კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქორწინების ეტაპები #10



აღმოჩნდა, რომ ქორწინება შვიდი ეტაპისგან შედგება. თუ წყვილებს ამ ეტაპების შესახებ მეტი ინფორმაცია ექნებათ,  განქორწინებათა რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.
ჩვენ თავად ვირჩევთ მეწყვილეს, მაგრამ იმისთვის, რომ შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიყვარული ოჯახურ ცხოვრებაში, საჭიროა, კარგად შევიცნოთ ერთმანეთი, დავმეგობრდეთ და მხოლოდ შემდეგ შევიყვაროთ. სხვა შემთხვევაში, როგორც კი რომანტიკა გადის, ვარდისფერი სათვალე იხსნება და პარტნიორები პირველ სირთულეებს, ურთიერთობის პირველ გამოცდას აწყდებიან. ბევრი კი საერთოდაც  მიიჩნევს, რომ სიყვარული გაქრა.
ერთგულება და მოთმინება სიყვარულის მთავარი თვისებაა.
არსებობს ურთიერთობის შვიდი ეტაპი, რომელიც გაჩვენებთ, როგორ მოდის ნამდვილი სიყვარული და ურთიერთობა დროთა განმავლობაში.
1. შოკოლად-თაიგულის ეტაპი
რომანტიკული ეტაპი დაახლოებით თვრამეტი თვე გრძელდება. როცა ორგანიზმში გამოუმუშავდებათ ჰორმონები, რომლებიც ეხმარება მათ, სამყარო ნათელ ფერებში დაინახონ. ამ პერიოდში მათ ყველაფერი მოსწონთ თავიანთ პარტნიორში. ამიტომ ამ პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია და იმიტომ.
2. გადავსების ეტაპი
პერიოდი, როცა გრძნობების ზღვა ცხრება და თქვენ, ნელ-ნელა ეჩვევით ერთმანეთს, უფრო თავისუფლად და ბუნებრივად იქცევით.
3. ზიზღის ეტაპი
ზიზღის ეტაპი გარდაუვალია ნებისმიერი, ხანგრძლივი ურთიერთობის დროს. ამ ეტაპს ახასიათებს ერთმანეთის ხასიათში ნაკლის გამოვლენა.  ფიქრობთ, რომ ამის თავიდან არიდების ყველაზე მარტივი გზა, დაშორება ან განქორწინებაა.  ნუ იჩქარებთ. გადადით ახალ ეტაპზე.
4. მოთმინების ეტაპი
ამ ეტაპზე პარტნიორები სიბრძნეს იძენენ. დაპირისპირებები უკვე აღარ ატარებს დრამატულ ხასიათს, რადგან ორივემ იცის, რომ კამათი სრულდება, ხოლო ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს.
5. მოვალეობისა და პატივისცემის ეტაპი
ეს ნამდვილი სიყვარულის პირველი ეტაპია, აქამდე ხომ სიყვარული არც არსებობდა. პარტნიორები იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რისი გაკეთება და მიცემა შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის.
6. მეგობრობის ეტაპი
ამ პერიოდში პარტნიორები ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან. ენდობიან ისე, როგორც ყველაზე ახლო მეგობარს. მეგობრობის ეტაპი გზას ხსნის ნამდვილი სიყვარულისკენ.
7. ჭეშმარიტი სიყვარულის ეტაპი
ჭეშმარიტ სიყვარულამდე დიდხანს მიდიან. ჭეშმარიტი სიყვარული – ეს ციდან ჩამოვარდნილი მოულოდნელობა არ არის.
გახსოვდეთ, ჭეშმარიტ სიყვარულს ადამიანი იძენს მაშინ, როცა უარს ამბობს ეგოიზმზე.

რა  სურთ  მამაკაცებს

ბევრს წერენ იმაზე, თუ რა სიამოვნებთ და უყვართ  ქალებს, რა სურთ მათ და მამაკაცებს რჩევებსაც კი სთავაზობენ. სამაგიეროდ, ცოტა რამ იწერება იმაზე, თუ რა სურთ და რა სიამოვნებთ კაცებს.  არავინ გვასწავლის, როგორ  უნდა ასიამოვნო კაცს და დაიპყრო მისი გული.
დავიწყოთ ყველაზე მთავარით – თუ გსურთ, დაიპყროთ კაცის გული, არასდროს მოაბეზროთ მას თავი, არ შეაწუხოთ და არ დაღალოთ ზედმეტი  შეკითხვებით. აცადეთ, მოენატროთ, მიეცით საშუალება, თქვენზე იფიქროს. სწორედ ამ ფიქრშია მონატრება და ფანტაზია, რომელიც კაცს მოსწონს და იზიდავს.
არასდროს აგრძნობინოთ კაცს, რომ მისი ხართ ბოლომდე, კაცი მონადირეა და არ ნადირობს უკვე მონადირებულ ნადავლზე. კაცისთვის, ყველაფერი ძნელად მოსაპოვებელი, გაცილებით ტკბილია, ვიდრე ადვილად ხელში ჩასაგდები. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ კაცები ცოტა ზარმაცები არიან –  ბევრი არც დევნა უყვართ. არ აფიქრებინოთ, ამას ვერ მოვინადირებ, ტყუილად გავედევნებიო.
გირჩევთ, კაცისთვის იყოთ ბევრად უფრო სასურველი.
კაცებს ასევე უყვართ სითბო, თუნდაც აგვისტოს ცხელი დღე იყოს. უყვართ, როცა ქალები თავს ევლებიან, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს. ზედმეტადაც არ გაანებივროთ, თორემ შეიძლება, დაკარგოთ.
ის ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, რომ თქვენ მეტი შეგიძლიათ. დაუტოვეთ თქვენი დაკარგვის შიში. არასდროს აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ყოველთვის გყავდეთ ინტერესის ქვეშ.
და კიდევ, მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალები აქტიურობენ, ინიციატივას იჩენენ და სიახლეებს სთავაზობენ.

ასიამოვნეთ
 საყვარელ ქალს

გაიგეთ უფრო მეტი ქალების სურვილების შესახებ, რომელსაც ერთმანეთს ხშირად უზიარებენ. გაითვალისწინეთ და თქვენს პარტნიორს უფრო მეტად შეუყვარდებით, ბედნიერება ხომ წვრილმანებშია!
მაგალითად, როგორ აამოთ ცოლს:
1. წაიყვანე ბავშვები მთელი დღით. ასეთი სახით თქვენ დაეხმარებით ცოლს, რომ მან საკუთარ თავსაც დაუთმოს დრო და განიტვირთოს კიდეც;
2. აალაგეთ საწოლი;
3. ჩაჰკიდეთ ხელი საზოგადოებაში;
4. დაგეგმეთ მთელი პაემანი დამოუკიდებლად – დაჯავშნეთ ადგილი, შეარჩიეთ რესტორანი. მას ეს ძალიან მოეწონება;
5. უყიდეთ დაბადების დღის, ან ვალენტინობის საჩუქარი შეკითხვის გარეშე;
6. მიართვით ყვავილები ან შოკოლადი სრულიად ჩვეულებრივ დღეს;
7. დარეცხეთ ჭურჭელი სადილის შემდეგ – მან ხომ ძალიან დიდი დრო დახარჯა გემრიელი კერძის მომზადებაში;
8. შეხედეთ მას და უთხარით, რომ ის მშვენიერია;
9. მიეცით ნება, რომ ჩართოს ფილმი, როგორიც არ უნდა იყოს ის და წუწუნის გარეშე უყურეთ მასთან ერთად;
10. მოაწესრიგეთ მისი მანქანა (თუკი ჰყავს, რა თქმა უნდა): გაუვსეთ საწვავით, გარეცხეთ და მტვერსასრუტით გაწმინდეთ;
11. დილით მოუმზადეთ ყავა;
12. ხშირად უთხარით, რომ გიყვართ;
13. არ შებოჭოთ, მიეცით თავისუფლება.

скачать dle 11.3