კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #10

კითხვა: გამიგია, რომ თმის გაუფერულება  და მოშორება შეიძლება წყალბადის ზეჟანგით. ეს შეესაბამება თუ არა სიმართლეს და როგორ გამოვიყენო?
პასუხი: წყალბადის ზეჟანგით ანუ „პერეკისით,” შეიძლება, თმის გაუფერულება, ოღონდ, არა მოცილება. ამისთვის, საპნის ქაფში აურიეთ წყალბადის ზეჟანგის 3-პროცენტიანი ხსნარი და რამდენიმე წუთით წაისვით თმაზე, რომლის გაღიავებაც გსურთ. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კითხვა: ვარ 16 წლის, თმას ძალიან ხშირად ვისწორებ თმის უთოთი. იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა, რომ არ დამეწვას და დამიზიანდეს? იქნებ თმის აღმდგენი ბუნებრივი ნიღაბი მირჩიოთ?
პასუხი: გირჩევთ, უფრო იშვიათად გამოიყენოთ თმის უთო. თუ თმა დაზიანებული გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ სპეციალური შამპუნები და ბალზამი დაზიანებული თმისთვის. მაგალითად, შეიზილეთ თმაში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანეთ. მაგრამ ის უნდა გაიჩეროთ არაუმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში, დააზიანებს თმას. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.
კითხვა: ვარ 34 წლის, მაქვს გამომშრალი კანი. გთხოვთ, მირჩიოთ, სახის გამწმენდი ლოსიონი სახლის პირობებში როგორ დავამზადო? იქნებ, ასევე, მირჩიოთ, თვალთან წარმოქმნილი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებაც.
პასუხი: ასეთი საშუალებები მზა სახით იყიდება აფთიაქებში, სილამაზის სალონებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში. მათ არანაკლები ეფექტი აქვთ, ვიდრე სახლში დამზადებულ საშუალებას. რადგან მშრალი კანი გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კანის დამატენიანებელი კრემებიც, რომელთაც შეგირჩევთ კოსმეტოლოგი კანის დიაგნოსტიკური დათვალიერების შემდეგ.

скачать dle 11.3