კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვის შევჩივლო ჩემი გულის დარდები“ #10

ანუ სექსი – დამქირავებლის ხარჯზე

 მაშინ, როდესაც ჩვენ დემოკრატიას ვეტრფით და სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებად ვიქეცით (და მერე რა, რომ რაინდიც ცოტა ხმამაღალი შეფასებაა და ისიც, რომ მავანნი სიტყვის თავისუფლებაში მხოლოდ საკუთარი სიტყვის თავისუფლებას გულისხმობენ და დემოკრატიაც ისე ესმით, როგორც მხოლოდ საკუთარი უფლებები?!), მეტიც, იმდენად გაგვიტაცა ამ პროცესმა, რომ პურიც დაგვავიწყა და გეოპოლიტიკური ვნებებიც, ჩვენ გარშემო ამტყდარ-აგორებული, შვედები, მაგალითად, სულ სხვა საკითხს დაუმწუხრებია.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ამ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველი სახელმწიფოა, ისინი მიღწეულს არ სჯერდებიან: კიდევ უნდა გავიუმჯობესოთ ცხოვრებაო.
ჰოდა, რაკი უნდა, შესაძლოა, შვედებს პირობებს შეუქმნიან, რომ სამუშაო დროს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰქონდეთ სექსი!
ამისთვის მათ დამატებით ერთსაათიან შესვენებას გამოუყოფენ, სწორედ იმიტომ, რომ სახლში (ან სადმე სხვაგან) მისვლა და გულის მურაზთან განმარტოება შეძლონ.
კანონპროექტის ავტორი საკუთარ ინიციატივას შემდეგნაირად ასაბუთებს: ჯერ ერთი, სექსი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო; მეორეც – თანამედროვე სამყაროში წყვილებს არ აქვთ საკმარისი დრო ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და ასეთი მხარდაჭერა მათ კავშირს განამტკიცებს.
ოპონენტები კი ახსენებენ, რომ დამქირავებელი ვერ გააკორტროლებს, გამოიყენა თუ არა დაქირავებულმა ის ერთი დანიშნულებისამებრ, თუმცა კანონპროექტის ავტორი დარწმუნებულია, რომ მთავარია ნდობა და დამქირავებლებმა ეჭვი არ უნდა შეიტანონ ქვემდგომთა სიქველეში.
ხოლო, თუ ზემოთქმულის ფონზე გავიხსენებთ, რა პრობლემები აქვთ ჩვენს მოქალაქეებს სამუშაო ადგილებზე (თუ გაუმართლათ და სამუშაო ადგილი მოიპოვეს), მოდი და, ნუ შეგშურდება, თანაც – ყველა ფერის შურით.

скачать dle 11.3