კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაიყვანა ზაკ რისმა ბერლინში მასტერკლასებზე თავის ასისტენტებად გიორგი და თორნიკე ჯიბლაძეები და როგორ მოხვდნენ ისინი 800 კაციდან 5 საუკეთესოში #9

პროექტიდან, „შენ შეგიძლია ცეკვა“, მაყურებელმა უკეთ გაიცნო ნიჭიერი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ტყუპები, Twincity Studio-ს დამფუძნებელი, გიორგი და თორნიკე ჯიბლაძეები. მათი ცეკვა არავის ტოვებს გულგრილს. თუმცა, ისინი არა მხოლოდ ძალიან კარგი მოცეკვავეები, არამედ იმდენად თბილი, პოზიტიური ადამიანები არიან, რომ მათ მიმართ  დადებითი ემოციების გამოხატვისგან თავის შეკავება გაგიჭირდება.
თორნიკე ჯიბლაძე: მე და ჩემი ძმა სხვადასხვანაირი ტიპები ვართ, ცხოვრებაში ბევრად განვსხვავდებით. მაგრამ, სტუდიაში, მგონი, ერთმანეთს ვემსგავსებით. ზოგადად, მე უფრო კეთილი ტიპი ვარ და ეს – უფრო ბოროტი.
გიორგი ჯიბლაძე: ბოროტი არა, მკაცრი ვარ, რაც ძალიან საჭიროა.
თორნიკე: სტუდიაში მეც მას ვემსგავსები, მკაცრი ვხდები, რადგან არ მიყვარს, როცა საქმე ფუჭდება უდისციპლინობის გამო. სტუდიაში ტყუპები ვართ, ისე ძალიან განვსხვავდებით.
გიორგი: მე უფრო პირდაპირი ვარ. რასაც ვფიქრობ და რაც მინდა, იმას ვამბობ პირდაპირ. ოღონდ ვინმეს არ ეწყინოსო და ჩემი ძმა ჯერ სხვებს ითვალისწინებს, მერე თავის სურვილებს.
თორნიკე: ამას დიპლომატია ჰქვია.
– რაზე გაქვთ ხოლმე უთანხმოება?
გიორგი: უთანხმოება გვქონია, მაგრამ არგუმენტირებულად. მე ჩემს აზრს ჩამოვაყალიბებ ხოლმე, ჩემი ძმა – თავისას და თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, კამათის დონეზე ვწყვეტთ ყველაფერს.
თორნიკე: რადგან ერთი კარიერა გვაქვს, ერთი სამეგობრო წრე გვყავს, დელეგირების პროცესი მაღალია – ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირი გემოვნება ჩამოგვიყალიბდა. ბევრი უთანხმოება არ გვაქვს, მაგრამ ადამიანები ვართ და ხდება ხოლმე რაღაცეები. თუმცა, იმ უთანხმოებასაც, საბოლოოდ, ძალიან კარგად ვუმკლავდებით. ბავშვობიდან იმიტომ გვინდოდა ტყუპების ბრენდი ჩამოგვეყალიბებინა, რომ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.
–  გარეგნობით უკვე შეიძლება თქვენი გარჩევა.
გიორგი: ასაკი რომ გვემატება, უფრო განვსხვავდებით. ბავშვობის ფოტოებში ჩვენც ვერ ვანსხვავებთ, ვინ რომელია. დედაჩემს ვეკითხები ხოლმე – დედა ყველა პოზაში გვცნობს. რადგან მოცეკვავის პროფესია ავირჩიეთ, გვინდა, ერთმანეთს დავემსგავსოთ. როდესაც ორი მოცეკვავე ზუსტად ერთნაირია, მათი სინქრონის ყურება ბევრად სასიამოვნოა.
თორნიკე: ჩემს ძმას სულ ვეუბნები: ივარჯიშე, ივარჯიშე, რადგან მე ბევრად უფრო კარგ ტანზე ვარ-მეთქი. ეს, ხუმრობით. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – ერთნაირები რომ ვართ, ეს არის ჩვენი პლუსი.
გიორგი: მე უფრო ხასიათების ტიპი ვარ. შეიძლება, ერთ დღეს ძალიან მხიარული ვიყო, მეორე დღეს კი, საკუთარ თავში ჩაკეტილი ინტროვერტი. ზოგჯერ არ ხარ ხასიათზე, ვინმეს რომ აჰყვე. თუ ვინმე კარგ ხასიათზეა, ნეგატივს არ ვავრცელებ და გავერიდები ხოლმე. თუმცა, ესეც იშვიათად ხდება. თორნიკე ჩემი სერიოზული მოტივატორია.  ყოფილა დღეები, მას უთქვამს მოდი ვივარჯიშოთო – რა დონეც გვაქვს, ერთმანეთის გამხნევებით, მაგალითის მიცემით მივაღწიეთ. თავისუფალ დროს სულ ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა ვიყოთ მაგრები. მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ ერთმანეთს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად რომ ვიშრომებთ, კმაყოფილები ვართ, მერე საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას, გავერთოთ. ასეთ დროს უფრო მეტად ვგრძნობთ, რომ ეს გართობა გვერგება. უფრო მეტად ვაფასებთ იმ წუთებს, რომელსაც ჩვენს ახლობელ ადამიანებთან ერთად ვატარებთ – იქნება ეს ოჯახი თუ მეგობრები.
– გოგონებში ძალიან პოპულარულები ხართ. თქვენ როგორი გოგონები მოგწონთ, ამ კუთხითაც ემთხვევა თქვენი გემოვნება?
თორნიკე: ყურადღება არ გვაკლდა არასდროს, ვერ მოვიტყუები. რაც შეეხება გემოვნებას, ბავშვობაში სხვანაირი გემოვნება გვქონდა. ერთი გოგო არ მოგვწონებია, მაგრამ ახლა დაახლოებით ერთნაირი გემოვნება გვაქვს. თუმცა, წარმოიდგინე, რომელი გოგო გაუძლებს ჩვენს რეჟიმს. ყველაზე ცუდი დარტყმა იცი, რა არის? გოგო რომ გწერს: დღეს ხომ არ გავსულიყავით სადმე, დიდი ხანია, არსად გავსულვართ ერთადო. ჰო, მაგრამ უნდა ვიცეკვო, ცეკვა მირჩევნია.
გიორგი: ტყუილიც არ გვიყვარს და ვცდილობთ, შევალამაზოთ: „დღეს უნდა ვივარჯიშო.”
თორნიკე: ამჟამად ცეკვაზე ვართ შეყვარებულები – მიყვარს, როცა რაღაცას ლამაზად ვამბობ. ამ ეტაპზე არ გვინდა, ჩვენს საქმეს მოვაკლოთ დრო და არა ის, რომ არ მიგვიწევს გული.
გიორგი: ბევრჯერ მომწონებია გოგონა, ერთად ვყოფილვართ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია. როცა სიყვარულია, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, გინდა, უფრო მეტი დრო გაატარო მასთან.
–  რამე კრიტერიუმები გაქვთ?
– წესიერი, პატიოსანი – ეს თავისთავად, მაგრამ უნდა ჰქონდეს მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვის და მიდის. თუ მოდუნებულია – იყოს, რაც იქნება, ასეთები არ მიყვარს. მიზანდასახული გოგონა ორმაგად დასაფასებელია.
თორნიკე: ეს შეხედულება მეც მომწონს, ვიზიარებ. ადამიანს უნდა, გვერდით ჰყავდეს ისეთი ვინმე, თავის მომავალზე რომ ფიქრობს და მიზანი აქვს.
გიორგი: ზოგს უნდა, რომ მხოლოდ სახლში იჯდეს, ბავშვს მოუაროს.
თორნიკე: ეგეც მაგარია ვიღაცისთვის, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, თავისი მიზანი ჰქონდეს.
გიორგი: ბავშვიც რომ ეყოლება, თავის საქმეს თავი არ უნდა დაანებოს. ამიტომაც ხელს ყველაფერში შევუწყობ. დარწმუნებული იყავი ამაში, ვინც იქნები.
– თორნიკე, შენ „ქალი გინდა კუხნაში“?
თორნიკე: თუ კარგი საჭმელების მომზადება ეცოდინება, ეგეც ძალიან კარგია. როცა ცხოვრებაში რაღაც გინდა და იმას მიაღწევ, სხვანაირად ილექება შენში. როდესაც ცხოვრება წაგართმევს შენს შესაძლებლობას, დანაკლისს განიცდი და ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს.
გიორგი: შეიძლება, მიზანს ვერ მიაღწიოს, მაგრამ უნდა ეცადოს, ამასაც გავიგებ. მთავარია, ვეცადოთ, მოდუნებულები და გაზარმაცებულები არ ვიყოთ.
–  მოცეკვავე უნდა იყოს?
– არ მგონია, მოცეკვავე შემიყვარდეს. თუ სხვა პროფესიის იქნება, ეს ჩემთვისაც გამოწვევაა, უფრო საინტერესო გახდება ურთიერთობა, სულ ერთად არ ვიქნებით.
– თქვენს კარიერას მინდა, დავუბრუნდე. როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ მასტერკლასებზე იყავით.
თორნიკე: პირველი მასტერკლასი იყო წინა წელს, პოლონეთში.  Fair Play Dance Camp – ეს არის ყველაზე დიდი „ქემფი“ ევროპაში, სადაც ამერიკიდან, ევროპიდან ჩამოდიან წამყვანი ქორეოგრაფები, პედაგოგები. 10 დღის განმავლობაში გასწავლიან ცეკვებს. იქაც გვქონდა პატარ-პატარა წარმატებები. დარბაზში დგას 400 კაცი და ბოლოს 5-ში დაგაყენებენ. აქედან ერთს აძლევენ ბილეთს. რომელსაც მეტი ბილეთი ექნება, ის წავა სხვა „ქემფში“. მე და ჩემმა ძმამაც თითო ბილეთი მოვიგეთ. შეგვამჩინიეს, ინტერვიუც აიღეს.
გიორგი: ბოლოს, შემაჯამებელ კლასზე, რომელსაც დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პედაგოგი ატარებდა, 800 კაცი შევედით. ჩვენი სახელი დაიძახა, ტყუპებში დადექითო – ეს იყო შოკი.
თორნიკე: ზაკი ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია. მასთან 3 წელია, ვცეკვავთ. გვეხმარება ძალიან და თან, ქართველები უყვარს. პროექტის მერე გვითხრა: ბერლინში მასტერკლასზე მიმიწვიეს და მინდა, ჩემი ასისტენტები იყოთო. ჩავედით ბერლინში, ძალიან მოეწონათ ზაკის კლასი და მომავალში კიდევ იგეგმება.
გიორგი: მთავარ როლში ზაკი იყო, მაგრამ ჩვენც გვქონდა გამოხმაურება. რადგან ერთანირად ვცეკვავთ და ტყუპები ვართ, საინტერესოები ვიყავით მათთვის.
თორნიკე: აპრილში პარიზში ორი კვირით ვაპირებთ მასტერკლასებზე წასვლას. ზაკიც იქ არის, რომელთანაც ვმეგობრობთ და თან, გვეხმარება.
– ბერასთან მეგობრობთ და ხშირად ამბობთ, რომ მას თქვენს კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის.
– დღემდე ბერასთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მან ჩვენს კარიერაში, სტუდიის გაკეთებაში დიდი წვლილი შეიტანა.
გიორგი: თუმცა დღეს ისე ხშირად ვერ ვხვდებით, რადგან ძალიან დაკავებულია, ბევრს შრომობს. ჩვენც ვცდილობთ, ბევრი ვიშრომოთ. ჩვენ ყოველთვის დავუდგებით გვერდში, კლიპის გადაღება იქნება თუ კონცერტი.

скачать dle 11.3