კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზეწოლის მსხვერპლი გახდა ბერიკაშვილების ოჯახი ივანიშვილებთან მეგობრობის გამო და რატომ თქვა უარი ზურა ბერიკაშვილმა პოლიტიკურ თანამდებობაზე #9

სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი ბაბუა, გივი ბერიკაშვილი კი, უკვე მეორედ, დიდი ბაბუა გახდა. მარიამ (მაშო) ბერიკაშვილი ქვეყანას 5 თებერვალს მოევლინა. როგორ შეეგუა ბაბუობას, როდის შეიგრძნობს ბოლომდე ამ „როლს” და რა აკავშირებს მის ოჯახს ივანიშვილებთან, ამას ზურა ბერიკაშვილისგან შეიტყობთ.
ზურა ბერიკაშვილი: შვილიშვილს მარიამი (მაშო) დავარქვით. ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა და მიჭირს ამ ყველაფრის გაცნობიერება. პირველად რომ გავასეირნებ, ალბათ, მაშინ მივხვდები, რას ნიშნავს, იყო ბაბუა. ამ ყველაფერს თავისებური ნერვიულობა ახლავს – როგორ ჩაივლის ყველაფერი, როგორ იქნება დედა-შვილის მდგომარეობა და მერე, ნელ-ნელა ეჩვევი პატარას. აი, სამი თვის რომ გახდება, მერე ყველაზე მაგარი იქნება. ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ შვილიშვილს ჯერ ნორმალურად ვერ ვეფერები, იმდენად პატარაა. ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მამამისს ჰგავს.
– ბატონი გივი როგორი დიდი ბაბუაა?
– ეს მეორე შვილთაშვილია მისთვის. პირველი წლინახევრისაა. ბატონი გივი, რა თქმა უნდა, ბედნიერია (იცინის). უხარია და სასწაულად უყვარს ბავშვები. ძალიან მზრუნველი დიდი ბაბუაა.
– თავად როგორ გრძნობს თავს, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
– გულზე ჰქონდა პატარა პრობლემები, მაგრამ სერიოზული – არაფერი. თავის ასაკთან შედარებით მშვენივრად გამოიყურება (იცინის). ჯანმრთელობის მხრივაც ნორმალურადაა.
– თქვენი ოჯახის ივანიშვილებთან ურთიერთობაზე მინდა, გკითხოთ. როგორც ვიცი, ბატონი გივი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს.
– გივიც, კახიც და კიდევ რამდენიმე ადამიანი სადღესასწაულო დღეებში ბატონ ბიძინასთან იკრიბებიან ხოლმე. მაგალითად, ახალი წლის წვეულებაზე.
– თქვენ არ იცნობთ მას პირადად?
– როგორ არ ვიცნობ, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. ივანიშვილი სულ არ ვიცოდით ვინ იყო, მაგრამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ფულს გვირიცხავდა მსახიობებს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი ხელფასი ორმოცდაათი ლარი იყო, ის ფულს ყოველთვიურად, პენსიასავით გვიხდიდა და ასე გრძელდება დღემდე, მთელ ქართულ თეატრალურ სამყაროში. ივანიშვილის ჩარიცხული ფული მაშინ სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო – ელემენტაროულად, სამარშრუტო ტაქსით რომ თეატრთან მივსულიყავით და სახლში დაბრუნებულებს, საჭმლის ფული გვქონოდა, შინ რამე რომ მიგვეტანა. თუმცა, ახლაც ის ფული, რითაც გვეხმარება, ბევრს უხსნის სხვადასხვა პრობლემას. ამიტომ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მისი მისამართით. სრულიად უანგაროდ აკეთებს ამას. მარჯანიშვილის თეატრს ორჯერ ჩაუტარა კაპიტალური რემონტი. თუმცა, მხოლოდ ეს ხომ არაა. მას ოთხი მილიარდი აქვს, როგორც ვიცი, ამ ქვეყანაში ქველმოქმედებისთვის დახარჯული. ასეთი პრეცედენტი, მსგავსი მასშტაბებით, მგონი, მსოფლიოში არ არის.
– თუმცა, ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ მსახიობებს ეს დაფინანსება შეუწყდათ.
– არა, არაფერი არ შეგვწყვეტია. უბრალოდ, ზოგჯერ, წლის ბოლოს შეიქმნა რამდენჯერმე მცირე, ტექნიკური ხასიათის პრობლემა, ისიც ბანკთან დაკავშირებით. ერთი-ორი თვე დააგვიანდა ჩარიცხვას, მაგრამ შემდეგ, ეს თანხა ერთიანად დაგვიჯდა ანგარიშზე.
– მსახიობებს შორის, პოლიტიკური შეხედულებების სხვადასხვაობიდან გამომდინარე, ეს თანხა თუ ხდება გარკვეული უხერხულობის მიზეზი.
– როცა ადამიანი შენი მეგობარია და რაღაც საკითხზე შენგან განსხვავებული აზრი აქვს, შეიძლება, შეკამათება მოგივიდეს, მაგრამ თეატრში მსახიობებს ერთმანეთი არ დაგვიხოცავს ამის გამო.
– თუმცა, პოლიტიკური შეხედულებების სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ თანხას ყველა იღებს?
– როგორც ვიცი, გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა და სრულიად ვეთანხმები მათ. თუ ვიღაც ამ თანხასაც იღებს და თან იქ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე დროშებსაც აფრიალებს, ეს იმათ ნამუსზეა და პირადად მე, ასეთ ხალხს უნამუსოებს ვეძახი.
– ივანიშვილს ყველა იცნობს, თუმცა რადგან ბატონ გივისთან ახლო მეგობრობა აკავშირებს, მინდა გკითხოთ, პირადად თქვენი ოჯახისთვის როგორია ის?
– ძალიან კარგი. გივი მის შესახებ ყოველთვის ყველაფერ კარგს ამბობს. ივანიშვილი ძალიან ყურადღებიანია. ერთხელ მამა საავადმყოფოში მოხვდა ფილტვების ანთებით და ინფარქტით. სრულიად მოულოდნელად, უცებ, პალატის კარი გაიღო და ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა. თან, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და ასეთი მოუცლელობის პერიოდში, გივის სანახავად მოვიდა საავადმყოფოში. თითქმის ერთი საათი გაჩერდა და ლაპარაკობდნენ. რადგან ასეთ ვითარებაში გამონახა ამისთვის დრო, ეტყობა, მასაც ძალიან უყვარს და პატივს სცემს გივის.
– სხვა დროს თუ დადგომია თქვენს ოჯახს გვერდით.
– თავისთავად, გვერდში დგომაა მსახიობებისთვის დანიშნული ხელფასი, რომელსაც მეც ვიღებ და გივიც. მახსოვს, თეატრი პირველად რომ გარემონტდა, მაშინ ყველაფერი ისე არ გააკეთეს, როგორც საჭირო იყო. ამიტომ, ხელმეორე გარემონტება გახდა საჭირო. მაშინ სთხოვა გივიმ ივანიშვილს თეატრის ხელმეორედ გარემონტება. იმ პერიოდში „ქართუს“ ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო – თვითონ მოვიდა, თეატრის ყოველი კუთხე-კუნჭული აღრიცხა და ხელმეორედ გარემონტდა აქაურობა.
– რადგან ამ ოჯახთან ასე ახლო ურთიერთობა გაქვთ, წარსულში რაიმე სახით ზეწოლის მსხვერპლი ხომ რა გამხდარხართ?
– როცა გაჟღერდა, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ჩემი და მაშინ „იმედში“ მუშაობდა. როგორც მახსოვს, მაშინ მან „მაესტროს“ ეთერში თქვა, დაასაბუთონ, რატომ ართმევენ ამ კაცს მოქალაქეობასო. მეორე დღესვე „იმედში“ დაიბარეს და უთხრეს, რომ განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წამოსულიყო.
– დის მსგავსად, თქვენ არასდროს გიფიქრიათ, პოლიტიკური ფიგურა გამხდარიყავით?
– ჩემს დას არ მიაჩნია, რომ აქტიური პოლიტიკური ფიგურაა. უბრალოდ, იმ საქმეს აკეთებს, რაც კარგად იცის. რაც შემეხება მე, არ მიყვარს ეს სფერო. თუმცა, რაღაც შემოთავაზება იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაგრამ, მე თეატრში მირჩევნია. ვერ ვიტან ჰალსტუხითა და პიჯაკით სიარულს, არც კაბინეტში ჯდომა და სისულელეების მოსმენა მიყვარს (იცინის). ამიტომ, მირჩევნია, თეატრში, სულ პატარა როლი ვითამაშო, ვიდრე პარლამენტში ვიჯდე.
– თეატრში რა ხდება ამ ეტაპისთვის?
– თეატრში აქტიურად ვმუშაობთ. ორშაბათის გარდა, ყოველდღე სპექტაკლები გვაქვს. ვემზადებით ახალი პრემიერებისთვის. მალე ლევან წულაძე უშვებს კლდიაშვილის „ბაკულას ღორების“ მიხედვით, ძალიან საინტერესო სპექტაკლს.
– ბოლო პერიოდში ეკრანზე ძველებური სიხშირით აღარ ჩანხართ.
– ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული (იცინის). თუმცა, თეატრში ბევრს ვმუშაობთ და ძალიან დაკავებულები ვართ. ცოტა ხანში გასტროლები გვაქვს კოსტა-რიკაში, შექსპირის „როგორც გენებოთი“. სექტემბერში კი იტალიაში უკვე სხვა სპექტაკლს წავიღებთ. ასე რომ, თეატრალური ცხოვრება აქტიურად მიდის.

скачать dle 11.3