კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიმკურნალოთ კვერცხის ნაჭუჭით #10


კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ბევრ მინერალს. შეიცავს ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას და ასე შემდეგ. მდიდარია ამინომჟავებით. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი შემადგენლობა პატარა ბავშვის ორგანიზმისთვის.
ის უნდა მიიღოთ წლის განმავლობაში ერთხელ, ორი-სამი კვირის განმავლობაში, როგორც წესი, დღეში ერთი სადილის კოვზის ოდენობით. შეგიძლიათ, მიიღოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროსაც. შეურიეთ ის თუნდაც ხაჭოს საუზმეს და მიირთვით ამ სახით – ეს ხელს უშლის რაქიტის, ანემიისა და სხვა მრავალი დაავადების განვითარებას.
სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ახალი კვერცხის ნაჭუჭი და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სრულიად ჯანმრთელი ქათმის კვერცხია. გარეცხეთ კვერცხი საპნითა და თბილი წყლით. ერთი სადილის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში და მოათავსეთ მასში ნაჭუჭები ნახევარი საათით. შემდეგ შეინახეთ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილ ტემპერატურაზე, თუნდაც თბილ ღუმელში. ფხვნილის სახით კვერცხის ნაჭუჭი შეგიძლიათ, შეინახოთ მხოლოდ თავდახურული მინის ჭურჭლით გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას.
თქვენ შეგიძლიათ, დააჩქაროთ მოტეხილობების მკურნალობა, თუ 3-ჯერ დღეში მიიღებთ ერთ სადილის კოვზ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს ერთ ჭიქა წყალთან ერთად, სანამ ის ფსკერზე არ ილექება. 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმარისია დღეში ერთი ჩაის კოვზი.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს რეგულარულად, ყოველ წელს ორი-სამი კვირის ხანგრძლივობით. სადილიდან ათი-ოცი წუთის შემდეგ მიიღეთ ნახევარი სადილის კოვზი ფხვნილი რძესთან, იოგურტთან ან რაიმე წვენთან ერთად.
თუ გულძმარვა გაწუხებთ, ორი ჩაის კოვზი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი კარგად გახსენით ერთ ჭიქა რძეში. მიიღეთ ყოველდღიურად. ერთი თვის შემდეგ შეისვენეთ ორი კვირით და მომდევნო ერთი თვე შეგიძლიათ,  მისი გამოყენება ისევ განაგრძოთ.
კუჭის ტკივილის დროს ათი დღის განმავლობაში მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ფხვნილი ჭამამდე ერთი საათით ადრე. მაგრამ ამ შემთხვევაში, ფხვნილი უნდა „შეწვათ“ მანამ, სანამ ის მოყვითალო ფერს არ მიიღებს. შეგიძლიათ, შეურიოთ ცოტა ლიმონის წვენი. ლიმონი უნდა იყოს ახალი. ფხვნილი ლიმონის წვენთან ერთად სასარგებლოა ბავშვებში დიათეზის სამკურნალოდ. ერთ ჩაის კოვზ ფხვნილს დაასხით დაახლოებით მეოთხედი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, დაამატეთ ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი. შეგიძლიათ, ეს რეცეპტი გამოიყენოთ ხანგრძლივად, 1-2 თვის განმავლობაში. მაგრამ ნელ-ნელა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეამცირეთ ფხვნილის რაოდენობა და გამოიყენეთ იმ ოდენობით, რაც  დანის წვერზე მოთავსდება.
თუ შესაძლებელია, უკეთესი ეფექტი აქვს მწყრის კვერცხს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მას პატარა და თხელი ნაჭუჭი აქვს, რთული შესაგროვებელია. ასე რომ, ქათმის კვერცხი ყველაზე მოსახერხებელია.
ნუ გამოიყენებთ იხვის ან ბატის კვერცხს, რადგან მათში ხშირად ბუდობს სხვადასხვა ბაქტერია, მათ შორის, სალმონელა და სხვა. კვერცხის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, იყოს თეთრი ან ყავისფერი. ყველაზე უსაფრთხოა მოხარშული კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება, თუმცა მეტი სამკურნალო ეფექტი აქვს უმი კვერცხის ნაჭუჭს. გამოყენების პროცესში თუ რაიმე სახის უკუჩვენებას შენიშნავთ, ბუნებრივია, მიღება უნდა შეწყვიტოთ. ნუ გამოიყენებთ მას, თუ სხვადასხვა ორგანოს მნიშვნელოვანი პათოლოგიები გაწუხებთ.
ბავშვებში კალციუმის ნაკლებობისას, შეგიძლიათ, მისცეთ მათ ასევე, ლიმონის წვენში გახსნილი ნაჭუჭის ფხვნილი, რომელიც ათი დღე იქნება შენახული ბნელ და გრილ ადგილას. ამ დროის გასვლის შემდეგ, დაასხით იმდენივე თაფლი, რამდენიც თვითონ ნარევია. კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი უნდა იყოს ერთი ჩაის კოვზი, ლიმონის წვენი იმდენი, რომ ფხვნილი დაფაროს. მიეცით პატარას დღეში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში.
ის ეფექტურია კარიესის, ოსტეოპოროზის, ხერხემლის, ალერგიის, ასთმის სამკურნალოდ. ასევე, დამწვრობის, გასტრიტის, დიარეის, ნაღვლის ბუშტისა და ასე შემდეგ, სამკურნალოდ.

კოწახურის სარგებლიანობა
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კოწახურის ნაყოფი, ასევე ფოთლები. ფოთლები ყველაზე სასარგებლოა მაის-ივლისში. სასარგებლოა ასევე, მისი ფესვებიც, განსაკუთრებით გვიან შემოდგომაზე, ქერქი კი – ადრეულ გაზაფხულზე. ნაყოფი უნდა შეაგროვოთ, სანამ ძალიან დამწიფდება, თუმცა არა – მკვახე. მწვანე ნაყოფი პირიქით, შხამიანია. ნაყოფი უნდა შეინახოთ გამხმარი, ნორმალურ ოთახის ტემპერატურაზე. კარგად ინახება ქაღალდის ჩანთაში, მუყაოს ყუთებში.
კოწახურს აქვს ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, სიცხის დამწევი, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები.
კოწახურის ფესვები აუმჯობესებს ნაღვლის ფუნქციონირებას. ქერქი ებრძვის ქრონიკულ ანთებასა და პანკრეატიტს.
მშრალი ხილი რეკომენდებულია ორსულ ქალებში გულის რევის დროს. ფოთლების ინფუზია ეფექტურია ნაწლავის ანთებითი პროცესების, ქრონიკული დიარეის, კრუნჩხვების, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, კუჭის წყლულების, დიზენტერიის დროს.
ამ მცენარისგან მომზადებული სასმელი კარგი საშუალებაა, როგორც სიცხის დამწევი პნევმონიის, პლევრიტის, ფილტვის ტუბერკულოზისა და უბრალოდ, ხველის დროს.
ნივთიერებები, რომელსაც კოწახურის ქერქი და ფოთლები შეიცავს, აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. ფესვები გამოიყენება, როგორც შარდმდენი. ეფექტურია შარდის ბუშტის პათოლოგიების, თირკმელში კენჭების არსებობის შემთხვევაშიც.
მისი წვენი ხელს უწყობს მადის გაუმჯობესებას. მწიფე კოწახური თაფლთან ერთად იცავს ორგანიზმს დასხივებისგან.
ეფექტურია ელენთის სამკურნალოდ. ფესვისა და ქერქის ინფუზია კარგი საშუალებაა პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ეფექტურია თვალის ანთების, ჭრილობების, ეგზემის, ართრიტის, რევმატიზმის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის დროს.
ერთ ჩაის კოვზ კოწახურის ქერქს ან ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ხარშეთ 2-3 წუთი. შემდეგ გააჩერეთ ერთი წუთით, გაწურეთ და ნაყენი მიიღეთ ერთი სადილის კოვზის ოდენობით, საათში ერთხელ, ჭამამდე. განსაკუთრებით ეფექტურია დიარეის დროს.
ორ კოვზ კოწახურის ძირებს (დაფქული სახით) დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი. წამოადუღეთ ერთი წუთით, ერთი საათი დააყოვნეთ და შემდეგ მიიღეთ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების არსებობის შემთხვევაში.
ერთი სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 250 მილილიტრი 40-პროცენტიანი არაყი. ერთი კვირა შეინახეთ ბნელ ადგილას. გაფილტრეთ. 20-30 წვეთი გააზავეთ წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ კვებამდე.
არ შეიძლება მისი გამოყენება მენოპაუზისა და მშობიარობის შემდეგ. ორსულობის პერიოდში კარგია მხოლოდ კოწახურის ნაყოფის წვენის გამოყენება. არ შეიძლება ქერქის ან ფესვების მოხმარება. ასევე, არ უნდა გამოიყენოთ ეს ქოლელითიაზის, ღვიძლის ციროზის, ჰეპატიტის რთული ფორმის, ინდივიდუალური აუტანლობის დროს და 12 წლამდე. თუმცა ეს არ ეხება ხილს, რომელიც აუცილებლად მწიფე უნდა იყოს.
აუცილებელი
ხალხური რეცეპტები
* მადის დასაქვეითებლად – ერთი  სადილის კოვზ სიმინდის თმას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი საათი. მიიღეთ ერთი სადილის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* ფაღარათის სამკურნალოდ აიღეთ კაკლის 20 გრამი ახალგაზრდა ფოთლები. დაასხით 200 მილილიტრი წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
* ცისტიტის დროს – ორი სადილის კოვზ ფარსმანდუკს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ათი დღის განმავლობაში.
* ხველების დროს – აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი, სულ რამდენიმე წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში და როგორც კი დარბილდება, მაშინვე ამოიღეთ. ფოთლის ერთ მხარეს წაუსვით თაფლი და დაიდეთ გულ-მკერდზე. დაიფარეთ მთელი გულ-მკერდი ფოთლებით. გადაიფარეთ ზედ პირსახოცი. კარგი იქნება, თუ ამას ძილის წინ გააკეთებთ და ფოთლებს მთელი ღამით დაიტოვებთ გულ-მკერდზე. შეგიძლიათ, პროცედურა 5-ჯერ გაიმეოროთ.
* დაჟეჟილობის სამკურნალოდ – კარგად მოხარშეთ ძველი ლობიო. გასრისეთ და მიღებული მასა დაიდეთ მტკივნეულ ადგილას. შემოიხვიეთ პირსახოცი მჭიდროდ და დაიტოვეთ მთელი ღამე.
* ჭიების სამკურნალოდ – 3-7 გრამი ატმის გამხმარი თესლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ მესამედი ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე ერთი საათის ადრე.

ოსტეოქონდროზის მკურნალობა სახლის პირობებში
ოსტეოქონდროზის ერთობლივი – ტრადიციული და ხალხური გზებით მკურნლობა ბევრად შედეგიანია.
ოსტეოქონდროზის სახლის პირობებში მკურნალობა შეიძლება სამი მეთოდით: მასაჟი, სპეციალური მოწყობილობების გამოყენება, სამკურნალო ფიზკულტურა.
ჩამოთვლილი საშუალებების უპირატესობაა: ხელმისაწვდომობა, სიმარტივე და უსაფრთხოება.
ძალიან ეფექტურია მასაჟი. შეგიძლით თქვენ თვითონაც დაიმასაჟოთ კისერი. თუ პროცედურები წარმატებით ჩატარდება, კისრის ნაწილის კუნთები მოდუნდება, აღდგება სისხლის მიმოქცევა და დაცხრება ტკივილი. საკუთარი თავისთვის მასაჟის გაკეთებას აქვს რამდენიმე წესი. თუ ზედმეტად გამოიყენებთ მას და დაძაბავთ თავს, შეიძლება გაიუარესოთ მდგომარეობა.
მასაჟი უნდა გაკეთდეს მხოლოდ თითებით. მოძრაობები უნდა იყოს ცენტრიდან გვერდებზე. მოცემულ შემთხვევაში ხერხემლიდან პერიფერიისკენ. არ შეიძლება, ძალის დატანება, მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი, მაგრამ საკმარისად შესამჩნევი. მასაჟი უნდა ტარდებოდეს ნელი ტემპით და თანაბრად.
თვითმასაჟირების ბევრი ტექნიკა არსებობს. მაგალითად, დაჯექით სკამზე, დადეთ ერთი ფეხი მეორეზე. დაეყრდენით მუხლებს იდაყვით. თუ ზემოთ არის მარცხენა ფეხი, მაშინ ხელი უნდა იყოს მარჯვენა და პირიქით. მოათავსეთ თითები ხერხემალზე, კეფასთან ახლოს და დაიწყეთ ნელი წრიული მოძრაობები, ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით. შეიცვალეთ მდგომარეობა 5-6 წუთის მერე.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს. სწორედ ასეთ ვარჯიშებს ძალუძს კისრის კუნთოვანი ბოჭკოების გამაგრება და მიზანმიმართული წვრთნა. ასევე; აუცილებელია კვების რაციონალური პრინციპის დაცვა. რაციონში ცილების, ვიტამინების შემცველობა საკმარისი უნდა იყოს. ცხარე კერძები და სპირტიანი სასმელების მიღება არ არის მიზანშეწონილი. სამკურნალო კვება მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ.

скачать dle 11.3