კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამოისვირინგა თემო არაბიძემ ხელზე ყოფილი პრეზიდენტის ცოლის სახელი და რა გამოწვევა მოუწყო მას ცხოვრებამ, 19-დღიანი კომის სახით #10

იშვიათად მინახავს ისეთი პოზიტიური, ენერგიული, მიზანდასახული და იმავდროულად, მშვიდი, იუმორით აღსავსე ადამიანი, როგორიც, 26 წლის თემო არაბიძეა. მიუხედავად იმისა, რომ მან სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში, ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მოუწყო და ერთმა საბედისწერო შეცდომამ, ეტლში ჩასვა. არ ნებდება, შრომობს და დასახული მიზნისკენ თამამად მიიწევს. თემო, „ნიჭიერის“ გამარჯვებულია და ამ პროექტმა მისი ბედი მთლიანად შეცვალა. დღეს ის, „თიბისი ბანკის“ თანამშრომელია, ექსპერტების განყოფილებაში მუშაობს, იმავდროულად, ფიქრობს სამომავლო გეგმებსა და ოპერაციაზე, რაც მას ფეხზე დააყენებს.
თემო არაბიძე: ჩემი ცხოვრება, ერთმა წამმა შეცვალა. ეს იყო ჩემი ბედი და მოხდა ის, რაც მოხდა. 19 წლის ასაკში, ისეთი დარტყმა მივიღე, რომ დღესაც ეტლში ვზივარ. ავარიის შემდეგ, 19 დღე კომაში ვიყავი. ექიმები ჩემს გადარჩენას არც კი ვარაუდობდნენ, თუმცა, ღმერთმა არ გამწირა. მე, სასწაულების მჯერა და ჩემი კომიდან გამოსვლაც, სწორედ სასწაული იყო. ბრძოლა სიცოცხლისთვის, ყოველთვის ღირს. შემდეგ მოვახდინე ჩემი ადაპტირება, არ ჩავვარდი დეპრესიაში და არ გამჭირვებია ბედთან შეგუება. მანამდე, 9 წელი ვცეკვავდი, მის იქით ვერაფერს ვხედავდი. ცხოვრებამ გამოწვევა მომიწყო და მე ის დავამარცხე. მიმაჩნია, რომ ის, რაც მჭირს, ჩემი მისიაა, რომელიც უნდა შევასრულო. მგონი, ნელ-ნელა გამომდის.
– მითხარი, იმ საბედისწერო დღემ, მართლია, ეტლში ჩამსვა, მაგრამ დეპრესიაში ვერ ჩამაგდოო. თუმცა, შენი მომავლის გეგმები მთლიანად შეცვალა...
– რასაკვირველია, შეცვალა. მე არ ვარ მეოცნებე, თუმცა დასახული მიზნები, ნამდვილად მქონდა. დღევანდელ დღეს ხვალინდელით,  არასდროს ვკლავ. ანუ დღევანდელი დღე რომ მოვკლა ხვალინდელი დღის იმედით, ის ხვალინდელი დღე აღარ იქნება. ამიტომ, ვიბრძვი დღეს და ვაღწევ მომავალში. სულ ვფიქრობდი, კარიერაში როგორ წავწეულიყავი წინ. მსახიობობა მინდოდა და არც ახლაა გვიან. მე და ჩემი მეგობარი სცენარს ვწერთ.
– ესეც შენი მისიაა, რომ სცენაზე იდგე?
– მე აუცილებლად უნდა ვიდგე სცენაზე, რადგან ბევრი ადამიანი ზის ეტლში და იმედი აქვთ გადაწურული. მინდა მათ დავანახვო, რომ ცხოვრება არ დასრულებულა. მათ გამო, არ მაქვს უფლება, სახლში ჩავიკეტო და დეპრესიაში ჩავვარდე. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, სცენაზე ვიდგე, თუმცა, როცა ტაშს მიკრავენ, მერიდება, გულში კი მიხარია. „გრუსნიაკი“ ტიპი არ ვარ, უფრო მხიარული იმერელი ვარ (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ეტლში ვიჯექი, მაინც გამოვედი ფილარმონიის დიდ სცენაზე და ვიცეკვე, „ნიჭიერის“ გამარჯვებული გავხდი და ეს, ალბათ, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის დიდი სტიმული იყო. პირველად ეს პროექტი ტელევიზიით რომ გავიდა, 2010 წელს, მაშინ საწოლში ვიწექი და იმ დღიდან დავიწყე ფიქრი, რა  შეიძლება, გაეკეთებინა ჩემნაირ ტიპს, რომ  სცენაზე გამოსულიყო. 2014 წელს კი, გამარჯვებულიც გავხდი. არ დამავიწყდება, სანამ მოვიფიქრებდი, როგორ გამოვსულიყავი „ნიჭიერში“ და რა გამეკეთებინა, მეგობრის ქორწილში ვიყავი, მუსიკა რომ ჩაირთო და საცეკვაოდ გავიდნენ, დამავლო მეგობარმა ბიჭმა ხელი, ამიტაცა და ასე აპირებდა ჩემს აცეკვებას. „გამიტყდა“ და ვუთხარი, ჩამსვი ეტლში, მე, თავად ვიცეკვებ-მეთქი. და აი, მაშინ მივხვდი, რომ ფილარმონიაში უნდა მეცეკვა. ვერ ვიტან, როცა საცოდავი თვალებით უყურებენ ეტლში მჯდომ ადამიანს. ის ისეთივე სრულფასოვანია, როგორც ყველა დანარჩენი. ჩემში ეს სიბრალულის გრძნობა ჩავკალი, საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, არ იფიქრო ცუდზე-მეთქი. არ ჩავიკეტე სახლში, ვისწავლე,  დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ვმუშაობ, დავდივარ კარაოკე ბარში, მიყვარს სიმღერა,  ვფიქრობ, უამრავ გეგმაზე.
– ახლა, იმ ბინაში ცხოვრობ, რომელიც პროექტში მოიგე?
– მოგებული პრიზები გავიყავით მე და ჩემმა მეწყვილემ, ქეთი ზაზანაშვილმა. თუმცა, რადგან ბინა არ მქონდა თბილისში, დამითმო. ახლა, იმ ბინაში ვცხოვრობ. მე გამარჯვებისთვის არ გავსულვარ კონკურსზე, არც ის მიფიქრია, რას იტყოდა ხალხი. არ მაინტერესებდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას, მე ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენე, სულ ეს იყო. კიდევ ვამბობ, მე ჩემზე მეტად ის ხალხი მებრალებოდა, ვინც ეტლში ზის, დეპრესიაშია, სასოწარკვეთილებაში და იმედი აქვს გადაწურული. მათ გამო გამოვედი სცენაზე, ეს დავისახე მისიად. ვაჩვენე, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოინდომებ. ბევრმა ნამდვილად დაიბრუნა ცხოვრების ხალისი. ჩემ შემხედვარემ დაძლია დეპრესია-პესიმიზმი და  დღეს, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და რაც მთავარია, დასაქმებულია.
– ხელზე შეგამჩნიე ტატუ – ქალის სახელი. ეს შენი საყვარელი ქალის გამო გაიკეთე? საერთოდ, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ტატუ, რომელიც ხელზე გავიკეთე, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს უკავშირდება. მაწერია მიშა სააკაშვილის ცოლის სახელი – სანდრა. ეს მისდამი დიდი სიყვარულით გავიკეთე. ცოლი არ მინდა, მაგრამ ძალიან მინდა, მყავდეს გოგონა, რომ სანდრა დავარქვა. ეს ოჯახი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ვმეგობრობთ და ხშირად ვკონტაქტობთ. მიშას აგენტადაც კი შემრაცხეს ერთი პერიოდი. ნეტავ, ვყოფილიყავი, რა მიჭირდა, აგენტებს იმხელა შემოსავალი აქვთ (იცინის). ქალბატონი სანდრა ძალიან დამეხმარა, ავარიის შემდგომ, რთულ პერიოდში. დღეს ხშირად მოდის ჩემთან და მიშამაც დამპატიჟა უკრაინაში. წასვლას ვაპირებ. მე პოლიტიკაში არ ვერევი, უბრალოდ, გულწრფელი მეგობრობა შემიძლია. რაც შეეხება  პირად ცხოვრებას, მიყვარდა გოგო და ცხოვრებაში რისი დაკარგვისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის დავკარგე. ჩემნაირი ჯიუტი იყო და ამას შეეწირა ჩვენი სიყვარული. ჯიუტი კი ვარ, მაგრამ სიყვარულში ყოველთვის დამთმობი ვიყავი. თუმცა, ალბათ, ესეც ბედისწერაა. სულ ვამბობ, კარიერაში უფრო გამიმართლა, ვიდრე სიყვარულში-მეთქი. ჩემი ბრალიცაა, სამსახურში და მეგობრებთან ისე ვიღლები, პირადისთვის ვეღარ ვიცლი (იცინის). სხვათა შორის, სანდრამ მაჩუქა ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი ჩემი საყვარელი გოგონასთვის. ეკეთა და ატარებდა, მაგრამ, რომ დავცილდით, მოიხსნა და უკან დამიბრუნა. ზოგადად, ბევრი საჩუქარი მახსოვს მიშა სააკაშვილის ოჯახისგან. მეც ვჩუქნიდი ხოლმე, შეძლებისდაგვარად.
– თემო, აუცილებლად უნდა გკითხო, ახლახან გაიკეთე ხერხემლის ოპერაცია. რას ამბობენ ექიმები, არის შანსი, დამოუკიდებლად გაიარო?
– ცხოვრებაში ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, სულ ბეწვის ხიდზე მიწევს გავლა. შარშან,  საჭესთან ვიჯექი, ისე მოხდა, რომ ისევ ავარიაში მოვყევი. ლითონი, რომელიც ხერხემალში მქონდა დაზიანდა და დროთა განმავლობაში, გატყდა. ჩემი სამსახური ძალიან დამიდგა გვერდით და დამეხმარა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. რაც შეეხება დამოუკიდებლად გავლას, ამის ასპროცენტიანი შანსია და უცხოეთში უნდა გავიკეთო ოპერაცია. 70 ათასი ევრო ჯდება და ეტლს სამუდამოდ დავემშვიდობები. ფულს დამოუკიდებლად ვაგროვებ და აუცილებლად გავიკეთებ. ახლა წიგნს ვწერ, სადაც ჩემი ცხოვრებაა ასახული და მეცინება, ნაადრევად ხომ არ მომივიდა მემუარების წერა-მეთქი (იცინის).

скачать dle 11.3