კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეუშვეს პანაშვიდზე, გარდაცვლილი ანა ლომაშვილის თანამშრომლები და რატომ მოუწიათ მათ იქ შტურმით შესვლა #9

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის სახლის“ ვიცე-პრეზიდენტი, 25 წლის ანა ლომაშვილი, ვარკეთილში, ყოფილი მეუღლის სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ძაღლის საბმელი თოკით აბაზანაში იყო ჩამოკიდებული. როგორც ყოფილმა ქმარმა, გიგი კორძახიამ განაცხადა, შუაღამისას აბაზანაში შესულმა ანა ასეთ მდგომარეობაში ნახა. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. თუმცა, გარდაცვლილი გოგონას თანამშრომლები და ახლობლები სუიციდის ფაქტს გამორიცხავენ. გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად, პროკურატურას ექსპერტიზის დაჩქარებული წესით ჩატარებას სთხოვენ და ამტკიცებენ, რომ მიცვალებულს ძალადობის კვალი აღენიშნება.
თამარ ლომიშვილი („სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებელი, დირექტორი): როცა გავიგეთ, რომ ანამ თავი მოიკლა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ყველას ერთნაირი რეაქცია გვქონდა – ის თავს არ მოიკლავდა. მერე კი, როცა მიცვალებულის სხეულზე დაზიანებები ვნახეთ, ეჭვი უფრო გამძაფრდა და დავიწყეთ ყველაფრის გამოძიება ჩვენი ძალებით. ანას სახეზე, მარჯვენა საფეთქელთან, დაახლოებით სამი სანტიმეტრი სიგრძის დაზიანება აქვს. მარცხენა მხარეს, წარბთან ახლოს, ფრჩხილისხელაზე ხორცი აქვს ამოგლეჯილი. დაზიანება ყელთან და ხელებზე. თითები აქვს დაწითლებული, ჩასისხლიანებული, რაც მოწმობს რომ გოგო იბრძოდა, ვიღაცას წინააღმდეგობას უწევდა. სახეზე ტონა მაკიაჟი ედო მიცვალებულს და თავი თავსაფრით ჰქონდა წაკრული, ძალადობის ნიშნების დასაფარად. მაგრამ, ამის მიუხედავად, ფოტოზეც კი ჩანს, რომ ის ნაწამებია. რად უნდა ამას ექსპერტიზა, როცა ისეც ნათლად ჩანს ყველაფერი?
– როგორც ვიცი, პანაშვიდზე შესვლა გაგიჭირდათ. რატომ იყო ანა ყოფილი მეუღლის სახლში დასვენებული?
– მიცვალებული ყოფილი ქმრის ნაქირავებ ბინაში იყო დასვენებული, რადგან არაფრით მისცეს მის გამზრდელ ნათლიას, რომელთანაც ქმართან გაყრის შემდეგ ცხოვრობდა. უკვე პროვოკაცია გამოვიდოდა, რომ გოგოს მხარეს წინააღმდეგობა გაეწია და მის მიმართაც უპატივცემულობა იქნებოდა – ხომ არ გახლეჩდნენ მიცვალებულს!
მიცვალებული ჰყავდათ ტყვეობაში – დაპატიმრებული. მასთან არავის უშვებდნენ. ჩვენც შტურმით შევედით. სამძიმარზე რომ მივედით, პირველ დღეს ცოცხალი კედელი აღგვიმართეს. ქმარი, მისი ძმაკაცები და ნათესავები გადაგვიდგნენ წინ და ათასი შეკითხვა დაგვაყარეს: ვინ ხართ? რისთვის მოდიხართ? რატომ არ გიცნობთ და ასე შემდეგ. ატყდა ჩხუბი და ორომტრიალი. ჟურნალისტები ხართ და გადასაღებად მოხვედითო, გვეუბნებოდნენ. ტელეფონებს გვიმოწმებდნენ, რომ ხელში არ გვქონოდა და არაფერი ჩაგვეწერა, არაფერი გადაგვეღო. თვითონ კი ეჭირათ მობილურები და თითოეულ შემომსვლელს იღებდნენ.  თუ გაგიგიათ სადმე, რომ მიცვალებულთან პანაშვიდზე ხალხი შედიოდეს და მათ ვიდეოთი იღებდნენ?  ეს იყო მესიჯი იმისა, რომ ჩვენ სახეებს იმახსოვრებდნენ და თუ პრობლემა შეექმნებათ, ამით დაგვემუქრებოდნენ.
თვითმკვლელობა რომ დააბრალეს, აქედან ისე გაუშვეს, რომ წესიც არ აუგო მოძღვარმა – ამაზე უარესი რა უნდა გაეკეთებინათ! შუბლზე რომ ნაიარევი და შეშუპება აქვს, ეს ფოტო სრულიად საკმარისია ექსპერტიზისთვის, დასკვნა გამოიტანოს, რომ ნაიარევი დარტყმითაა მიყენებული.
– როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, თითქოს ანას 4 წლის ბავშვმა მშობლების ჩხუბის ხმა გაიგონა...
– დიახ, ასეა. მეტიც, ბავშვმა გაიგო, რაზე ჩხუბობდნენ მშობლები. იმ აურზაურში, მე და ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მოვახერხეთ და მიცვალებულთან შევიპარეთ. ჩხუბში არ ჩავერიეთ, გავისუსეთ, რომ ჩვენც გარეთ არ გავეყარეთ. იქვე, ერთი ქერა გოგოს გვერდით დავჯექი და გამოველაპარაკე. ეს გოგო მეზობელი აღმოჩნდა. მითხრა, ჩემი თვალით ვნახე, ანა ჩამოკიდებული რომ იყო „ვანაშიო”. მერე, როცა ბავშვი მოვიკითხე, მითხრა, ბავშვი ჩვენთან არისო და დაიწყო მისი ქება. ხომ იცით, რაღაცნაირი გულუბრყვილო ადამიანები რომ არიან, ისე ალაპარაკდა.  დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებოდა რას ამბობდა, თორემ არ მეტყოდა. იცით, ისეთი ჭკვიანი ბავშვია, მეკითხება, აქ ამდენ ხანს რატომ ვარ? დედამ და მამამ რომ იჩხუბეს იმიტომო? ვკითხე, რატომ იჩხუბეს-მეთქი და მითხრა, მამამ დედას ფული სთხოვა და დედამ არ მისცაო.
ამ დროს ხელში ტელეფონი მეჭირა, მეორე მხარეს კი გიგის მამიდა იდგა, რომელმაც ჩვენი საუბარი მოისმინა. გამოქანდა ეს ქალი, ქორივით დამაფრინდა ხელზე და მიკივლა: თქვენ რა, იწერთ? ხელი ძლივს გამოვტაცე. შემდეგ ამ გოგოს დასტაცა ხელი და ოთახიდან გაათრია. ქერა მეზობელი მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა, რომ რაღაც ისეთი თქვა, რაც არ უნდა ეთქვა. სანამ კარი დაიხურებოდა, გოგო მობრუნდა და დამემუქრა, იცით, სამინისტროში რა ხალხი მყავს? – ნახავთ, რასაც დაგმართებენო.  რა თქმა უნდა, როცა გამოძიებას მივცემ ჩვენებას, მოვითხოვ, იმ გოგოს დაკითხვას. ვინ ჰყავს სამინისტროში, საინტერესოა. იქნებ სწორედ ისინი აფარებენ ხელს მკვლელს?
– რატომ ცხოვრობდა ანა ნათლიასთან, მშობლები არ ჰყავდა?
– ანა იყო მთელი სანათესაოს გაზრდილი, მაგრამ, ძირითადად, ნათლიასთან ცხოვრობდა, ბავშვობიდან ნათლია ზრუნავდა მასზე. ძალიან არ მსიამოვნებს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გოგონა პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედა კი პათოლოგი ლოთი ჰყავს, ერთი დღეც არ არის ფხიზელი. იცვლიდა უამრავ პარტნიორს და ამას პატარა გოგო უყურებდა. რა თქმა უნდა, ის ნათესავებმა მოაშორეს დედას და თვითონ ზრდიდნენ.
ანა ჩვენთან სულ 4–5 დღის მოსული იყო, მაგრამ, გვეუბნებოდა, ასე მგონია, მთელი ცხოვრებაა, გიცნობთო. ის იყო ძალიან კომუნიკაბელური, საოცარი ადამიანი. უეცრად მოგვხიბლა თავის უბრალოებით, ხასიათით, ბუნებით... მილიარდჯერ უკეთესი და ულამაზესი იყო შინაგანად, ვიდრე გარეგნობით. სულით ქველმოქმედი გახლდათ, ისეთი კი არა, ამით რომ სპეკულირებენ. უკანასკნელი ხურდები რომ ჰქონოდა, იმასაც არ დაინანებდა გაჭირვებულისთვის. როცა უკვე ორგანიზაციაში შემოდიოდა, ჩვენ უნდა გვცოდნოდა ყველაფერი მის შესახებ. ამიტომ, ანამ დაბადებიდან, ყველაფერი გვიამბო, გვიამბო რა მძიმე ბავშვობა ჰქონდა, როგორ იტანჯა. 14 წლის გოგო პასკებს აცხობდა და ქუჩაში ყიდდა. შემდეგ კი, ამ ფულს დედა ართმევდა და სასმელსა და საყვარლებში ხარჯავდა. სწავლის გადასახადსაც თვითონ აგროვებდა, მაგრამ ის ფულიც დედამ შეუჭამა და იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. ვერც გათხოვების შემდეგ იპოვა ბედნიერება, რადგან ქმარი წამალდამოკიდებული, გართობისა და კაზინოს მოყვარული აღმოჩნდა, რის გამოც გამუდმებით ჩხუბობდნენ. გიგი ხშირად სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც ანამ რამდენჯერმე პოლიცია გამოიძახა. ეს დაფიქსირებულია პოლიციაში. შემაკავებელი ორდერი ჰქონდა ამ ბიჭს გამოწერილი, რომ სიახლოვეს არ მიკარებოდა ანას. როცა გაეყარნენ, ანას შაბათ-კვირას მიჰყავდა ბავშვი ქმართან სანახავად. ერთადერთი ნორმალური ადამიანი, ვინც ზრუნავდა ანასა და ბავშვზე და ცოლ-ქმრის შერიგებას ცდილობდა, მისი დედამთილი იყო. ის ამერიკაშია და იქიდან ეხმარებოდა ოჯახს. მაგრამ, ეს ბიჭი დედამისის ფულებს კაზინოში  და ნარკომან ძმაკაცებთან ხარჯავდა.
– რადგან ასეთი ტრაგიკული და გაუხარელი ცხოვრება ჰქონდა, დასაშვებად არ მიგაჩნიათ, რომ გოგონას თვითმკვლელობაზე ეფიქრა?
– ანასთვის ახლა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეტაპი იდგა. ის იყო სულით უძლიერესი, ძალიან სპეტაკი და სუფთა. ისეთი ბედნიერი იყო, ჩვენთან მუშაობა რომ დაიწყო, რომ სიხარულით დაფრინავდა. ჩვენ ახლა დიდ პროექტს ვაკეთებთ და ამ პროექტის პიარმენეჯერი ანა უნდა ყოფილიყო. ბოლოს, შაბათს დავურეკე. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ძაღლების თავშესაფარი და ეს ამბავი ანას ვახარე. ძალიან გაუხარდა, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებააო, მითხრა. ჩვენი ორგანიზაცია „აფრიკაშია” და ანამ მითხრა, რადგან დილით ადრე უნდა მოვიდე, გლდანში ნათლიასთან აღარ გავალ, ვარკეთილში დავრჩები და ხვალ ბავშვთან ერთად მოვალო... და იმ ღამეს თავი მოიკლა? ის იყო თავგადადებული დედა და არცერთი დედა შვილს ასეთი ტრაგედიისთვის არ გაწირავს, თუ მას ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და არც არავინ წავა ყოფილ ქმართან თავის მოსაკლავად.

скачать dle 11.3