გიგა კუხიანიძის ანეკდოტები #9
ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– მე შენთვის მხოლოდ კონკია ვარ – ვრეცხავ, ვალაგებ, ვასუფთავებ, საჭმელს ვაკეთებ...
– მერე რა გაჩხუბებს? ხომ გეუბნებოდი, გამომყევი ცოლად და ისე გაცხოვრებ, როგორც ზღაპარში-მეთქი.
***
– სად შეიძლება ყველაზე ეკონომიურად აღნიშნო ადამიანმა დაბადების დღე?
– ფანქრით, კალენდარში.
***
– გოგო, ჩემს მეზობელ ციალას, იმნაირი გაღუნული ფეხები ჰქონდა, სწორ გზაზე დავაყენეთ, მაგრამ მაინც ბოზობისკენ წავიდა.
***
სვანი ეუბნება შვილს:
– ცხვირში ნუ იქექები, ტვინი გაგეჩხაპნება!
***
გურული ბავშვი წაიყვანეს ზოოპარკში. დაინახა ფარშევანგი და აღტაცებული, დედას ეუბნება:
– დედიკონა, ნახე, აი, ქათამი რაფერ აყვავდაა.
***
ბუასილიანი კაცი ყაჩაღობისთვის ექვსი წელი იდგა ციხეში.
***
ქმარი აღვიძებს შუაღამისას ცოლს და აწვდის ანალგინს და ჭიქით წყალს.
– თავი არ მტკივა და რად მინდა?!
– ააა... გამოგიჭირეეეე?!.
***
– რატომ არის ქალთა დღე 8 რიცხვში?
– იმიტომ, რომ ქალი მერვე საოცრებაა.
***
გოგო ეუბნება ბიჭს:
– აუ, დინოზავრის პაროდია გამიკეთე რა...
– როგორ?
– გადაშენდი!
***
გოგოების საუბარი:
– ყველაზე იდეალური მამაკაცი ბანკომატია.
– რატომ?
– ის არასდროს გკითხავს, რატომ ართმევ ამდენ ფულს და რისთვის გინდა.
***
გზაზე კაცს მანქანა გაუფუჭდა, წყალმა აუდუღა. ახადა კაპოტი, ამოვარდა ორთქლი. აიღო ნაჭერი და დაუწყო დანიავება. ამ დროს გამოიარა კახელმა მანქანით, შეანელა სვლა და გასძახა:
– ბოჯოუ, რომელი რაუნდია?
***
გურულს ცოლად ბოზი მოჰყავს, სახლში მამამისი გაყვირის და ანგრევს ყველაფერს:
– ბოზს და კახპას მე სახლში არ შემოგაყვანინებ!!!!
– კაი მამა, დაწყნარდი., გამოვასწორებ ამას მე..
– რას გამოასწორებ, შე უპატრონო, აი, ორიანი კი არაა...
***
სახლში მისულ სიძეს კარი სიდედრმა გაუღო და ხელში ცოცხი უჭირავს. სიძე ეკითხება:
– ქალბატონო ლამარა, უნდა მოხვეტოთ თუ მიფრინავთ სადმე?