კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ შეძლო ყვარყვარე ათაბაგმა ერთიანი საქართველოს მეფობა და რატომ შეუწყო მან ხელი ქვეყნის დაშლას #9

1460–1470-იანი წლებიდან საქართველო დაიშალა. საქართველოს დაშლის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ ყვარყვარე ჯაყელი, სამცხის ათაბაგი. ის მოულოდნელი მანევრით თავს დაესხა საქართველოს მეფეს – გიორგი მერვეს და სამცხეში წაიყვანა ტყვედ. ამასობაში მეფის ბიძაშვილმა, იმერეთის სამოქალაქოს ყოფილმა ერისთავმა ბაგრატმა, აწ უკვე იმერეთის უზურპატორმა მეფემ, ყვარყვარე ათაბაგზე არანაკლებ მოღალატემ და ამბიციებით შეპყრობილმა, ტფილისი დაიკავა და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ეს არ მოეწონა ყვარყვარე ათაბაგს და გაათავისუფლა გიორგი მეფე.
გიორგი მერვემ ვერ დაიბრუნა ტფილისის ტახტი, კახეთში გადავიდა და იქ გამეფდა (კახეთში გიორგი პირველი). იმერეთი ბაგრატს დარჩა. ქართლში კი 1478 წელს კონსტანტინე მეორე გამეფდა, გიორგი მეფის უფროსი ძმის შვილი. ყვარყვარესთვის აღარავის ეცალა. სეპარატისტმა ათაბაგმა მიაღწია თავისას.
1483 წელი იდგა. არეშიდან ბრუნდებოდა ყვარყვარე ათაბაგი თავის ხუთას მეომართან ერთად. იქაურ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველთა დაუდეგარი სულის ამბავი.
არეში ადრე კახეთ-ჰერეთის სამეფოში შედიოდა. მერე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იყო, იმ დროს კი მაჰმადიანი მფლობელების ხელში გადასულიყო, რადგან ქართველი ერისთავები მეფესთან ომით იყვნენ გართულნი.
არეშელ ვაჭარს ყვარყვარეს მსახური ვაჭრისთვის საქონელი წაურთმევია და ანაზღაურება არ მიუცია. როცა მესხმა ვაჭარმა თავისი მძვინვარე ბატონის სახელი უხსენა, მოძალადეს გაუცინია: შენმა ბატონმა ყურით არ მიმაჭედოს აივანზეო.
ყვარყვარე ათაბაგმა 500 მეომარი იახლა, ტყე-ტყე იარა, რადგან ქართლის მეფესთან მტრობა ჰქონდა, ფარულად გადავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ერთ დილასაც, არეშში შეიჭრა. ცხენიდან არც ჩამოსულა ყვარყვარე, ბრძანება გასცა და ყურით მიაჭედეს საკუთარი აივნის ბოძზე თავხედი არეშელი ვაჭარი. მერე მიურბიეს დუქანი, გამოიტანეს მესხი ვაჭრის საკუთრება და გაუდგნენ გზას შინისკენ. ისევ გავრცელდა ამბავი კასპიისპირეთში, ირანსა და დაღისტანში ქართველთა გადარეულობის, გამბედაობისა და სამართლიანობის შესახებ. მაგრამ, რად გინდა, საქართველო უკვე დაექუცმაცებინა, თავისი სეპარატისტული და მოღალატური ქმედებების გამო, აღმოსავლეთში „სახელგანთქმულ“ ყვარყვარეს.
კახეთში  შემობრუნდა ათაბაგი, გამოიარა ყარაია, მცხეთის გავლით, შიდა ქართლში შევიდა. ქართლის მეფის, კონსტანტინე მეორის ერთგულმა დიდებულებმა - ჯავახიშვილებმა, ციციშვილებმა, მაჩაბლებმა და სხვებმა, არ ისურვეს მისთვის გზის მიცემა და დახვდნენ არადეთთან. მეფე კონსტანტინემ, ყვარყვარეს დაუძინებელმა მტერმა, ეს ამბავი არ იცოდა. მეფის ერთგულებს უნდოდათ, დაეპატიმრებინათ მოღალატე ათაბაგი და მეფისთვის მიეგვარათ ტყვედ. მეფის ერთგულებს შორის იყო ცნობილი ზაზა ციციშვილი-ფანასკერტელი, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე იძულებული გახდა, გადმოსახლებულიყო ტაოდან და მტრობა ჰქონდა ქვეყნის დამშლელ ათაბაგთან.
ყვარყვარემ კაცი გაუგზავნა მათ და შეუთვალა: მე თქვენთვის არაფერი დამიშავებია. არეშში ვიყავი, ქართველთა მკლავი ვასახელე. მშვიდობით დამითმეთ გზა, ჩემს საბრძანებელში გადავიდე. მტერს პასუხი გავეცი და ჩემს გზაზე მივდივარ. უსამართლოდ იქცევით, გზას რომ არ მაძლევთო.
მაგრამ, ქართლელებმა მეფის მორჩილება მოსთხოვეს სეპარატისტ მთავარს... ქართლელი დიდებულები არ მიიჩნევდნენ მესხეთს ჯაყელების სამბრძანებლად. ჯაყელები ბაგრატიონების დანიშნულები იყვნენ ოდესღაც სამცხის მთავრებად და ათაბაგებად. სამცხე, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეები, მეფის, სამეფოს საკუთრება იყო, ანუ ერთიანი ქართული სახელმწიფოსი. გადიდგულებულმა ყვარყვარემ ჩამოაცილა სამცხე ერთიან საქართველოს და ჩვენი სამშობლოს დაშლის საქმეში „განსაკუთრებული“ წვლილი შეიტანა. შეიძლება, უნდოდა, მაგრამ ყვარყვარემ ტფილისის ტახტის ხელში ჩაგდება ვერ გაბედა. იცოდა, საქართველოს მეფობა არ გამოუვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ენერგიის მეომარი და სარდალი იმ დროს ჩვენს ქვეყანას არ ჰყავდა. ჯაყელი რომ ერთგული ყოფილიყო ქვეყნისა, ვერავინ მოერეოდა მეფეს, ვერც ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვის ბიძაშვილი ბაგრატ ბაგრატიონი – იმერეთის ერისთავობიდან ჯერ იმერეთის მეფობა რომ მოინდომა, მერე კი სრულიად საქართველოსი. ყვარყვარემ ვერ გაბედა, ბაგრატს დაპირისპირებოდა და ტფილისის ტახტისთვის ებრძოლა. როგორც ჩანს, დიდი გაქანება არ ჰქონდა სამშობლოს დამშლელს, მხოლოდ ერთი სამთავროს ხელმწიფობას დასჯერდებოდა, ერთი კუთხის „მეფობაზე“ ოცნებობდა, სეპარატისტი იყო და არა ძალაუფლების ხელში აღების უნარის მქონე. რა თქმა უნდა, კომპლექსიც ჰქონდა ბაგრატიონებთან მიმართებაში. იცოდა, საქართველოს მეფედ არავინ მიიღებდა, რადგან ქართველები არაბაგრატიონს მეფის ტახტზე, ისიც ტფილისში, ან თუნდაც ქუთათისში, არ დასვამდნენ. ვერ გაუწია მეტოქეობა ბაგრატიონების ავტორტეტს მთელ სამეფოში და თავისი პატარა ეგოს დაკმაყოფილებას შესწირა ქვეყნის ერთიანობა მოღალატე ყვარყვარე ათაბაგმა.
უგუნურიც იყო ყვარყვარე. სამცხის გვერდით სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა ოსმალეთი. ჯერ კონსტანტინოპოლი აიღეს, მერე ძველ ქართულ ტერიტორიაზე არსებული ტრაპიზონის იმპერია დაიპყრეს და ფაქტობრივად, დაემუქრნენ სამცხესა და სრულიად საქართველოს. იმის მაგიერ, გაძლიერებული ოსმალეთისთვის ერთიანი ქართული რესურსი დაეხვედრებინა წინ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მესვეურს, ნიჭიერ სარდალსა და ენერგულ ადამიანს, ქვეყანა მოემაგრებინა და შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა თავდაცვისათვის, ოსმალებს საქმე გაუადვილა და ქვეყნის დაშლას შეუდგა. ერთი-ორი ბრძოლა გაუმართა ოსმალებს და პატარა წარმატებასაც კი მიაღწია, მაგრამ მეტს ვერ გასწვდა მისი ვიწრო აზროვნება და ვერ მიხვდა, რომ მალე ოსმალეთი, დიდი სამხედრო რესურსით, მოიცლიდა სამცხისთვის და მას თუ არა, მის შთამომავლებს მაინც წაართმევდა ცალკე „სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბებულ სამცხეს.
ქართველი ხალხის უმთავრეს გამაერთიანებულ ინსტიტუტს, ქართულ ეკლესიასაც გადასწვდა ყვარყვარე, „სამცხის ეკლესიის ჩამოშორება“ სცადა დედაეკლესიისგან. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება დიდი ცოდვაა. ამ ცოდვას დაუმატა სქიზმის (საეკლესიო განხეთქილების) სურვილიც. მაგრამ, ქართლის კათალიკოსმა და ეკლესიამ აღკვეთეს მისი ბოროტი ზრახვები ამ მიმართულებით. 
1484 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლიდან ზუსტად 363 წლის მერე, სადაც ერთიანმა ქართულმა ჯარმა დაამარცხა მრავალრიცხოვანი მაჰმადიანური კოალიცია და განდევნა ქვეყნის მტრები – შეასკდნენ ერთმანეთს მესხები და ქართლელები. მესხი შალიკაშვილი მჯდარა ურა კვიცზე. შეუტია ქართლელმა მაჩაბელმა. შალიკაშვილმა შუბი აძგერა მაჩაბელს, გაუხვრიტა ფარი, გადმოაგდო ცხენიდან და მიაძახა: აწყურის ღვთისმშობლის მადლმა, ურა კვიცზე რომ არ ვმჯდარიყავი, მკერდში გაგიყრიდიო. ძნელია ურა კვიცის მართვა, რადგან ფიცხია. მაშინ წამოიწია მაჩაბელი, მოუქნია ხმალი და თავი გააგდებინა შალიკაშვილის ცხენს, ხმალი უნაგირის ტახტს დაასო და მიაძახა: ცხენიდან გადმოგდებული არ ვყოფილიყავი შუაში გაგკვეთდიო. ორივე მხრიდან ბევრი ქართველი დაიხოცა... გაიმარჯვეს მესხებმა. გამარჯვებული ათაბაგი ჩამოჯდა ბრძოლის ველზე. მისი ამილახორი იქვე მოწყენით იჯდა. ჰკითხა ყვარყვარემ: რად მოგიწყენია, ნუთუ კაცი ვერ ნახე, რომ შებრძოლებოდიო? უპასუხა ამილახორმა: მე ერთ კაცს ხმალი შემოვკარი და სამკლავიანი (შეჭურვილი) ხელი გავაგდებინე. თუ გინდა წამო და გიჩვენებო. წავიდნენ და მართლაც ნახეს მოჭრილი ხელი ეგდო ძეძვის ბუჩქებში. ცივად გაშორდა ათაბაგი ქართველი ვაჟკაცისთვის მარჯვენის მოჭრით დამწუხრებულ ქართველს.
არეშელ ვაჭარზე და მოძმეებზე „გამარჯვებული“ დაბრუნდა ყვარყვარე ათაბაგი თავის „სახელმწიფოში“.
რეგიონში ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. მალე ირანმა და ოსმალეთმა ადვილად გაიყვეს დაქუცმაცებული საქართველო.

скачать dle 11.3