კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #10

სინანულის მომტანს ნეტარება მოელის, ხოლო შეუნანებელს – სატანჯველი
ნეტარია, ვინც გამოსწორდა სინანულით და თავისი ცხოვრებით შეავედრა თავი ჩვენს უფალს! ამ ქვეყნიდან გადასახლებული, ის სასუფეველში მოისვენებს, წმიდანთა ნავსაყუდელში. თავიდან აიცილებს განკითხვასა და საშინელ სატანჯველს, რომელიც საუკუნოდ დასჯილ სატანას მოელის. ნეტარია, ვინც ყოველთვის ცრემლებით მოიხილავს თავის უსჯულოებას და არ დატკბება ამქვეყნად აღსრულებულ საძაგელ საქმეებზე ფიქრით! ის სიხარულთა პალატებში შევა და ყოველთა მართალთა და წმიდათა დასთან ერთად, დატკბება ნეტარებით ახალ, წარუვალ სამყაროში. მაგრამ, ვაი, მე, საწყალობელს, ჩემო საყვარელნო! იმზომად ხისტი, უხეში, ქვის გული მქონია, რომ სრულიად დავივიწყე განკითხვის დღე, როცა აღარ იქნება არც (საღმრთო მოწყალების) სიუხვეები, არც ცოდვათა მიტევება. ვაგლახ, მე, როცა იქ შეუნანებელი წარვდგები!  უფალო, ნუ შემმუსრავ მე, ჩემი უსუჯლოებებისთვის, რათა შიშით შეძრწუნებული და მთრთოლვარე არ წარვდგე შენი დიდებულების წინაშე! მომმადლე მე, უფალო, სინანული და ცოდვათა მოტევება, განმწმიდე მე არაწმიდებისგან, როგორც იესეს ძე (დავითი) განწმიდე. გაფუცებ შენ იმ დღეს, რომელშიც ჯვარს მიგამსჭვალეს: მოწყალე იყავ ჩემ, ცოდვილის მიმართ და განმწმიდე მე შენი მადლის მიერ!

არ ცთუნდე
ნუ მოიხიბლები ქვეყნიური ამაოებით, არამედ ძრწოდე სამსჯავროს წინაშე!
რისთვის აძლევ ნებას, ჰოი, მოკვდავო კაცო, ამა წარმავალ ქვეყანას, გაცთუნოს შენ და ესოდენ მშფოთვარებას სწევ თავს, სტანჯავ რა ამაო შრომით?! ქვეყანა ესე იმად აღგძრავს, რომ სულ უფრო მეტი და მეტი სიმდიდრე შეიკრიბო; ხოლო, როცა დასასრული მოვა, სიმდიდრე მიგატოვებს და შენ სრულიად ვერ ისარგებლებ მისით. იფიქრე, ადამიანო ჟამზე ამქვეყნიდან შენი განშორებისა და გაიხსენე ის მდიდარი, რომელიც წყლის ერთ წვეთს ნატრულობდა (ჯოჯოხეთში)! მანამ ჯერ კიდევ ცოცხალი  ხარ, მოწყალება გაიღე გლახაკთათვის, და ქრისტე, თავისი აღთქმისაებრ, აქაც მოგაგებს საზღაურს და მომავალ საუკუნეშიც: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათ. 5,7) ღმრთისა მიერ (საყოველთაო) მკვდრეთით აღდგომის დღეს. თესე მოწყალება გლახაკთა ხელებში და ელოდე მკვდრეთით აღდგომას: მაშინ მოხვალ და სიხარულს მოიმკი. ახლოვდება დღე (ქვეყნის) დასასრულისა, რომელშიც ქრისტე მოვალს ანგელოზთა დასებითურთ; თავის მსვლელობას ის იებუსეის (სიონის) მთისკენ მიმართავს და მინიშნებით უბრძანებს ანგელოზებს, მთელი კაცთა მოდგმა შეკრიბონ. დადგამენ საყდარს – ტახტს, დაჯდება მსაჯული, და მოვლენ (ყოველნი) ტომნი მსჯავრის მისაღებად თავიანთი საქმეებისათვის. შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, და შენ გულუხვებით მოგვიტევე ცოდვანი ჩვენნი. სად დავიმალები მე შენი მოსვლისას, კაცთმოყვარეო? სიმაღლენიც, სიღრმენიც და ზღვებიც – ყოველივე აღსავსეა შენით. შენ მოგეახლები, უფალო, და შენ შეგივრდები, ვითარცა ის სნეული დედაკაცი, რომელიც შენი სამოსლის კიდეს შეეხო და განიკურნა სნეულებისგან. და რაკი შენი ცხოველისმყოფელი ჯვრის წინაშე ვეძიებ მე თავშესაფარს, დაე, მისით ვიქმნა ხსნილი ცეცხლისგან. დაე, მისი ძალით დავიმკვიდრო ცათა სასუფეველი.
                                                                                                                                                     
შეგონება სინანულისათვის
მოიქეცით სინანულად, ჰოი, ცოდვილნო, რამეთუ დიდხანს როდი იქნება აყვავებული ქვეყანა ესე! მოახლოებულია მისი დასასრული. ნეტარნი არიან მონანულნი. სამსჯავრო მოელით ცოდვილებს, რომელთაც არ აღუსრულებიათ კეთილმსახურების საქმენი. თუკი შენი სიმართლით განვგვსჯი, უფალო, ვინ გამართლდება სამსჯავროზე?! ნუ დავამყარებთ იმედებს სიმდიდრესა და ღირსებაზე. ეს ვერ გვიხსნის სიკვდილისა და საუკუნო ცეცხლისაგან. ჩვენი სასოება ღმერთზე დავამყაროთ, რომლის ხელთაცაა ჩვენი სიკვდილიცა და სიცოცხლეც. ის გვიხსნის ჩვენ ბოროტის მოქმედთათვის გამზადებული წყვდიადისგან. ნუ დავუკარგავთ საკუთარ თავს საუკუნო ცხოვრებას და ნუ მივეჯაჭვებით ხანმოკლე, წარმავალ ცხოვრებას, რომელიც ერთ დროს გაგვისხლტება ხელიდან. რამეთუ რა სარგებლობა ექნება ადამიანს, თუკი მთელს მსოფლიოს შეიძენს, თავის სულს კი გეჰენიაში ჩააგდებს, სადაც ცეცხლი არ ქრება?! მაშ, საქმეებით სათნო-ვეყოთ მეუფე ქრისტეს, ვისთვისაც გაცხადებულია ჩვენი ზრახვები, რათა უზრუნველობაში შთაფლულნი არ გვპოვოს და არ გვითხრას: „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!“ (მათ. 7,23). სანამ ჩვენ, ჯერ კიდევ ამა წარმავალ მსოფლიოში ვიმყოფებით, და ვიდრე განღებულია ჩვენთვის (უფლის) სიუხვეთა კარნი და ვიდრე ძალგვიძს, მივიღოთ ცოდვათა მიტევება – მოწყალე ვჰყოთ ჩვენდამი სიმართლე ჩვენი მოქცევით ბოროტისგან სიკეთისაკენ. და ამით ვიხსნათ თავი საშინელ სამსჯავროზე, რომელზეც სასტიკი ქენჯნაა და რომლის შემდეგაც დაუსრულებელი სატანჯველნია.

скачать dle 11.3