღო ამერიკაში ნინი წიკლაურმა მომღერლის ოფიციალური სტატუსი, როდის აპირებს ამერიკაში ბავშვის გაჩენას და რატომ მოუწია მას მეუღლის გარეშე ყოფნა #10

ნინი წიკლაური ცოტა ხნის წინ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აპირებს დარჩენას. ამისთვის მას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ქართული საღამოების გაკეთებას გეგმავს და ასევე, აპრილში ბავშვის გაჩენას. ნინის ამ ყველაფრის გამო, სამწუხაროდ, დროებით მეუღლესთან განშორება მოუწია. თუმცა, ისიც მალე იქნება ორსულ ცოლთან ერთად. ნინის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა: მან ამერიკის საემიგრაციო სამსახურიდან მიიღო თანხმობა, რომ რეგალურად შეუძლია ამერიკაში ცხოვრება და მუსიკოსის კარიერის გაგრძელება.
ნინი წიკლაური: ამერიკაში ჩემი საქმეები მქონდა და ამიტომაც წამოვედი. რამდენიმე ღონისძიება უნდა გავაკეთო, ქართული სიმღერის საღამოები და ამისთვის ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ მერვე თვეში ვარ, საკმაოდ კარგად და ყოჩაღად ვგრძნობ თავს. გადავწყვიტე, ცოტა ხანს კიდევ დავრჩე. თუმცა, სამწუხაროდ, მარტოს მომიწია ჩამოსვლა.
– როგორ გამოგიშვა თემომ?
– მაგას თუ გამოშვება ჰქვია, არ ვიცი, თან გამომყვა. შეყვარებულობის დროს რომ ვათენებდით და ვაღამებდით, ტელეფონზე 18 საათი რომ ვლაპარაკობდით, ზუსტად იმ დღეში ვართ ახლაც. ვამბობდი: ამას ჯობდა, თემოც წამოსულიყო-მეთქი. ძველი დრო, ძველი ტკივილი გამახსენდა – ისე მენატრებოდა, ვკვდებოდი და ახლა უარესია. ორსულად ვარ, მაგრამ ის ჩემზე უარეს დღეშია. რომ მოვფრინავდი, აეროპორტში ისე ვიყავი, ხალხი ისეთი თვალებით მიყურებდა, მგონი, ფიქრობდა: ნეტავ, ეს გოგო არ გაუშვან, უარი უთხრანო. ტირილი არ იყო ეს, უფრო ბღავილი იყო. თემო ძალიან ნერვიულობდა და მივხვდი, რომ კაცები ბევრ რამეს ქალებზე მეტად განიცდიან. ამაში დავრწმუნდი, როცა წამოვედი და თემოსთვის ამ ეტაპზე გავხდი პრობლემა. სახეზე რომ შევხედე, ასე მეგონა, მისთვის ცუდს ვაკეთებდი. შემდეგ ავუხსენი, რომ ეს ჩვენ გვჭირდება და ბავშვიც ამერიკაში დაიბადება. ამერიკაში რომ ჩამოვედი, მაშინვე დამაზღვიეს, ულაპარაკოდ. აქ ფეხმძიმე ქალს ისეთ პატივს სცემენ, ისე უწყობენ ხელს, რომ ვერც წარმოვიდგენდი.
– ექიმი უკვე აიყვანე?
– კი, ამერიკელი ექიმია. ჩემმა ახლობელმა გააჩინა შარშან მასთან და არც დავფიქრებულვარ, ისე მივედი. ჯერ არ ვიცი, საკეისროს გავიკეთებ, თუ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარებ. თვალებზე პატარა პრობლემა მაქვს და თუ ჩემთვის მშობიარობა რეკომენდებული არ იქნება, მაშინ საკეისროს გავიკეთებ.
– ამერიკაში წასვლა უცებ გადაწყვიტე?
– მოულოდნელად, თორემ დიდი ხნის გადაწყვეტილი რომ მქონოდა, უფრო ადრე წამოვიდოდი. რადგან ამერიკაში საქმე მქონდა, ამიტომაც ვიფიქრე, ბარემ დავრჩები-მეთქი. თემოც მალე ჩამოვა და დაესწრება მშობიარობას. თუ საკეისრო კვეთა ჩატარდება, აუცილებლად უნდა დაესწროს – ძალიან მეშინია. ისეთი გადაბმულები ვართ, ყველგან ერთად დავდივართ, რომ ამაზე არც გვილაპარაკია, თავისით გადაწყდა. სადაც მე ვარ, ის არის მისთვის წმინდა ადგილი. თან, თავის შვილს ისე ეფერება გარედან, მგონი, შემეცილება. ბავშვის გაჩენის შემდეგ ხომ ახალბედა დედებს ძირითადად, დედის იმედი აქვთ, მე კი ზუსტად ვიცი, თემო ბავშვს ისეთ მამობას გაუწევს, არავინ აღარ დამჭირდება.
– ახლა ვინ გივლის, ვისთან ცხოვრობ?
– ამ ეტაპზე არ ვმუშაობ. არ მინდა, გადავიტვირთო. ვცხოვრობ ჩემს ახლობელთან, სადაც ადრე ვცხოვრობდი ხოლმე. მივლიან მაქსიმალურად. კომფორტს მიქმინიან იმისთვის, რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნო. თემო რომ ჩამოვა, მომხედავს. რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ გეგმებს, ქართულ სიმღერას განსაკუთრებულ პატივს ვცემ. ამიტომ, გადავწყვიტე, პატარა პროგრამასავით გავაკეთო და ქართული მუსიკის საღამოები მოვაწყო. ერთი შეიძლება, მშობიარობამდე მოვასწრო, დანარჩენი – მერე. რეტრო მუსიკა, ძველი კომპოზიტორების ძველი სიმღერები აქ ხალხს ძალიან ენატრება და მინდა, მათ ეს მონატრება შევუვსო. თან, არ მინდა, მხოლოდ ნიუ-იორკით შემოვიფარგლო, სხვა შტატებშიც წავალ.
– ვიცი, რომ ძალიან კარგი ამბავი გაქვს.
– კი, ძალიან კარგი ამბავი მაქვს და ყველაფერი უფრო გამიადვილდება. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა მომცა უფლება, რომ როგორც მომღერალმა, ოფიციალურად ვიმუშაო აქ. ხუმრობა არ არის, როცა ამხელა ამერიკა აღიარებს შენს ნიჭიერებას – კარგი მომღერალიაო. საბუთები გავაგზავნე და ველოდებოდი, თუ დამიდასტურებდნენ, რომ ამ ქვეყანაში მომღერლის ოფიციალური სტატუსი მქონოდა. გაგზავნიდან რამდენიმე დღეში მოვიდა პასუხი, რაც უკვე დიდი გამარჯვებაა. აქ მუსიკოსები თვეობით ელოდებიან პასუხს. პასუხში ეწერა: თქვენი პეტიცია დაკმაყოფილებულია და ჩვენს ქვეყანაში გააგრძელეთ თქვენი საქმიანობაო. საკუთარ თავზე გავიმარჯვე, რადგან ყველამ იცის, რომ საქართველოში არც თუ ისე მარტივი გზა მაქვს გავლილი. დიდი შრომის, ღელვის ფასად გავაკეთე ყველაფერი, მარტივად არაფერი მომსვლია. ისეთი ტიპი ვარ, შინაგანად არასდროს ვეცემი. ზუსტად ვიცი, რომ სადღაც, ღმერთი აუცილებლად მიჩვენებს გზას. ადვოკატმა რომ დამირეკა: შენ ამერიკამ დაგამტკიცა, როგორც ნიჭიერი მუსიკოსიო, ენა ჩამივარდა. ისეთი ემოცია მქონდა, რომ არ ვიცი. მაგრამ ჩემზე მეტი ემოცია ჰქონდა თემოს.
– როგორია შენი სტატუსი ამერიკაში?
– მე შევიტანე მოთხოვა იმაზე, რომ განეხილათ ჩემი, როგორც მუსიკოსის, მომღერლის საბუთები. თუ ჩათვლიდნენ საჭიროდ, რომ მე ვარ ღირსი ამ ქვეყანაში ლეგალურად ვიმოღვაწეო, მაშინ მოეცათ ეს ლეგალური სტატუსი. აბსოლუტურად ყველაფერი გავაგზავნე, შევაგროვე მასალები. მათ ყველაფერი განიხილეს – რამდენად გამოვადგებოდი ამ ქვეყანას, რა დონის მუსიკოსი ვარ და ასე შემდეგ. ყველაფერს ითვალისწინებენ. ახლა მაქვს უფლება, ოფიციალურად, ლეგალურად ვიცხოვრო ამერიკაში. ჩემი განხრით ვიმოღვაწეო და ვიყო აქაურობის სრუფასოვანი წევრი. ყველა უფლება მაქვს, გარდა იმისა, რომ არჩევნებში ვერავის მივცემ ხმას. ბავშვი აქ რომ დაიბადება, ისედაც ლეგალურად ითვლება და ასეც რომ არ იყოს, რადგან მე მაქვს ეს სტატუსი, მასაც ავტომატურად გადაეცემა. როგორც ადრე, ჩემს ცხოვრებაში ხშირად განვითარებულა კონკიას ისტორია, ახლაც ასეა. მე ხომ კონკიას ისტორიით ვცხოვრობ, მგონი, კონკია ვარ და არ ვიცი. რადგან ყველაფერი ასე ხდება ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერში სადღაც გამიმართლა.
– პრინციც იპოვე.
– ისეთი პრინცი მყავს ნაშოვნი, ბარე ორმა დაიკვეხოს ასეთი.
– რას აპირებ ბავშვის დაბადების შემდეგ?
– ბავშვი რომ დაიბადება, ცოტა ხანს დავრჩებით. მე ეს ვიზა მოძრაობის საშუალებას მაძლევს: სადაც მინდა, როცა მინდა, როგორც მინდა, იქ წავალ. ბავშვს ცოტა წამოვჩიტავთ მე და თემო და მერე ჩამოვალთ. თან, კონცერტებსაც გავწერთ ბოლომდე და წამოვალთ. შემდეგ იმ დროს დავბრუნდები, როცა კონცერტი მექნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამერიკაში ჩემი ყოველი კონცერტი ქართულ ენაზე იქნება, ქართულ მუსიკაზე დაფუძნებული. აქ ყველა თავის ენაზე იდეალურად მღერის და მათთან შეჯიბრება სისულელეა. მე ყველაფერს ისე ვეკიდები, რისი თავიც მაქვს. ქართული სიმღერით შემიძლია, აქ ვთქვა ჩემი სათქმელი, დანარჩენი მერე ვნახოთ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

скачать dle 11.3