კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #10

ქოქოსაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ქოქია.
ამავე ძირისაა გვარი ქოქიაშვილი.
გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი – ქოქოსა. შემდეგ კი ის საფუძვლად დაედო ქოქოსაშვილთა გვარს.
მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანს და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.
ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და ამბობენ, რომ ქოქოსაძე და ქოქოსაშვილი ხელობა-საქმიანობისგან მომდინარეობს.
საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.
ლაკვეხელიანი
ამ სვანურ და რთულფუძიან გვარს, ჩვენი ვარაუდით, ხელობა-საქმიანობასთან მივყავართ.
ლაკვა ჯურღმულ ნაგებზე მიგვანიშნებს, მეორე ნაწილი გვარისა კი – ხელზე. ანუ, ჯურღმული ნაგების შემქმნელი კი ხელია. გვარი შედგება: 1. ლაკვა; 2. ხელი და სუფიქსი – ანი.
გვარის ადრინდელი ფორმა ყოფილა ლაკოხელიანი – ლაკაუხელიანი.
„კაცია ლაკოხელიანს ჰყავს ძმა გიორგი, იყვნენ ცაგერის ღვთისმშობლის მრევლნი, მოიხსენიებიან 1656 წელს“.
საქართველოში 127 ლაკვეხელიანი ცხოვრობს: ცაგერში – 59, ქუთაისში – 40, თბილისში – 9. არიან სხვაგანაც.
ძამაშვილი
ძამაშვილი უძველესი გვარ-სახელია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ძამა, ძამია.
1713 წლის გაყრილობის წიგნში, რომელიც კათალიკოს დომენტის ამილბარ და სხვა მაღალაძეებისთვის მიუცია, მოხსენიებულია ბიძინა ძამაშვილი.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მორიგეთა ნუსხაში მოიხსენიება ლაზარე ძამაშვილი.
ძამაშვილი მენთეშაშვილთა შტო-გვარია.
ასევე, გვხვდება გვარი – ძამანაშვილი.
საქართველოში 817 ძამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 380, გარდაბანში – 248, რუსთავში – 52. არიან სხვაგანაც.
ბებიაშვილი
გვარი ბებიაშვილი არცთუ გავრცელებული გვარია. ის გვხვდება ზესტაფონში, თბილისსა და თერჯოლაში.
მერაბ კეზევაძის „ქართული გვარ-სახელები იმერეთში“ – ბებიაშვილები მოიხსენიებიან თხილთაწყაროში, მარტოთუბანსა და რუფოთში.
გვარი ბებიაშვილი მოიხსენიება ასევე, „პირთა ანოტირებულ ლექსიკონში“: „ბებიაშვილი გიორგი – მღვდელი, სახლიკაცი სორაზან ბებიაშვილისა“.
„ბებიაშვილი იორამ-დეკანოზი, მოწმე ივანა და პაპუნა ქურდაძეების მიერ როსაბ მაჭავარიანისთვის მიცემულ ყმად თავდაწერილობის წიგნისა, 1612 წელს“.
„ბებიაშვილ სორაზანს ჰყავს სახლიკაცები: მღვდელი გიორგი, იორდანა, ბეჟან, ქუმსიაშვილი გიორგი“.
საქართველოში 529 ბებიაშვილი ცხოვრობს. ზესტაფონში – 255, თბილისში – 84, თერჯოლაში – 76. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3