კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #9

ემერსონი: არსებობს ოთხი სახის მეგობრობა: არიან მეგობრები, როგორც საკვები – ყოველდღე რომ გჭირდებიან; არიან მეგობრები, როგორც წამალი – მაშინ ეძებ, როცა ცუდად ხარ; არიან მეგობრები, როგორც სნეულება – თავად გეძებენ; მაგრამ არიან ისეთი მეგობრები, როგორც ჰაერი – ისინი არ ჩანან, მაგრამ სულ შენთან არიან.
ბისმარკი: ცხოვრება ტეხავს ძლიერებს, მუხლებზე აჩოქებს, რათა დაუმტკიცოს, რომ მათ შეუძლიათ ადგომა. სუსტებს კი ხელს არ ახლებს, ისინი, ისედაც მთელი ცხოვრება მუხლებზე დგანან.
არისტოტელე: ზემოდან ქვემოთ შეუძლია, ერთ  ადამიანს მეორემ შეხედოს მხოლოდ მაშინ, როცა უნდა, ის ფეხზე დადგეს.
ჰაზრატ ინაიატ ხანი: ზოგი მშვენიერ ადგილს ეძებს, ზოგიც ადგილს ამშვენებს.
ჩერჩილი: პოლიტიკაში ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ უკვე მიღწეული მოლაპარაკების შესრულება, უფრო ძნელია.
მილი: როცა ერთ გროვად დავიყრებით ერთმანეთზე დიდ ქალაქებში, როგორც ეს ევროპაში ხდება, ისეთივე კორუმპირებულები გავხდებით, როგორიც ევროპაა.
დეპი: ევროპას დიდებული კულტურა და საოცარი ისტორია აქვს. მთავარი კი ისაა, რომ იქ ხალხმა იცის, როგორ იცხოვროს. ამერიკაში ეს დაგვავიწყდა. ვწუხვარ, მაგრამ ამერიკული კულტურა კატასტროფაა.
ციცერონი: რაც იყო – იქნება, რაც არის – უკვე იყო.
ნიცშე. უბედურად ან ბედნიერად ადამიანს ხდის მხოლოდ მისი ფიქრები და არა გარემოებები. საკუთარი ფიქრების მართვით ის მართავს თავის ბედნიერებას.
ფორსტერი: მე რომ არჩევნის უფლება მქონდეს – გავწირო მეგობრები ან სამშობლო, ალბათ, მეყოფა გამბედაობა, გავწირო სამშობლო.
ნაპოლეონი: ჩემ შესახებ სიმართლის პირში თქმა აუცილებელი არ არის. შეეცადეთ, თვითონვე შეეგუოთ ჩემს ნაკლოვანებებს.
ჰემინგუეი: ცუდად მართული ქვეყნისთვის სავალუტო ინფლაცია რიგით პირველი პანაცეაა, მეორე – ომი. ორივეს ჯერ დროებითი აყვავება მოჰყვება, შემდეგ კი – სამუდამო კრახი.
ბაირონი: ქალს შეუძლია, უყვარდე ისე, თითქოს არასდროს წავა, მაგრამ ერთხელაც წავა ის ისე, თითქოს არასდროს ჰყვარებიხარ.
მოპასანი: ქალი ძლიერია მაშინ, როცა ვინმეს უყვარს და ყველაზე სუსტია, როცა თავადაა შეყვარებული.

скачать dle 11.3