კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენით გულის ფხანა #10

ანუ დაფიცება წმიდა პორფილეს ხატზე?!

 ისე მოხდა, რომ ეკლესიის თემა კარგა ხანს იყო ჩვენი მახვილი მზერისა და მოუდუნებელი ყურადღების ცენტრში: ან კი როგორ არ იქნებოდა, როდესაც სანახაობის ხათრით სულსაც კი დავთმობთ.
მით უფრო, რომ ამ პროცესის მონაწილეებიც გვანებივრებდნენ უცნაურობებით. ან კი როგორ არ გაგვანებივრებდნენ, როდესაც სანახაობის მონაწილეც და მაყურებელიც, ერით მიწისგან ვართ მოზელილები?!
ერთი სიტყვით, სანამ ალქაჯები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დონალდ ტრამპს აჯადოებენ – იმ იმედით, რომ ის საკუთარი ნებით მოისურვებს თანამდებობის დატოვებას, ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმის“ პროკურორმა გვაცნობა, რომ დაკავებულმა დეკანოზმა ჩვენების მიცემის ნაცვლად, გამომძიებლები დაწყევლაო.
იმ მარტივი მიზეზით, რომ სანახაობაც მუდამ გვწყურია და ენით გულის ფხანაც, წყევლის თემა ავიტაცეთ (და მერე რა, რომ ჩვენების არმიცემის ფაქტი გამოგვრჩა?!).   
ხოლო, სანამ ჩვენ პროკურორსა და წყევლას ვრითმავდით – დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა ინსტრუქციაც შემოგვაშველა: განა წყევლა, დაფიცება იყოო.
მომყავს ციტატა ინსტრუქციიდან: „მან განაცხადა, რომ, თუ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, მის გვარზე და მომავალ თაობაზე ყოფილიყოს ტანჯვა, ხოლო, თუ არ გაუკეთებია და სხვამ გაუკეთა, მაშინ ეს ყველაფერი ამ სხვის ოჯახზე ყოფილიყოს. ეს დაფიცება იყო და არა წყევლა.“
თუმცა, თუ ადვოკატის ლოგიკას გავყვებით, მაინც იბადება რიტორიკული კითხვა: წმიდა პორფილეს ხატზე დაიფიცა თუ ისე?! –

скачать dle 11.3