კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #1

კითხვა: ათი მცნებიდან მესამე მცნებაა: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. როდის არღვევს ამ მცნებას ადამიანი?
პასუხი: მესამე მცნებას ადამიანი არღვევს, როცა გმობს უფალს, ანუ ამბობს უკადრის სიტყვებს უფლის მისამართით; წუწუნებს ღმერთის მიმართ, ეჭვი შეაქვს მის სამართლიანობაში; მკრეხელობს, საღმრთო ქმედებებზე ხუმრობს ან ლაზღანდარობის თემად აქცევს; უყურადღებოა ლოცვის მიმართ; ტყუილად იფიცებს; გატეხს ფიცს, არღვევს აღთქმას, რომელიც ღმერთს მისცა; უაზროდ იფიცებს ღმერთის სახელს უბრალო საუბრებსა და ურთიერთობებში.
კითხვა: რამდენად მძიმეა ქედმაღლობის ცოდვა?
პასუხი: ქედმაღლობის ცოდვა არა მხოლოდ იმ ადამიანს ამძიმებს, რომელსაც ეს ახასიათებს, არამედ სხვებზეც დამთრგუნველად მოქმედებს. ჩავიხედოთ საკუთარ თავში – რა მოგვწონს, რა გვაქვს ისეთი, რომ სხვებზე უკეთესად მივიჩნიოთ თავი. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ხომ უფლის ბოძებულია და უფლის ნაწყალობევით ამპარტავნების უფლება არავის აქვს. ქედმაღლობის მკურნალია სიმდაბლე. სიმდაბლესა და ყოველივე სათნოებას კი, ადამიანის გულში ეკლესია ააღორძინებს. იარეთ ეკლესიაში, იცხოვრეთ ღვთიურად და არა მხოლოდ ქედმაღლობის ცოდვას, სხვა ბევრ სიმძიმესაც მოიშორებთ.
კითხვა: როგორ ვამრავლოთ სიყვარული მოყვასისადმი?
პასუხი: ყოველთვის წარმოიდგინეთ თქვენი თავი მოყვასის ადგილას და მოყვასი – თქვენს ადგილას.
კითხვა: რატომ მიიჩნევა ზრახვა ისეთივე ცოდვად, როგორიც ქმედება?
პასუხი: უფალი კრძალავს არა მხოლოდ ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსა და ზრახვებს. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ეს აუწმინდურებს სულს, გარდა ამისა, ბოროტი სურვილებისგან იშვება ბოროტი ქმედებანი. მოქმედება ხომ სურვილების გამოვლინებაა. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ბოროტი სურვილებისა და ზრახვების დათრგუნვა.

скачать dle 11.3