კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #9

კითხვა: პარსვის შემდეგ, ფეხის კანი მიღიზიანდება – მიწითლდება და მაყრის. რა მიშველის?
პასუხი: თუ პარსვის შემდეგ კანი გიწითლდება და გაყრით, გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. ეს გააქრობს სიწითლეს. ამ ფუნქციას ვაზელინიც მშვენივრად ითავსებს.
კითხვა: ზამთარში ხელის კანი მიუხეშდება და მექერცლება. დაწოლის წინ, ყოველთვის ვისვამ კრემს, თუმცა არ მშველის. არის თუ არა ეს, ამ პერიოდში ხელების ხშირად დაბანის მიზეზი? მსგავსი პრობლემა, ზაფხულში არ მაწუხებს.
პასუხი: ზაფხულისგან განსხვავებით, ზამთარში ხელის კანი ყინვისგან იქერცლება, წითლდება და სკდება, ამიტომაც საღამოს მხოლოდ კრემის წასმა საკმარისი არაა. საცხი უნდა დავიტანოთ ხელებზე დღეში რამდენჯერმე, სასურველია წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ. ეცადეთ, არ დაიბანოთ ხელი უშუალოდ ქუჩაში გასვლის წინ და ხელის საცხსაც ნუ დაივიწყებთ.
კითხვა: მიყვარს ცხელი აბაზანის მიღება და ეს კანს რაიმე პრობლემას ხომ არ უქმნის? რამდენად მისაღებია ზამთარში კონტრასტული შხაპი?
პასუხი: ცხელი აბაზანა ან შხაპი კანს ძალიან აშრობს, რადგანაც სისხლძარღვები ფართოვდება და შედეგად, კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებიც იკარგება.  ცხიმიანი კანის მქონეთათვისაც კი ცხელი შხაპი უკუნაჩვენებია. მსგავსი არასასურველი გავლენა აქვს კანზე ცივ წყალსაც, რასაც, საბოლოოდ, კანის სიმშრალემდე მივყავართ. ამიტომ შეეცადეთ, წყალი თბილი, ოთახის ტემპერატურასთან მიახლოებული იყოს. რაც შეეხება კონტრასტულ შხაპს, ეს პროცედურა ზამთარშიც თავისუფლად შეგიძლიათ, ჩაიტაროთ. ის ძალიან ეფექტურია და კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მატებს. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კონტრასტული შხაპი საღამოს უნდა მიიღო და არა დილას. წყლის პროცედურების შემდეგ, გამოიყენეთ სპეციალური ლოსიონი ან ზეთი. თუ ზამთარში კანი მეტისმეტად გიშრებათ, ყურადღება მიაქციეთ გამოყენებული საშუალების შემადგენლობას. უკეთესი იქნება, თუ ლოსიონი ვიტამინების ნარევსა და სხვადასხვა მცენარის ზეთს შეიცავს. თუმცა, მხოლოდ ლოსიონები და ნიღბები საკმარისი როდია. კანს შიგნიდანაც უნდა მივეხმაროთ. ამისთვის კი არსებობს ყველაზე მარტივი გზა, ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის სითხის, 2 ლიტრამდე წყლის მიღება. წყალი მინერალურ ბალანსსაც აღგიდგენთ, ნაოჭებისაგანაც დაგიცავთ და სიმხნევესაც შეგმატებთ.

скачать dle 11.3