Izia – 2017 წლის ფრანგული, პიკანტური და დამაინტრიგებელი არომატი Sisley-სგან #9
პარფიუმერიულმა კომპანიამ „ისი-პარი”, თავის ერთგულ მომხმარებელს ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამო სახელწოდებით Izia ქალბატონებისთვის შეიქმნა და ფრანგულ ლუქს-ბრენდ Sisley-ის ეკუთვნის.
ხატია შამუგია („ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): Sisley, საქართველოში ექსკლუზიურად, „ისი-პარის” მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი და ჩვენ, ამით ვამაყობთ. აღნიშნული ფრანგული ბრენდი პარფიუმერიის ძვირად ღირებულ კატეგორას მიეკუთვნება. რაც შეეხება უშუალოდ Izia-ს, ეს 2017 წლის, ახალი არომატია Sisley-სგან.
სუნამოს მართლაც ჯადოსნური არომატი აქვს, რომლის მთავარი ინგრედიენტი ბუნებრივი, მანათობელი და უნიკალური ვარდია. ხოლო, მისი ინსპირაციაა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის ცნობილი ნაწარმოების „პატარა უფლისწულიდან” ამონარიდი: „უნიკალურია იმიტომ, რომ დრო, რომელიც ამ ვარდის მოვლაში დახარჯე, მას ასეთ მნიშვნელოვანს ხდის“.
სუნამოს შემადგენლობაში ყვავილოვანი არომატები ჭარბობს და სურნელი გადმოსცემს იდეას: როცა პარფიუმერი ხვდება ყვავილს. lzia-ს შემადგენლობაში საკმაოდ ძვირადღირებული ინგრედიენტებია. Sisley-ს ახალ სუნამოში უხვადაა ალდეჰიდი, მუშკი, თეთრი ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, კედრის ხე, ქარვა და რასაკვირველია, მისი მთავარი ინგრედიენტი – ვარდი.
სუნამოს ფლაკონის აღნაგობა გადმოსცემს ვარდის სინაზეს. გარე შეფუთვაც საკმაოდ ორიგინალურია – თეთრი, სადა ყუთი, ოქროსფერი შტრიხით. მასში მოქცეულია სუნამოს დასახელება, Sisley-ს ლოგო და ყუთის შიგნით – მანათობელი ვარდები.
მიუხედავად იმისა, რომ სუნამო სულ ახლახან გამოჩნდა მაღაზიათა ქსელში, მან გაყიდვების რეკორდი მოხსნა და არაერთი ქალბატონის, ყოველდღიურობის განუყოფელ და პიკანტურ არომატად იქცა. ეს არის სუნამო, რომელიც გამოკვეთს ადამიანის ინდივიდუალობას და მეტყველებს მაღალ გემოვნებაზე.
აღსანიშნავია, რომ Sisley, უპირატესობას ხარისხს ანიჭებს და პროდუქტის წარმოებაში იყენებს ბუნებრივ მასალას ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე. სწორედ ესაა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საკმარისია, მხოლოდ ერთი შეხება, მის აქტიურ მომხმარებლად იქცე.