კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 მსიამოვნებს, ცოლის პარალელურად საყვარელი რომ მყავს და არ ვცდილობ, რაიმეს შეცვლას

გოჩა, 34 წლის.


ინტიმური საუბრები


ცოლი რომ მოვიყვანე, სახლში დედ-მამასთან, ძმასთან, რძალთან და მათ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობდი. მართლია, ჩემს ცოლს – ნინოს, ხმაც არ ამოუღია და არ დაუწუწუნია ვიწროდ ვართო, მაგრამ, მე ხომ ვგრძნობდი. თან, ჩემი შვილებიც რომ გაჩნდნენ, აუცილებელი გახდა ბინის ყიდვა. მოკლედ, გაჭირვებით შევიძინეთ მე და ნინომ სანზონაში ბინა და გადავედით. ერთ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულს, ნინო სამზარეულოში დამხვდა, საჭმელს აკეთებდა. რომ ვკითხე, ვის ველოდებით-მეთქი, მიპასუხა, დღეს სტუმრები გვეყოლება, ბოლოს და ბოლოს, კარის მეზობლებს ხომ უნდა ვიცნობდეთო. იმ საღამოს ნუკრი და ლია გვესტუმრნენ და კარგად მოვილხინეთ. ცოტა ზედმეტი მომივიდა დალევა და მეორე დღეს, მე რომ არ მახსოვდა, ნინომ მისაყვედურა, რა დაგემართა გოჩა, ლიას ისე ეხუმრებოდი, გეგონება, შენი ბავშვობის მეგობარი იყოო. სიმართლე გითხრათ, მართლა ვერ გავიხსენე, რა ველაპარაკე, მაგრამ ერთი ნახვით რომ მომხიბლა იმ ქალმა, ეს კი მახსოვდა. მეორე დღეს მეზობლებმა ყავაზე დაგვპატიჟეს. აი, მაშინ მივხვდი, რომ შარში ვიყავი. იმდენად მომწონდა ლია, თვალს ვერ ვაშორებდი. საკმაოდ გამომწვევი აღნაგობის, სექსუალური და მაცდური ქალი გახლდათ. მთელი ღამე მასზე ფიქრში გავატარე. ლია და ნინო ძალიან დადაქალდნენ. ხშირად შემოდიოდა ჩვენთან, თითქმის ყოველ საღამოს გულს იოხებდა ლაპარაკით და გვიან გადიოდა სახლში. მიკვირდა კიდეც, ქმარი სახლში ელოდება და ეს მთელ საღამოებს ჩვენთან ატარებს-მეთქი. მოკლედ, ერთ საღამოს, გვიან დააკაკუნა და მთხოვა, იქნებ საავადმყოფოში წაგვიყვანო მანქანით, ნუკრი ძალიან ცუდადაა, მოიწამლა. სასწრაფოც მყავდა, მაგრამ მუცლის ტკივილი არ შეუმსუბუქდა და უფრო დასუსტდაო. ნინომ, ბავშვები დაიტოვა, მე კი ჩავიცვი და საავადმყოფოში გავყევი. ნუკრი არ გამოუშვეს, გადასხმა გაუკეთეს და ერთი ღამით იქ დატოვეს. ლია კი, სახლში წამოვიყვანე. მთელი გზა მიყვებოდა, როგორ ეცოდებოდა ქმარი იმის გამო, რომ ბევრს მუშაობს. რა ეშველებოდა მის გარეშე. როგორ ანებივრებს და უსრულებს ცოლს ყველა სურვილს, აფოფინებს... მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს სიყვარულზე. ვუსმინე და ბოლოს, პირდაპირ ვკითხე: ლია, შენი ქმარი გიყვარს? კარგა ხნის პაუზის შემდეგ მითხრა, რომ მას სიყვარულით არ გაყოლია. უბრალოდ, საყვარელმა მამაკაცმა მოატყუა, მასთან შეცდა და იმის გამო, რომ ვინმეს ცუდი თვალით არ შეეხედა, ნუკრისთან ოჯახი შექმნა. არ ვიცი, რა დამემართა, მანქანა გადავაყენე, მისკენ გადავიხარე და მოფერება ვცადე. წინააღმდეგობა არ გაუწევია და იმ ღამესვე, მანქანაში გვქონდა სექსი. ამ ამბის შემდეგ, ორი თვე გავიდა. ლია ისევ მეგობრობს ჩემს ცოლთან, მე კი მისი საყვარელი ვარ. ლიას ქმარი მე საუკეთესო მეგობრად მთვლის. ისე ჩაიხლართა ყველაფერი, აღარ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი. თუმცა, არც მინდა რაიმეს შეცვლა, იმდენად მსიამოვნებს, ცოლის პარალელურად საყვარლის ყოლა. თან, ისეთი ქალის, რომელიც სიგიჟემდე მომწონს და მხიბლავს. უბრალოდ, იმაზე ვფიქრობ, ერთ დღესაც ეს ამბავი რომ გასკდეს, რა მოხდება. ფაქტია, დღეს ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია. ხვალ თუ ამის გამო დავისჯები, თავს მხოლოდ იმით ვიმართლებ, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო.
გოჩა, 34 წლის.

скачать dle 11.3